საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიზრდება თუ არა პურის ფასი? - რას ამბობს "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი
გაიზრდება თუ არა პურის ფასი? - რას ამბობს "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი

"სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, პუ­რის ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი გა­მოწ­ვე­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი - რუ­სე­თის მხრი­დან ხორ­ბლის ექ­სპორ­ტის კვო­ტი­რე­ბა და წლის ბო­ლოს პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხა­დის სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბა.

სი­ლა­გა­ვას აზ­რით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბი პუ­რის ფას­ზე აი­სა­ხოს.

"ვე­ლო­დე­ბით ორ გა­მოწ­ვე­ვას. ეს არის რუ­სე­თის მიერ ხორ­ბლის ექ­სპორტზე კვო­ტი­რე­ბა. მცუ­რავ­მა ბაჟ­მა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია, ახლა კი 15 თე­ბერ­ვლი­დან 1-ელ ივ­ნი­სამ­დე რუ­სე­თის მიერ კვო­ტი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ამუ­შა­ვე­ბა ემა­ტე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ გა­მო­ცხად­დე­ბა რა­ო­დე­ნო­ბა ხორ­ბლის, რო­მე­ლიც მათ­თვის სამ­ყო­ფი იქ­ნე­ბა და მხო­ლოდ იმ რა­ო­დე­ნო­ბას გა­ი­ტანს.

მე­ო­რე გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა ის, რომ წლის ბო­ლოს მთავ­რდე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა, რაც გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ წლის და­სა­წყის­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გაძ­ვი­რე­ბის შემ­დეგ იმ მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტებს აწარ­მო­ებ­დნენ, გაძ­ვი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ნა­ხე­ვა­რი და­უ­სუბ­სი­დი­რეს. ეს პროგ­რა­მა მთავ­რდე­ბა და ცხა­დია, ეს პუ­რის ფას­ზე აი­სა­ხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ფქვი­ლის აგ­რე­სი­უ­ლი იმ­პორ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხოლო ხორ­ბლის იმ­პორ­ტი შემ­ცი­რე­ბუ­ლია. სი­ლა­გა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ასო­ცი­ა­ცი­ამ მი­მარ­თა მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტს, რათა "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყოს მი­ღე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ხორ­ბლის შე­მო­ტა­ნის და ფქვი­ლის იმ­პორ­ტის ბა­ლან­სი გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ცუ­ლი იყოს“.

"ამ ეტაპ­ზე ხორ­ბლის მა­რა­გე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არის, თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბო ტენ­დენ­ცი­აა. იქი­დან და­წყე­ბუ­ლი, რომ 2 ივ­ნი­სი­დან რუ­სე­თის მიერ შე­მო­ღე­ბუ­ლი იქნა მცუ­რა­ვი ბაჟი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფქვი­ლის იმ­პორ­ტი გაზ­რდი­ლია 6-ჯერ ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. ივ­ნი­სი­დან დღემ­დე შე­მო­სა­ტა­ნი ხორ­ბლის რა­ო­დე­ნო­ბა კი 40%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს სა­ყუ­რა­დღე­ბოა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ გა­ე­როს რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ორი თვის მა­რა­გი უნდა იყოს ქვე­ყა­ნა­ში. ორ­თვი­ა­ნი მა­რა­გე­ბი დღეს არ არის - უფრო ნაკ­ლე­ბია და ეს არ არის კრი­ტი­კუ­ლი.

თუ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­და ფქვი­ლის აგ­რე­სი­უ­ლი იმ­პორ­ტი, რო­მე­ლიც 6-ჯე­რაა გაზ­რდი­ლი, ეს და­ე­ტყო­ბა სა­სურ­სა­თო და სტრა­ტე­გი­ულ მა­რა­გებს“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან სი­ლა­გა­ვამ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
babu
0

პურს რომ აცხობთ და წონაში აკლებთ და ფისს უმატებთ,დროჟით ნუკი გაბერავთ დიდი რომ გმოჩნდეს მოიქეცით პატიოსნათ

ნინუცა
0

 ცოტა გასაგები ენით რომ დაწეროთ? 

ავტორი:

გაიზრდება თუ არა პურის ფასი? - რას ამბობს "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი

გაიზრდება თუ არა პურის ფასი? - რას ამბობს "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, პურის ფასთან დაკავშირებით ორი გამოწვევაა მოსალოდნელი - რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის კვოტირება და წლის ბოლოს პირველადი მოხმარების პროდუქტების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების პროგრამის დასრულება.

სილაგავას აზრით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული საკითხები პურის ფასზე აისახოს.

"ველოდებით ორ გამოწვევას. ეს არის რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე კვოტირება. მცურავმა ბაჟმა საკმაოდ სერიოზული უარყოფითი ტენდენციები გამოიწვია, ახლა კი 15 თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე რუსეთის მიერ კვოტირების მექანიზმის ამუშავება ემატება, რაც ნიშნავს, რომ გამოცხადდება რაოდენობა ხორბლის, რომელიც მათთვის სამყოფი იქნება და მხოლოდ იმ რაოდენობას გაიტანს.

მეორე გამოწვევა იქნება ის, რომ წლის ბოლოს მთავრდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა, რაც გულისხმობდა იმას, რომ წლის დასაწყისში ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტებს აწარმოებდნენ, გაძვირებული ელექტროენერგიის ნახევარი დაუსუბსიდირეს. ეს პროგრამა მთავრდება და ცხადია, ეს პურის ფასზე აისახება“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისივე თქმით, ფქვილის აგრესიული იმპორტი მიმდინარეობს, ხოლო ხორბლის იმპორტი შემცირებულია. სილაგავას განცხადებით, ასოციაციამ მიმართა მთავრობასა და პარლამენტს, რათა "გადაწყვეტილება იყოს მიღებული იმისთვის, რომ ხორბლის შემოტანის და ფქვილის იმპორტის ბალანსი გარკვეულწილად დაცული იყოს“.

"ამ ეტაპზე ხორბლის მარაგები ქვეყანაში არის, თუმცა საყურადღებო ტენდენციაა. იქიდან დაწყებული, რომ 2 ივნისიდან რუსეთის მიერ შემოღებული იქნა მცურავი ბაჟი, საქართველოში ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ივნისიდან დღემდე შემოსატანი ხორბლის რაოდენობა კი 40%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, ეს საყურადღებოა იქიდან გამომდინარე, რომ სასურსათო უსაფრთხოების მხრივ გაეროს რეკომენდაციაა, რომ ორი თვის მარაგი უნდა იყოს ქვეყანაში. ორთვიანი მარაგები დღეს არ არის - უფრო ნაკლებია და ეს არ არის კრიტიკული.

თუ კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდა ფქვილის აგრესიული იმპორტი, რომელიც 6-ჯერაა გაზრდილი, ეს დაეტყობა სასურსათო და სტრატეგიულ მარაგებს“,- განაცხადა ლევან სილაგავამ "კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.