ოსკარის მფლობელი, 57 წლის მსახიობი, Red Table Talk-ს ეწვია, სადაც თავის ყოფილ ურთიერთობებსა და ქორწინებაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ განქორწინების გამოცდილებამ მიახვედრა, რომ ქორწინება არ ნიშნავს სამუდამო სიყვარულს.
"მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც განქორწინება გამოსცადა, ამის შემდეგ ვიპოვე ჩემი ცხოვრების სიყვარული. ჩვენ ორი საერთო შვილი გვყავს, მესამე კი მისი უფროსი ქალიშვილია. ეს ყველაზე კარგი რამაა ცხოვრებაში.
მე იმას არ ვამბობ, რომ ყველამ მე უნდა მომბაძოს, მაგრამ ფარატინა ფურცელი არ მჭირდება იმისთვის, რომ კარგი პარტნიორი და თავდადებული დედა ვიყო“, - ამბობს მსახიობი.
სანდრა ბალოკმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ მას არ სურს საზოგადოების გენდერულ ნორმებს დამორჩილდეს, რომელიც ქორწინების შემდეგ ვალდებულებად ეკისრება ადამიანს.
"მე არ მჭირდება სხვისგან იმის მოსმენა, რომ გაჭირვების ჟამს, ჩემი პარტნიორის გვერდით დგომა მევალება, კარგ კაცთან ერთად, სირთულეებთან შეჭიდების სწავლება არ მჭირდება", - ამბობს ბალოკი.
სანდრა ბალოკი 2010 წელს გასცილდა ჯესი ჯეიმსს, რომელთანაც 5-წლიანი ქორწინება აკავშირებდა. ახლა მსახიობი ფოტოგრაფსა და მოდელს, ბრაიან რენდალს ხვდება და ისინი უკვე 6 წელია ერთად არიან.
მოამზადა ანა სიბოშვილმა