ავტორი:

"ხვალიდან ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო" - რას წერს ელენე ხოშტარია

"ხვალიდან ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო" - რას წერს ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აპროტესტებს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში შეტანილ მონაკვეთს, სადაც ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცნობილ მეცენატად და ქველმოქმედად არის მოხენიებული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად 6 დეკემბრიდან გარკვეული საპროტესტო აქტივობების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

"მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო.ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ, ყველა იპოვით თქვენ ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით. ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს" - წერს ელენე ხოშტარია "ფეისბუქში"

საქმე ეხება წიგნის ერთ-ერთ თავს, სადაც გადმოცემულია ცნობები 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

"საქართველოში დემოკრატიულ ტენდენციებს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და ოპოზიციურმა "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“ - წერია ისტორიის სახელმძღვანელოში.

წიგნს განათლების სამინისტროს მიერ გრიფი 2020 წელს მიენიჭა.

სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე