ავტორი:

"ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულებო..." - ვის მიმართა თეა წულუკიანმა ასე პარლამენტში გამოსვლისას?

"ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულებო..." - ვის მიმართა თეა წულუკიანმა ასე პარლამენტში გამოსვლისას?

"დიახ, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, აღდგება" - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც დღეს მუზეუმთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდნენ, წარსულში "კაბინეტებში ისხდნენ, თანამშრომლობდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ბატიბუტს ჭამდნენ“.

„რაც შეეხება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს, ამაზე დიდხანს არ დავკონკრეტდები, რადგან არ ვთვლი საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებიც მაშინ, როდესაც მე ვიდექი ქუჩაში რუპორით ხელში კულტურის სამინისტროს კიბეებზე და ვყვიროდი, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმი ცუდ დღეშია-მეთქი, ისხდნენ კაბინეტებში, თანამშრომლობდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჭამდნენ ბატიბუტს, ალბათ. მათთან პოლემიკაში არ შევალ! მოკლედ ვიტყვი, დიახ, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულებო, ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, აღდგება! ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება კონსტრუქტორების მიერ, რათა დავინახოთ რა ფორმით არის ამ კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენა შესაძლებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ!“- განაცხადა წულუკიანმა.