მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იგეგმებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტის დოზის გაზრდა დაახლოებით 10-ჯერ... მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა" - ნიკოლოზ ყიფშიძე
"იგეგმებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტის დოზის გაზრდა დაახლოებით 10-ჯერ... მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"გა­მოკ­ვე­თი­ლია სა­ერ­თო სი­სუს­ტე, არის არას­ტა­ბი­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც ახა­სი­ა­თებს პოს­ტრავ­მულ სინ­დრომს და წა­მე­ბის შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბას და ეს არ არის კარ­გი." - ეს გან­ცხა­დე­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის პი­რად­მა ექიმ­მა, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის გან­მარ­ტე­ბით, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მელ­საც სა­ა­კაშ­ვილს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ას­მევ­დნენ, რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყო­ფინ­სას ერთ-ერ­თმა ფსი­ქი­ატრმა და­უ­ნიშ­ნა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი იმ დო­ზით მი­ე­ღო, რო­გორც მას ექი­მის მიერ ჰოქნდა გან­სა­ზღვრუ­ლი, იგი სა­სამ­რთლო პრო­ცეს­ზე გა­მოს­ვლას ვერ შეძ­ლებ­და.

"დღეს ვე­სა­უბ­რე მის პი­რად ექიმს ჰო­ლან­დი­ა­ში და გა­ვარ­კვიე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იღებ­და მხო­ლოდ ორ წა­მალს, რო­მე­ლიც არ არის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. წა­მა­ლი, რო­მელ­საც იგი იღებ­და, არ არის ჰო­ლან­დი­ე­ლი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ეს და­ი­ნიშ­ნა რუს­თა­ვის ცი­ხე­ში. შევ­წყვი­ტეთ პა­რას­კევს ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლოს წინ. იგეგ­მე­ბო­და დო­ზის გაზ­რდა და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ, მე ვნა­ხე ის­ტო­რია ჩემი თვა­ლით. ეს მა­ღა­ლი დოზა არ არის, მაგ­რამ სა­შუ­ა­ლო­ზე მეტი დო­ზაა და გა­მო­იწ­ვევ­და უფრო სი­სუს­ტეს და უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას. ხუთ­შა­ბათს და პა­რას­კევს აქ ვი­ყა­ვი დიდი ხანი და ვგეგ­მავ­დი რო­გორ შეძ­ლებ­და ის სა­სამ­რთლოს წი­ნა­შე წარ­დგო­მას. ამ ვფიქ­რობ­დი, რომ ერთ სა­ათ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლებ­და გა­მოს­ვლას. ვფიქ­რობ­დით ნა­ხე­ვარ სა­ათს."- აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა შე­დეგს გა­მო­იწ­ვევ­და წამ­ლის დო­ზის იმ მი­თი­თე­ბით გაზ­რდა, რო­გორც ეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ა­ში იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი, ნი­კო­ლოზ ყიფ­შძემ უპა­სუ­ხა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი " ვერ გა­მო­ვი­დო­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე":

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­კითხს, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის თქმით, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"შე­უძ­ლე­ბე­ლია რუს­თა­ვის ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნა. ამას არ­ცერ­თი ექი­მი არ მო­ა­წერს ხელს. ასეთ ექიმს მე არ ვიც­ნობ არც სა­ქარ­თვე­ლო­ში, არც - უცხო­ეთ­ში" - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
0

გარშემო, სულ შენი ხალხი ახვევია და საინტერესოა, ვის, რას აბრალებ.

ანა
0

ყოველ დღე ნახულობ შენს პაციენტს, ხარ მკურნალი ექიმი და რას ასმევენ შენს პაციენტს არ იცი? 

მაგრამ ლოთი რომ ხარ სახეზე გატყვია და მთელმა თბილისმა იცის. მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის ხარ ექიმი? მკურნალი ექიმი ხარ და ის არ იცი რას ასმევენ სააკაშვილს? წადი მაშინ სახლში, ამერიკაში საიდანაც მოხვედი? და როგორ მოხვდი მანდ საერთოდ, რომელი ფულებით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"იგეგმებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტის დოზის გაზრდა დაახლოებით 10-ჯერ... მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"იგეგმებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტის დოზის გაზრდა დაახლოებით 10-ჯერ... მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა" - ნიკოლოზ ყიფშიძე

"გამოკვეთილია საერთო სისუსტე, არის არასტაბილურ სიტუაციაში, რაც ახასიათებს პოსტრავმულ სინდრომს და წამების შემდეგ მდგომარეობას და ეს არ არის კარგი." - ეს განცხადება ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.

ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომელსაც სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ასმევდნენ, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფინსას ერთ-ერთმა ფსიქიატრმა დაუნიშნა. მისივე განმარტებით, სააკაშვილს რომ აღნიშნული მედიკამენტი იმ დოზით მიეღო, როგორც მას ექიმის მიერ ჰოქნდა განსაზღვრული, იგი სასამრთლო პროცესზე გამოსვლას ვერ შეძლებდა.

"დღეს ვესაუბრე მის პირად ექიმს ჰოლანდიაში და გავარკვიე, რომ სააკაშვილი იღებდა მხოლოდ ორ წამალს, რომელიც არ არის ფსიქოტროპული მედიკამენტები. წამალი, რომელსაც იგი იღებდა, არ არის ჰოლანდიელი ექიმის დანიშნულება, ეს დაინიშნა რუსთავის ციხეში. შევწყვიტეთ პარასკევს ამ მედიკამენტების მიღება, პირველი სასამართლოს წინ. იგეგმებოდა დოზის გაზრდა დაახლოებით 10-ჯერ, მე ვნახე ისტორია ჩემი თვალით. ეს მაღალი დოზა არ არის, მაგრამ საშუალოზე მეტი დოზაა და გამოიწვევდა უფრო სისუსტეს და უფრო მძიმე მდგომარეობას. ხუთშაბათს და პარასკევს აქ ვიყავი დიდი ხანი და ვგეგმავდი როგორ შეძლებდა ის სასამრთლოს წინაშე წარდგომას. ამ ვფიქრობდი, რომ ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში შეძლებდა გამოსვლას. ვფიქრობდით ნახევარ საათს."- აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა შედეგს გამოიწვევდა წამლის დოზის იმ მითითებით გაზრდა, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაში იყო ჩანიშნული, ნიკოლოზ ყიფშძემ უპასუხა, რომ სააკაშვილი " ვერ გამოვიდოდა სასამართლო პროცესზე":

რაც შეეხება სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ეს შეუძლებელია.

"შეუძლებელია რუსთავის ციხეში გადაყვანა. ამას არცერთი ექიმი არ მოაწერს ხელს. ასეთ ექიმს მე არ ვიცნობ არც საქართველოში, არც - უცხოეთში" - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.