ავტორი:

"რამდენიმე პაციენტი ვნახე, სერიოზულ უბედურებაში ვართ... ხალხო, ეს ბავშვებს სჭირს, 15,18 წლის ბავშვებს" - რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

"რამდენიმე პაციენტი ვნახე, სერიოზულ უბედურებაში ვართ... ხალხო, ეს ბავშვებს სჭირს, 15,18 წლის ბავშვებს" - რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში მოზარდებში ნარკოდამოკიდებულების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე წერს.

"დავწერე, წავშალე ბევჯერ არ ვიცი, რა ხდება ჩვენ თავს ასეთი უბედურება. ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი რა გავეკთო რა მოვიმოქმედო, ვის უთხრა რა გამოსვალი არის ამ სიტუაციიდან. მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა, არ ვიცოდი იმდენი რამე მაქვს ნანახი მაგრამ ეს ორი კვირაა ისე დაემთხვა, რომ რამოდენიმე პაციენტი ვნახე, ძაან პატარები ასაკით, ნარკოტიკზე დამოკიდებული, უმძიმესი დამოკიდებულების ფორმის ქცევის და პიროვნული აშლილობებით.

ზოგის ისტორია მოვისმინე და მივხვდი, რომ ძააან სერიოზულ უბედურებაში ვართ, ხვალ კიდე უარესი გველის. ეს არ გაჩერდება მემგონი და არც ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. რისი ბრალია მკითხვათ - კ,ი აი იმის რაც ხდება, სრული ქაოსი ქუჩაში, სახლებში დანგრეული ოჯახები, გაურკვევლი ქცევა, რომელიც რას ჰგავს, არ ვიცი რა სახელი დავარქვა, ბულინგი, აგრესია ვითომ მოჩვენებითი თავისუფლება.

ხალხო ეს ბავშვებს ჭირს 15,18 19 წლის ბავშევბს!!!

არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ, მე ცოტა შევიშალე მგონია ამის მოსმენით და ყურებით და არც ვიცი როგორ უნდა დავეხმარო ოღონდ მართლა.

ერთი ვიცი ზუსტად, რომ თუ ქვეყანაში ცოტა არ დალაგდა სიტუაცია, არ დამთავრდა ეს გაურკვევლობა და არ მიეხედა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას ეს ძაან მძიმე შედეგებს მოგვიტანს შემდეგ 5 წელიწადში. აღარაფერს ვამბობ პანდემიის შედეგებზე, რომელსაც კიდე წინ გვაქვს პისტკოვიდურ პერიოდში.

ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ქცევითი და ფსიქიკური აშლილობები, ეს კიდე წინ გავქვს პირველად სასოწარკევთილი ვარ და მართლა არ ვიცი, რა უნდა უშველოთ ამას ყველაფერს ბეწვის ხიდზე დავდივართ და ჩვენი შვილების და შვილიშვილების ჯანმრთელიბაზეა საუბარი, მენტალურ ჯანმრთელიბაზე", - წერს ზურა სიხარულიძე.