პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე?
"ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე?

გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მე-9 კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში, რო­მელ­მაც 2012 წლის მოვ­ლე­ნე­ბის აღ­წე­რის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, "ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­მარ­თუ­ლად, კომ­პე­ტენ­ტუ­რად და მრა­ვალ­მხრი­ვა­დაა აღ­წე­რი­ლი და ის პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბის ნა­წილს არ მო­ი­ცავს“.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვამ გა­ნა­ცხა­და, "ცოტა რთუ­ლია იმის თქმა, რომ ეს ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რის მცდე­ლო­ბაა“.

ამას­თან, ჩი­ქო­ბა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, წიგნ­ზე აქამ­დე უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცია არა­ვის და­უ­ფიქ­სი­რე­ბია.

"წინა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია მხო­ლოდ მე-9 კლას­ში ის­წავ­ლე­ბო­და. ახლა, ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ის­ტო­რია რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­ნი, ის­წავ­ლე­ბა მე-7, მე-8 და მე-9 კლა­სებ­ში - უძ­ვე­ლე­სი პე­რი­ო­დი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ო­დამ­დე. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია გაშ­ლი­ლია მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის კონ­ტექ­სტში, ანუ პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ხი­ლუ­ლია თუ რა მოვ­ლე­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მე-9 კლას­ში მო­ექ­ცა უახ­ლე­სი პე­რი­ო­დი და ამის მცდე­ლო­ბაა, რომ აი­სა­ხოს უახ­ლე­სი წლე­ბი, მათ შო­რის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია - და­წყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი­დან, მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტით, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გო­რიც არის აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს და­კარ­გვა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის პე­რი­ო­დი, რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია და ა.შ. ყვე­ლა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის გა­შუ­ქე­ბის მცდე­ლო­ბაა. ორი გრი­ფი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი გვაქვს, რო­მელ­საც გრი­ფი 2021 წელს მი­ე­ნი­ჭა და წელს შე­ვი­და ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი სკო­ლებ­ში. ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან მშრა­ლად და კომ­პე­ტენ­ტუ­რად არის გად­მო­ცე­მუ­ლი ორი­ვე წიგნ­ში ეს ამ­ბე­ბი. იქ ხაზ­გას­მუ­ლია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით შეც­ვლა­ზე, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და ა.შ. თუმ­ცა, ეს პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან მოკ­ლედ არის გად­მო­ცე­მუ­ლი. გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს თვი­თონ არ ქმნის.

სტან­დარ­ტში სა­კი­თხე­ბი არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, თუ რა უნდა შე­ვი­დეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში, იქ უბ­რა­ლოდ წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა აღი­ნიშ­ნოს. ამი­ტომ არის ეს ორი ფაქ­ტიც - ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა და 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბია. ამა­ზე აჟი­ო­ტა­ჟის ატე­ხა არ მგო­ნია, სწო­რი იყოს. შე­ფა­სე­ბა არც 2012 წლის მოვ­ლე­ნე­ბის და არც წინა პე­რი­ო­დის მმარ­თვე­ლო­ბის არ ხდე­ბა. მხო­ლოდ ფაქ­ტად არის მოყ­ვა­ნი­ლი. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ალ­ბათ, უნდა იცოდ­ნენ ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა. ცოტა რთუ­ლია იმის თქმა, რომ ეს ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რის მცდე­ლო­ბაა. ამა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმ­სჯე­ლე­ბენ. რე­ცენ­ზენ­ტე­ბი და შემ­ფა­სებ­ლე­ბი ამას შე­ა­ფა­სე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ფაქ­ტობ­რივ უზუს­ტო­ბებს, თუ ასე­თი არ­სე­ბობს, ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­ეძ­ლე­ბა მოგ­ვმარ­თოს და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გან­მე­ო­რე­ბით ბეჭდ­ვა­ზე წას­ვლი­სას გას­წორ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე უზუს­ტო­ბა არა­ვის და­უ­ფიქ­სი­რე­ბია.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი გრი­ფი­რე­ბა­ზე რომ შე­მო­დის, ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო­დაც იდე­ბა და ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია ნა­ხოს. გარ­და ამი­სა, შემ­ფა­სე­ბელ­თა კო­მი­სი­ა­ში შე­სუ­ლია აკა­დე­მი­უ­რი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ორი მოქ­მე­დი პე­და­გო­გი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ექ­სპერ­ტი, ფსი­ქო­ლო­გი, ფი­ლო­ლო­გი, ასე­ვე სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ამოწ­მებს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი ენის­გან რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, და­ცუ­ლი იყოს რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ბა­ლან­სი, აღ­ნიშ­ნულ მი­მარ­თუ­ლე­ბას. იდე­ა­ლუ­რი ნაშ­რო­მი არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა ნაშ­რომ­ში რა­ღაც არის, მაგ­რამ ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლომ გა­და­ლა­ხა 90%-იანი ბა­რი­ე­რი, რაც არის და­წე­სე­ბუ­ლი, მი­ე­ცა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და სა­ბო­ლოო სახე მი­ი­ღო ისე­თი, რო­გო­რიც არის“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ბა­ვამ.

ამას­თან, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე ერთი წლის შემ­დეგ "კმა­ყო­ფი­ლე­ბის კვლე­ვა“ ჩა­ტარ­დეს.

"სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით "კმა­ყო­ფი­ლე­ბის კვლე­ვა“ ჩა­ტარ­დე­ბა ფო­კუს ჯგუ­ფებ­თან, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და შე­ნიშ­ვნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მა­ში­ნაც მოხ­დე­ბა. ეს კვლე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო წელს ჩა­ეშ­ვა და ერთი წელი მა­ინც უნდა გა­ვი­დეს, კვლე­ვა რომ ჩა­ვა­ტა­როთ“, - აღ­ნიშ­ნა ჩი­ქო­ბა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­ტო­რი­ის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი არი­ან: ნატო ახ­მე­ტე­ლი, ბე­სიკ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ნა­თია ფირ­ცხა­ლა­ვა ("დი­ო­გე­ნე“), ასე­ვე მზია სურ­გუ­ლა­ძე, ვლა­დი­მერ კე­კე­ლია, რუ­სუ­დან ლა­ბა­ძე, შო­რე­ნა მუ­რუ­სი­ძე, მა­ნა­ნა ქურ­თუ­ბა­ძე "ლო­გოსპრე­სი“.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მე- 9 კლა­სის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პროგ­რა­მი­დან ამო­ღე­ბას ითხოვს. მათი პრე­ტენ­ზია იმ ქვე­თა­ვებს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომს, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას“ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეხე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, წიგ­ნი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლია და მას­ში მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხოტ­ბის შეს­ხმა ხდე­ბა, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ როლი კი დაკ­ნი­ნე­ბუ­ლია და უფრო მე­ტად უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტშია წარ­მო­ჩე­ნი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამარცხვინო ფაქტი
27

ასე იწყებოდა, ლენინი და სტალინიც)) კომუნისტებმა მგონი ბრეჟნევიც არ შეიყვანეს ისტორიაში, ამათმა დაჟე კომუნისტებსაც აჯობეს მლიქვნელობაში. 

ავტორი:

"ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე?

"ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე?

განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში, რომელმაც 2012 წლის მოვლენების აღწერის გამო საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, "ისტორიული პროცესები გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივადაა აღწერილი და ის პროცესების შეფასების ნაწილს არ მოიცავს“.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, "ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა“.

ამასთან, ჩიქობავას ინფორმაციით, წიგნზე აქამდე უარყოფითი პოზიცია არავის დაუფიქსირებია.

"წინა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორია მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლებოდა. ახლა, ისტორიის სახელმძღვანელოში შევიდა ცვლილება საქართველოს ისტორიის სწავლებასთან მიმართებაში და ისტორია როგორც დამოუკიდებელი საგანი, ისწავლება მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში - უძველესი პერიოდიდან თანამედროვე პერიოდამდე. საქართველოს ისტორია გაშლილია მსოფლიო ისტორიის კონტექსტში, ანუ პარალელურად განხილულია თუ რა მოვლენები მიმდინარეობდა. შესაბამისად, მე-9 კლასში მოექცა უახლესი პერიოდი და ამის მცდელობაა, რომ აისახოს უახლესი წლები, მათ შორის, დამოუკიდებლობის პერიოდში ყველა სახელმწიფო მმართველის შესახებ ინფორმაცია - დაწყებული პირველი პრეზიდენტიდან, მეორე პრეზიდენტით, ევროინტეგრაციით გაგრძელებული და ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვა, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი, რუსული ოკუპაცია და ა.შ. ყველა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გაშუქების მცდელობაა. ორი გრიფირებული წიგნი გვაქვს, რომელსაც გრიფი 2021 წელს მიენიჭა და წელს შევიდა ეს სახელმძღვანელოები სკოლებში. ვფიქრობთ, ძალიან მშრალად და კომპეტენტურად არის გადმოცემული ორივე წიგნში ეს ამბები. იქ ხაზგასმულია ევროინტეგრაციაზე, ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლაზე, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. თუმცა, ეს პერიოდი ძალიან მოკლედ არის გადმოცემული. განათლების და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებს თვითონ არ ქმნის.

სტანდარტში საკითხები არ არის მითითებული, თუ რა უნდა შევიდეს სახელმძღვანელოში, იქ უბრალოდ წერია, რომ საქართველოს და მსოფლიო ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნოს. ამიტომ არის ეს ორი ფაქტიც - ასოცირების შეთანხმება და 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაც დადასტურებული ფაქტებია. ამაზე აჟიოტაჟის ატეხა არ მგონია, სწორი იყოს. შეფასება არც 2012 წლის მოვლენების და არც წინა პერიოდის მმართველობის არ ხდება. მხოლოდ ფაქტად არის მოყვანილი. ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა. ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ამაზე სპეციალისტები იმსჯელებენ. რეცენზენტები და შემფასებლები ამას შეაფასებენ. რაც შეეხება ფაქტობრივ უზუსტობებს, თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მოგვმართოს და სახელმძღვანელოს განმეორებით ბეჭდვაზე წასვლისას გასწორდება. ჯერჯერობით ამ ისტორიის სახელმძღვანელოზე უზუსტობა არავის დაუფიქსირებია.

სახელმძღვანელოები გრიფირებაზე რომ შემოდის, ინფორმაცია საჯაროდაც იდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს. გარდა ამისა, შემფასებელთა კომისიაში შესულია აკადემიური წრის წარმომადგენელი, ორი მოქმედი პედაგოგი, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი, ასევე სხვა სპეციალისტი, რომელიც ამოწმებს დისკრიმინაციული და დისკრედიტაციული ენისგან რომ თავისუფალი იყოს სახელმძღვანელო, დაცული იყოს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ბალანსი, აღნიშნულ მიმართულებას. იდეალური ნაშრომი არ არსებობს, ყველა ნაშრომში რაღაც არის, მაგრამ ამ სახელმძღვანელომ გადალახა 90%-იანი ბარიერი, რაც არის დაწესებული, მიეცა რეკომენდაციები და საბოლოო სახე მიიღო ისეთი, როგორიც არის“, - განაცხადა ჩიქობავამ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ისტორიის სახელმძღვანელოზე ერთი წლის შემდეგ "კმაყოფილების კვლევა“ ჩატარდეს.

"სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით "კმაყოფილების კვლევა“ ჩატარდება ფოკუს ჯგუფებთან, სადაც მასწავლებლები, მშობლები იქნებიან და შენიშვნების გათვალისწინება მაშინაც მოხდება. ეს კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. სახელმძღვანელო წელს ჩაეშვა და ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, კვლევა რომ ჩავატაროთ“, - აღნიშნა ჩიქობავამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ისტორიის გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორები არიან: ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნათია ფირცხალავა ("დიოგენე“), ასევე მზია სურგულაძე, ვლადიმერ კეკელია, რუსუდან ლაბაძე, შორენა მურუსიძე, მანანა ქურთუბაძე "ლოგოსპრესი“.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, "ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში "ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.