თბილისში, სანზონაში, გუშინ 15 წლის მოზარდი, დავით კრავეიშვილი მოკლეს. არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ორი პირი.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები იხსენებენ.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს. მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
გადაიხადე და გარეტ ხარ ზვიადაური ასწავლის
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას,ნათელი დაადგეს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის სულს. დიდი სურვილი მაქვს,რომ პატრიარქმა,წმინდა სინოდმა,სამღვდელოებამ და ერის ხალხმაც ხმა აღიმაღლონ ისეთი ცოდვის წინააღმდეგ,როგორიცაა გინება.სოციალურ ქსელებში ლამისაა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა უშვერი და გინება.(ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდაც). და ნარკოტიკები .ამას უნდა დაეთმოს დიდი ყურადღება. ასევე მინდა პატრიარქმა მიმართოს უცხოეთში მყოფ ქართველებს,რომ ქურდობა არის ცოდვა. მოუწოდოს,რომ არ ჩაიდინონ ეს საქმე. დღესდღეობით,ისე ქურდობენ ჩვენები,რომ ციგნებისგან არაფრით განსხვავდებიან მართლმორწმუნე ქრისტიანების შთამომავლები.