საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3950 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2014 პირი.
გუშინ საქართველოში 54 482 ტესტი ჩატარდა.
ქუჩაში ამდენი ბნელი სექტანტი დარბის , იქნება გავრცელება აბა რა იქნება. პასუხისმგებლობა 0 აქვთ ამ უსაქმურებს. შეგვაძულეს სამშობლოში ცხოვრება. პარლამენტში მუშაობა არუნდათ, ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ .
12 მილიონიან მოსკოვში 4 დეკემბრისათვის ერთ დღეღამეში გამოვლენილია კოვიდ 19 - ით ინფიცირების 3356 ახალი შემთხვევა, 4 მილიონიან საქართველოში ერთ დღეღამეში გამოვლენილია 3950 ახალი შემთხვევა, 10 მილიონიან აზერბაიჯანში ერთ დღეღამეში გამოვლენილია 1406 ახალი შემთხვევა, 3 მილიონიან სომხეთში ერთ დღეღამეში გამოვლენილია 419 ახალი შემთხვევა. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში?!! გაგიჩნდება ეჭვი, რომ ჩვენს ქვეყანაში თითქოს ძალით ხოცავენ არავაქცინირებულ ადამიანებს, რომ შიშის გამო წავიდნენ და აიცრან !!!