ავტორი:

"დღეს განსაკუთრებით აუტანელია ტკივილი იმის ფონზე, რასაც ტელევიზიით ვუყურებთ... ზუსტად ვიცი, აღარაფერი გტკივა" - ერთი წელი დავითაშვილის გარდაცვალებიდან

"დღეს განსაკუთრებით აუტანელია ტკივილი იმის ფონზე, რასაც ტელევიზიით ვუყურებთ... ზუსტად ვიცი, აღარაფერი გტკივა" - ერთი წელი დავითაშვილის გარდაცვალებიდან

პარლამენტის ყოფილი წევრის კობა დავითაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. იგი წლების განმავლობაში იტანჯებოდა იშვიათი და მძიმე სენით, ბეხტერევის დაავადებით. ხანგრძლივი და უშედეგო მკურნალობის შემდეგ ექიმებმა ამ დაავადების დიაგნოზი ძალზე გვიან, 2017 წელს დასვეს, რის შემდეგაც მისი სიცოცხლის გახანგრძლივება ვეღარ მოხერხდა.

სამედიცინო დასკვნით, დაავადების მაპროვოცირებელი კობა დავითაშვილის ფიზიკური ტრავმები გახდა, რომლებიც არაერთხელ გადაიტანა პოლიტიკურ ბრძოლაში. თავად კობა დავითაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ის იმ ძლიერი ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.

სწორედ 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

პოლიტიკოსის ოჯახის წევრი, მისი მეუღლის ინგა ბიწაძის და ხათუნა ბიწაძე პოსტს აქვეყნებს სადაც წერს, რომ დღეს მათთვის განსაკუთრებით მძიმე დღეა საქალაქო სასამართლოში განვითარებული მოვლენების ფონზე.

"ამ დრომდე ვფიქრობდი, თქვენთვის გამეხსენებინა თუ არა, ისედაც მხოლოდ ჩვენი ტკივილია და დღეს განსაკუთრებით აუტანელი ტკივილია, იმის ფონზე რასაც თუნდა ამ წამს ტვ-ებში ვუყურებ! 1 წელი ჩვენთვის კობჩოს გარეშე, ზუსტად ვიცი აღარაფერი გტკივა და სულის სიმშვიდეც მოიპოვე. ნათელში იყავი სიძევ ბატონო!" - წერს ბიწაძე.