აშშ-ს ყოფლი ელჩი საქართველოში, იან კელი, კელი დეგნანთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კელიმ კობახიძეს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს მსგავსი განცხადებები კელი დეგნანის მისამართით.
"ირაკლი კობახიძე, შეწყვიტეთ კელი დეგნანის რეპუტაციისა და კვალიფიკაციის დისკრედიტაცია. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის წააგებთ" - წერს იან კელი Twitter-ზე.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში, აშშ-ს ელჩზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ კელი დეგნანი კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი არ არის.
ირაკლი კობახიძის განცხადებას კელი დეგნანმა ასე უპასუხა: "პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში",- თქვა მან.