კორონავირუსის შედეგად 25 წლის ბათუმელი ქალი, მეგი მახარაძე გარდაიცვალა. იგი ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, 32 კვირის ფეხმძიმე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, 25 წლის ქალი ბათუმის სამშობიარო სახლში ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმედ არ ფასდებოდა.
"25 წლის კოვიდ ინფიცირებული ფეხმძიმე, ჩვენს კლინიკაში 4 დღის განმავლობაში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ ძმისა და დედის დაჟინებული თხოვნით თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ახლახანს გავიგეთ რომ იქ გარდაცვლილა. სხვა ვერაფერს გეტყვით",- აღნიშნეს კლინიკაში.
რაც შეეხება მუცლად მყოფ ბავშვს, იგი საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩა.
აიცერით ხალხოოო
არა თუ ბუსტერს, ყოველ ორშაბათს აცრას გავიკეთებ და არა თუ მწვანეს, ყველა ფერის პასპორტს ავიღებ ოღონდ მსგავსი ტრაგედიის აცილებაში იოტისოდენა წვლილი მაინც შევიტანო.