მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის შევუკვეთოთ სასაჩუქრე ყუთები საახალწლოდ? - ქართული კომპანია, რომელმაც ბაზარზე ახალი რეალობა შექმნა
ვის შევუკვეთოთ სასაჩუქრე ყუთები საახალწლოდ? - ქართული კომპანია, რომელმაც ბაზარზე ახალი რეალობა შექმნა

მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი რომ რეპ­რე­ზენ­ტა­ბე­ლუ­რი იყოს, ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი შე­ფუთ­ვაა სა­ჭი­რო. მუ­ყა­ოს ან გოფ­რი­რე­ბუ­ლი ყუთი კი, რო­მე­ლიც პრე­მი­უმ ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ზუს­ტად ასეთ ვი­ზუ­ალს ქმნის.

სწო­რედ მუ­ყა­ო­სა და გოფ­რი­რე­ბულ ყუ­თებ­ზე მა­ღალ­მა მო­თხოვ­ნამ მის­ცა ბიძ­გი კომ­პა­ნია „ნიუ პაკს“, და­ახ­ლო­ე­ბით 3 წლის წინ, რთულ საქ­მეს შეს­ჭი­დე­ბო­და და ყუ­თე­ბის იმ­პორ­ტი ჩი­ნე­თი­დან, თურ­ქე­თი­დან და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან თით­ქმის სრუ­ლად ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბით. გა­მოწ­ვე­ვა ბევ­რი იყო: მსხვი­ლი და უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იტა­ლი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის და­ნერგვა და იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლად ხა­რის­ხი­სა და ფა­სის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე ზრუნ­ვა.

„ნიუ პა­კის“ დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე ჭა­დაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ მი­სია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას აქვს, სრულ­დე­ბა: ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე შე­იქ­მნა წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ქმნის ხა­რის­ხი­ან ყუ­თებს ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რო­გო­რიც არის Crosty, „თი­ბი­სი კონ­ცეპ­ტი“, „ლი­ბერ­თი“, Beauty and the Box, „სუფ­თა სახ­ლი“, „პა­ლიტ­რა L”, „ჯო­ვა­ნი მორა“ და სხვა. ეს კომ­პა­ნი­ე­ბის მხო­ლოდ არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, „ნიუ პაკს“ ასო­ბით ლო­ი­ა­ლუ­რი დამ­კვე­თი ჰყავს, რომ­ლებ­მაც უცხო­უ­რი კონ­ტრაქ­ტო­რი სრუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლეს ქარ­თუ­ლით, უფრო მი­სა­ღებ ფა­სად და იმა­ვე ან უკე­თე­სი ხა­რის­ხის შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლით.

„ბიზ­ნე­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში წა­მო­ვი­წყეთ. სხვა გა­მოწ­ვე­ვებ­თან ერ­თად იყო ის პრობ­ლე­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც COVID-19-მა შექ­მნა, თუმ­ცა სწო­რი სტრა­ტე­გი­ით მი­ვე­დით იქამ­დე, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ დარ­ჩა კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან არ უკ­ვეთს ყუ­თებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ეს ნიშ­ნავს მეტ სა­მუ­შაო ად­გილ­სა და ვა­ლუ­ტის ნაკ­ლებ გა­დი­ნე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე ჭა­დაშ­ვილ­მა.

რო­გორც ის იხ­სე­ნებს, კომ­პა­ნი­ის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ ახა­ლი დამ­კვე­თე­ბის მოყ­ვა­ნით გა­ი­ზარ­და.

„როცა ერთ დი­ზა­ი­ნერს მო­ვემ­სა­ხუ­რეთ და ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, შემ­დეგ და­ვი­წყეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სხვებ­თა­ნაც და ისე მოხ­და, რომ ახლა ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლი­სა თუ აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ათ­ვი­სე­ბუ­ლი გვაქვს,“ - გან­გვი­მარ­ტა ალექ­სან­დრე ჭა­დაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა არის „ნიუ პა­კის“ მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა, კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი გვპა­სუ­ხობს, რომ ეს არის კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ფასი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და კომ­ფორ­ტი, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბელს პრო­დუქ­ტის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ზე თვა­ლის დევ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უქ­მნის.

„ისე­თი სერ­ვი­სის ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ის­გან მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც არა­თუ არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა უცხო­ურს, არა­მედ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში უკე­თე­სიც კია, ბევ­რი კომ­პა­ნი­ის­თვის დიდი კომ­ფორ­ტია. ჩვენ გვი­წევს ფა­სით ჩი­ნურ პრო­დუქ­ცი­ას გა­ვუ­წი­ოთ კონ­კუ­რენ­ცია, ხა­რის­ხით კი - ევ­რო­პულს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ორი­ვე გა­მოგ­ვდის და დამ­კვე­თე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი რჩე­ბი­ან,“ - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრემ.

„ნიუ პა­კის“ ყვე­ლა პრო­დუქ­ტი, იქ­ნე­ბა ეს მუ­ყა­ო­სა თუ გოფ­რი­რე­ბუ­ლი ყუთი, საკ­ვებ­თან თავ­სე­ბა­დია. რო­გორც ალექ­სან­დრე ჭა­დაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, კომ­პა­ნი­ა­ში ასე­ვე მზად­დე­ბა სა­ბავ­შვო სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი, რომ­ლე­ბიც 100%-ით უსაფრ­თხო და საკ­ვებ­თან თავ­სე­ბა­დი მა­სა­ლის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ვის­თვის არის „ნიუ პა­კის“ მომ­სა­ხუ­რე­ბა? - კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის თქმით, იქ­ნე­ბა ეს მსხვი­ლი, სა­შუ­ა­ლო, მცი­რე ბიზ­ნე­სი, სტარ­ტა­პი თუ ფი­ზი­კუ­რი პირი - ყვე­ლას შე­უძ­ლია, ისარ­გებ­ლოს „ნიუ პა­კის“ სერ­ვი­სით.

„ჩვენ სტარ­ტა­პებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვეხ­მა­რე­ბით, რად­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის ხორ­ცშეს­ხმა და მათი წარ­მა­ტე­ბა, ამი­ტომ, ვცდი­ლობთ, მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. რაც შე­ე­ხე­ბა მსხვილ ბიზ­ნე­სებს, მათ­თვი­საც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი გვაქვს. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ, რად­გან შეკ­ვე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ რო­მე­ლი­მე სტარ­ტაპს ან ფი­ზი­კურ პირს ვერ მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბით, „ნიუ პაკი“ მზა­დაა, ყვე­ლა დამ­წყებ თუ მსხვილ ბიზ­ნესს ხელი შე­უ­წყოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში,“ - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე ჭა­დაშ­ვილ­მა.

კომ­პა­ნი­ის გეგ­მებ­ში შე­დის სატ­რან­სპორ­ტო ყუ­თე­ბის წარ­მო­ე­ბის კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ე­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა. „ნიუ პაკი“ სატ­რან­სპორ­ტო ყუ­თებ­საც აწარ­მო­ებს, იქ­ნე­ბა ეს პი­ცის, ღვი­ნი­სა თუ სხვა პრო­დუქ­ცი­ის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად, კვე­ბის სა­წარ­მო­ებ­სა და ობი­ექ­ტებს აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის იმ­პორ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბა მარ­ტი­ვად შე­უძ­ლი­ათ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ვის შევუკვეთოთ სასაჩუქრე ყუთები საახალწლოდ? - ქართული კომპანია, რომელმაც ბაზარზე ახალი რეალობა შექმნა

ვის შევუკვეთოთ სასაჩუქრე ყუთები საახალწლოდ? - ქართული კომპანია, რომელმაც ბაზარზე ახალი რეალობა შექმნა

მაღალი ხარისხის პროდუქტი რომ რეპრეზენტაბელური იყოს, ამისთვის შესაბამისი შეფუთვაა საჭირო. მუყაოს ან გოფრირებული ყუთი კი, რომელიც პრემიუმ ხარისხის მასალებითაა დამზადებული, ზუსტად ასეთ ვიზუალს ქმნის.

სწორედ მუყაოსა და გოფრირებულ ყუთებზე მაღალმა მოთხოვნამ მისცა ბიძგი კომპანია „ნიუ პაკს“, დაახლოებით 3 წლის წინ, რთულ საქმეს შესჭიდებოდა და ყუთების იმპორტი ჩინეთიდან, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან თითქმის სრულად ჩაენაცვლებინა ადგილობრივი წარმოებით. გამოწვევა ბევრი იყო: მსხვილი და უკვე აღიარებული კომპანიების ნდობის მოპოვება, ძვირადღირებული იტალიური ტექნოლოგიის დანერგვა და იმპორტირებული პროდუქციის ჩასანაცვლებლად ხარისხისა და ფასის შესაბამისობაზე ზრუნვა.

„ნიუ პაკის“ დირექტორი ალექსანდრე ჭადაშვილი განმარტავს, რომ მისია, რომელიც კომპანიას აქვს, სრულდება: ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნა წარმოება, რომელიც ქმნის ხარისხიან ყუთებს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის Crosty, „თიბისი კონცეპტი“, „ლიბერთი“, Beauty and the Box, „სუფთა სახლი“, „პალიტრა L”, „ჯოვანი მორა“ და სხვა. ეს კომპანიების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, „ნიუ პაკს“ ასობით ლოიალური დამკვეთი ჰყავს, რომლებმაც უცხოური კონტრაქტორი სრულად ჩაანაცვლეს ქართულით, უფრო მისაღებ ფასად და იმავე ან უკეთესი ხარისხის შესაფუთი მასალით.

„ბიზნესი, ფაქტობრივად, პანდემიის პერიოდში წამოვიწყეთ. სხვა გამოწვევებთან ერთად იყო ის პრობლემებიც, რომლებიც COVID-19-მა შექმნა, თუმცა სწორი სტრატეგიით მივედით იქამდე, რომ, ფაქტობრივად, არ დარჩა კომპანია, რომელიც ჩვენთან არ უკვეთს ყუთებს. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი წარმოების მუშაობა ქვეყანაში, ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილსა და ვალუტის ნაკლებ გადინებას,“ - აღნიშნა ალექსანდრე ჭადაშვილმა.

როგორც ის იხსენებს, კომპანიის მიმართ დაინტერესება კმაყოფილი მომხმარებლების მიერ ახალი დამკვეთების მოყვანით გაიზარდა.

„როცა ერთ დიზაინერს მოვემსახურეთ და ჩვენი პროდუქციით კმაყოფილი დარჩა, შემდეგ დავიწყეთ თანამშრომლობა სხვებთანაც და ისე მოხდა, რომ ახლა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების მიმართულებით, ქართული ბაზარი ათვისებული გვაქვს,“ - განგვიმარტა ალექსანდრე ჭადაშვილმა.

კითხვაზე, რა არის „ნიუ პაკის“ მთავარი უპირატესობა, კომპანიის დირექტორი გვპასუხობს, რომ ეს არის კონკურენტული ფასი, მაღალი ხარისხი და კომფორტი, რომელსაც მომხმარებელს პროდუქტის დამზადების პროცესზე თვალის დევნების შესაძლებლობა უქმნის.

„ისეთი სერვისის ადგილობრივი კომპანიისგან მიღება, რომელიც არათუ არაფრით ჩამოუვარდება უცხოურს, არამედ რიგ შემთხვევებში უკეთესიც კია, ბევრი კომპანიისთვის დიდი კომფორტია. ჩვენ გვიწევს ფასით ჩინურ პროდუქციას გავუწიოთ კონკურენცია, ხარისხით კი - ევროპულს. საბოლოო ჯამში, ორივე გამოგვდის და დამკვეთებიც კმაყოფილები რჩებიან,“ - აღნიშნა ალექსანდრემ.

„ნიუ პაკის“ ყველა პროდუქტი, იქნება ეს მუყაოსა თუ გოფრირებული ყუთი, საკვებთან თავსებადია. როგორც ალექსანდრე ჭადაშვილი განმარტავს, კომპანიაში ასევე მზადდება საბავშვო სამაგიდო თამაშები, რომლებიც 100%-ით უსაფრთხო და საკვებთან თავსებადი მასალისგანაა დამზადებული.

ვისთვის არის „ნიუ პაკის“ მომსახურება? - კომპანიის დირექტორის თქმით, იქნება ეს მსხვილი, საშუალო, მცირე ბიზნესი, სტარტაპი თუ ფიზიკური პირი - ყველას შეუძლია, ისარგებლოს „ნიუ პაკის“ სერვისით.

„ჩვენ სტარტაპებს განსაკუთრებულად ვეხმარებით, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური იდეების ხორცშესხმა და მათი წარმატება, ამიტომ, ვცდილობთ, მათზე მორგებული პირობები შევთავაზოთ. რაც შეეხება მსხვილ ბიზნესებს, მათთვისაც კონკურენტული შეთავაზებები გვაქვს. წინასაახალწლო პერიოდში, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რადგან შეკვეთების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რომელიმე სტარტაპს ან ფიზიკურ პირს ვერ მოვემსახურებით, „ნიუ პაკი“ მზადაა, ყველა დამწყებ თუ მსხვილ ბიზნესს ხელი შეუწყოს განვითარებაში,“ - აღნიშნა ალექსანდრე ჭადაშვილმა.

კომპანიის გეგმებში შედის სატრანსპორტო ყუთების წარმოების კიდევ უფრო გაფართოება და გაძლიერება. „ნიუ პაკი“ სატრანსპორტო ყუთებსაც აწარმოებს, იქნება ეს პიცის, ღვინისა თუ სხვა პროდუქციისთვის, შესაბამისად, კვების საწარმოებსა და ობიექტებს აღნიშნული მასალების იმპორტის ჩანაცვლება მარტივად შეუძლიათ.