მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომავალი პანდემია, შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე კოვიდკრიზისია" - “ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი სარა გილბერტი
"მომავალი პანდემია, შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე კოვიდკრიზისია" - “ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი სარა გილბერტი

მო­მა­ვა­ლი პან­დე­მია, შე­იძ­ლე­ბა, იყოს უფრო ლე­ტა­ლუ­რი, ვიდ­რე კო­ვიდკ­რი­ზი­სია, - ამის შე­სა­ხებ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო "ოქსფორდ-ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის ერთ-ერ­თმა შემ­ქმნელ­მა პრო­ფე­სორ­მა სარა გილ­ბერ­ტმა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ჭი­როა მეტი და­ფი­ნან­სე­ბა იმის­თვის, რომ მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის­თვის უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყოს და არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი არ და­კარ­გოს.

"ეს არ იქ­ნე­ბა ბოლო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ვირუ­სი საფრ­თხეს უქ­მნის ჩვენს სი­ცო­ცხლეს და ჩვენს სა­არ­სე­ბო წყა­როს. სი­მარ­თლე ისაა, რომ შემ­დე­გი შე­იძ­ლე­ბა უა­რე­სი იყოს. ის შე­იძ­ლე­ბა იყოს უფრო გა­დამ­დე­ბი, ან უფრო ლე­ტა­ლუ­რი, ან ორი­ვე ერ­თად. არ შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რაც გა­ვი­ა­რეთ, აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, რომ ჯერ კი­დევ არ არის და­ფი­ნან­სე­ბა პან­დე­მი­ის­თვის მზად­ყოფ­ნის­თვის. ჩვენს მიერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა არ უნდა და­ი­კარ­გოს,“- აღ­ნიშ­ნა სარა გილ­ბერ­ტმა.

მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი იყოს კო­რო­ნა­ვირუ­სის "ომიკ­რონ“ ვა­რი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ამ ვა­რი­ან­ტის სპა­იკ-ცილა შე­ი­ცავს უკვე ცნო­ბილ მუ­ტა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ზრდის ვირუ­სის გა­და­ცე­მას. არის და­მა­ტე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს, რომ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნე­ბი ან სხვა ვა­რი­ან­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბა იწ­ვევს, ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი იყოს "ომიკ­რო­ნით“ ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. სა­ნამ მეტი არ ვი­ცით, ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ და გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი ამ ახა­ლი ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად,“- აღ­ნიშ­ნა პრო­ფე­სორ­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

ურჩხული!!!

Georgia
2

აგენს ნენა ეშველა, აშენდნენ, დაფინანსება და ფარა მიიღეს და აწიც ესიზმრებათ პანდემია და მიდი პანიკა მიდი შვიდი /// 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მომავალი პანდემია, შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე კოვიდკრიზისია" - “ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი სარა გილბერტი

"მომავალი პანდემია, შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე კოვიდკრიზისია" - “ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი სარა გილბერტი

მომავალი პანდემია, შეიძლება, იყოს უფრო ლეტალური, ვიდრე კოვიდკრიზისია, - ამის შესახებ კორონავირუსის საწინააღმდეგო "ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა პროფესორმა სარა გილბერტმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მეტი დაფინანსება იმისთვის, რომ მსოფლიო პანდემიისთვის უფრო მომზადებული იყოს და არსებული მიღწევები არ დაკარგოს.

"ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს და ჩვენს საარსებო წყაროს. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი შეიძლება უარესი იყოს. ის შეიძლება იყოს უფრო გადამდები, ან უფრო ლეტალური, ან ორივე ერთად. არ შეიძლება დავუშვათ სიტუაცია, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ, რაც გავიარეთ, აღმოვაჩინოთ, რომ ჯერ კიდევ არ არის დაფინანსება პანდემიისთვის მზადყოფნისთვის. ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები და მიღებული ცოდნა არ უნდა დაიკარგოს,“- აღნიშნა სარა გილბერტმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ვაქცინები შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს კორონავირუსის "ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ.

"ამ ვარიანტის სპაიკ-ცილა შეიცავს უკვე ცნობილ მუტაციებს, რომლებიც ზრდის ვირუსის გადაცემას. არის დამატებითი ცვლილებები, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ანტისხეულები, რომლებსაც ვაქცინები ან სხვა ვარიანტით ინფიცირება იწვევს, ნაკლებად ეფექტური იყოს "ომიკრონით“ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. სანამ მეტი არ ვიცით, ფრთხილად უნდა ვიყოთ და გადავდგათ ნაბიჯები ამ ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად,“- აღნიშნა პროფესორმა.