პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია... სოფლებში რომ გათავისუფლების კომიტეტები შექმნან, რა უნდა ქნან? ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში?" - ელისაშვილი
"სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია... სოფლებში რომ გათავისუფლების კომიტეტები შექმნან, რა უნდა ქნან? ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში?" - ელისაშვილი

სა­თო­ფე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­კა­რე­ბა, ეს გვი­თხრა გუ­შინ წინ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რად­გან რომ მოვა უა­რესს ჩა­ი­დენს, რა­საც ჩა­დი­ო­და, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ ყვე­ლა სო­ფელ­ში მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტე­ბი უნდა შე­იქ­მნას, სი­გი­ჟეა.

„სი­გი­ჟეა, რაც თქვა სა­ა­კაშ­ვილ­მა, მო­გი­წო­დებთ ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებს, ყვე­ლა სო­ფელ­ში შექ­მე­ნით ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტე­ბი. ეს რო­გო­რი აბ­სურ­დია იცით?! სოფ­ლებ­ში რომ კო­მი­ტე­ტე­ბი შექ­მნან, იმ კო­მი­ტე­ტებ­მა რა უნდა ქნან? - ფი­წლე­ბი მო­ი­მარ­ჯვონ და შე­ვარ­დნენ გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში? - რა­ტომ მო­უ­წო­დებ ასე­თი სი­გი­ჟის­კენ?

ნეს­ტორ მახ­ნო იყო ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ანარ­ქის­ტი, გუ­ლი­აი–პოლე ჰქონ­და ასე­თი სო­ფე­ლი, თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი, სა­დაც შექ­მნა სა­ხელ­მწი­ფო. ამ გუ­ლი­აი-პო­ლე­ში ნეს­ტორ მახ­ნო ჩა­დი­ო­და ზუს­ტად ასეთ რა­ღა­ცებს. იტყო­და, წა­მო­დი, ახლა და­ვე­ცეთ იმ ქა­ლაქს და და­ე­ცე­მოდ­ნენ. შე­ვარ­დე­ბოდ­ნენ, გა­დაწ­ვავ­დნენ ჟან­დარ­მე­რი­ას. აღარ არის მახ­ნოს დრო, მახ­ნო ჰგო­ნია თა­ვი­სი თავი.

რა გვი­თხრა იცით სა­ა­კაშ­ვილ­მა? სა­თო­ფე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან გა­კა­რე­ბა, ეს გვი­თხრა გუ­შინ წინ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რად­გან რომ მოვა უა­რესს ჩა­ი­დენს რა­საც ჩა­დი­ო­და. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე არ არ­სე­ბობ­სო გვი­თხრა და 7 ნო­ემ­ბერს მე რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვიო, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი წარ­მარ­თავ­დაო. ეს ხე­ლის შეწ­მენ­დაც ხომ ლაჩ­რე­ბის საქ­მეა. მა­ნამ­დე თქვა, მე­გის ქარ­და­ვა სა­ერ­თოდ არ ვიცი ვი­ნა­აო”, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მისი თქმით, 29 ნო­ემ­ბერს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოჩ­ნდა, რომ ის არ შეც­ვლი­ლა.

„კა­ტას­ტრო­ფა იყო გუ­შინ წინ რაც ილა­პა­რა­კა სა­ა­კაშ­ვილ­მა, არა­ნა­ირ სი­ნა­ნულს არ ვე­ლო­დი, არა­ნა­ი­რი მა­ღა­ლი წარ­მოდ­გე­ნა სა­ა­კაშ­ვილ­ზე მე არ მაქვს, უბ­რა­ლოდ, მან თა­ვის თავს გა­უ­კე­თა ძა­ლი­ან ცუდი. გა­მო­ვი­და და თქვა, რომ არ შევ­ცვლილ­ვა­რო, რა სა­დის­ტიც ვი­ყა­ვიო ის სა­დის­ტი დავ­რჩიო. სა­დის­ტის გარ­და ვე­რა­ვინ ვერ იტყვის, რომ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე არ არ­სე­ბობს. შენ დროს, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭი წა­იყ­ვა­ნეს და წა­მე­ბა­ში მოკ­ლეს შენ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა და მერე შენ რომ ხელს აფა­რებ­დი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი, ერთხელ რომ არ მო­გინ­და და­გე­რე­კა ირი­ნა ენუ­ქი­ძის­თვის, ამას რომ ჩა­ი­დენ ხომ სა­დის­ტი ხარ”, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
D
4

Შენ არ იყავი რომ გაჰყვიროდი აქციებზე არ Მჭირდება Თქვენი მანდატი გააყალბეᲗ არᲩევნებიო და რას Შევარდი მერე იმ გაყალბებულ Პარლამენტში, ამიტომ Შენ ხარ Მოღალატე და ხმას მაინც Ნუღარ Იღებ Საერთოდ, Შენ სხვაზე არ გაქვს უფლება ილსპარაკო

ირინა
7

ურეიტინგო ქოცაგენტი და დემაგოგი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია... სოფლებში რომ გათავისუფლების კომიტეტები შექმნან, რა უნდა ქნან? ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში?" - ელისაშვილი

"სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია... სოფლებში რომ გათავისუფლების კომიტეტები შექმნან, რა უნდა ქნან? ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში?" - ელისაშვილი

სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, ეს გვითხრა გუშინ წინ სააკაშვილმა, რადგან რომ მოვა უარესს ჩაიდენს, რასაც ჩადიოდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ინიციატივა, რომ ყველა სოფელში მისი გათავისუფლების კომიტეტები უნდა შეიქმნას, სიგიჟეა.

„სიგიჟეა, რაც თქვა სააკაშვილმა, მოგიწოდებთ ჩემს მხარდამჭერებს, ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტები. ეს როგორი აბსურდია იცით?! სოფლებში რომ კომიტეტები შექმნან, იმ კომიტეტებმა რა უნდა ქნან? - ფიწლები მოიმარჯვონ და შევარდნენ გორის ჰოსპიტალში? - რატომ მოუწოდებ ასეთი სიგიჟისკენ?

ნესტორ მახნო იყო ცნობილი უკრაინელი ანარქისტი, გულიაი–პოლე ჰქონდა ასეთი სოფელი, თავისი მშობლიური, სადაც შექმნა სახელმწიფო. ამ გულიაი-პოლეში ნესტორ მახნო ჩადიოდა ზუსტად ასეთ რაღაცებს. იტყოდა, წამოდი, ახლა დავეცეთ იმ ქალაქს და დაეცემოდნენ. შევარდებოდნენ, გადაწვავდნენ ჟანდარმერიას. აღარ არის მახნოს დრო, მახნო ჰგონია თავისი თავი.

რა გვითხრა იცით სააკაშვილმა? სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება, ეს გვითხრა გუშინ წინ სააკაშვილმა, რადგან რომ მოვა უარესს ჩაიდენს რასაც ჩადიოდა. გირგვლიანის საქმე არ არსებობსო გვითხრა და 7 ნოემბერს მე რა შუაში ვიყავიო, ვანო მერაბიშვილი წარმართავდაო. ეს ხელის შეწმენდაც ხომ ლაჩრების საქმეა. მანამდე თქვა, მეგის ქარდავა საერთოდ არ ვიცი ვინააო”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ის არ შეცვლილა.

„კატასტროფა იყო გუშინ წინ რაც ილაპარაკა სააკაშვილმა, არანაირ სინანულს არ ველოდი, არანაირი მაღალი წარმოდგენა სააკაშვილზე მე არ მაქვს, უბრალოდ, მან თავის თავს გაუკეთა ძალიან ცუდი. გამოვიდა და თქვა, რომ არ შევცვლილვარო, რა სადისტიც ვიყავიო ის სადისტი დავრჩიო. სადისტის გარდა ვერავინ ვერ იტყვის, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს. შენ დროს, რომ ახალგაზრდა ბიჭი წაიყვანეს და წამებაში მოკლეს შენმა მაღალჩინოსნებმა და მერე შენ რომ ხელს აფარებდი წელიწადნახევარი, ერთხელ რომ არ მოგინდა დაგერეკა ირინა ენუქიძისთვის, ამას რომ ჩაიდენ ხომ სადისტი ხარ”, - განაცხადა ელისაშვილმა.