ავტორი:

"მოსამართლეების დანიშვნა მოხდა რჩევების საწინააღმდეგოდ" - კარლ ჰარცელი

"მოსამართლეების დანიშვნა  მოხდა რჩევების საწინააღმდეგოდ" - კარლ ჰარცელი

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშვნები ჩვენს მიერ განიხილება, როგორც პროცესი, რომელიც ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელების დაპირებას ეწინააღმდეგება" - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით.

"მსურს გარკვევით ვთქვა, რომ ეს დანიშვნები განხორციელდა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებისა და რჩევების საწინააღმდეგოდ. ასე რომ, არ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია გვაქვს ჩვენ ამ საკითხთან დაკავშრებით. ჩვენ შევეცადეთ, ჩავრთულიყავით პირდაპირ დიალოგში, რათა ხელი შეგვეწყო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით საერთო შეთანხმების მიღწევისთვის. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ჩემი აზრით, ეს ხელს არ უწყობს საქართველო - ევროკავშირის მომავალ თანამშრომლობაში ნდობის ჩამოყალიბებას და არც საქართველოს წარმატებას ევროპულ გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა