ავტორი:

"მაინტერესებს, რა აპატია ბატონმა ზაზა სარალიძემ ჩემს ძმას? - დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია?" - რას წერს ლუკა კალანდია?

"მაინტერესებს, რა აპატია ბატონმა ზაზა სარალიძემ ჩემს ძმას? - დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია?" - რას წერს ლუკა კალანდია?

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას, ძმა ლუკა კალანდია ზაზა სარალიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან პრეზიდენტს მსჯავრდებულების შეწყალება სთხოვა.

როგორც ლუკა კალანდია სოციალურ ქსელში წერს, მის ძმას დანაშაული არ ჩაუდენია და საპატიებელიც არაფერი აქვს.

"დღეს პირველი დეკემბერია…. უმძიმესი დღე ჩემი და სამწუხაროდ, კიდევ ძალინ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში…. 4 წელია ვგლოვობთ გარდაცვლილებს, ხოლო ცოცხლად გადარჩენილებს ყოველდღიურად მორალურად ვკლავ.

ძალიან მიჭირს დღეს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება, მაგრამ უამრავი კითხვა შემომივიდა დაინტერესებული ადამიანების მხრიდან, ინგა გრიგოლიას გუშინდელი ღამის ეთერის შემდეგ, სადაც, ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს მიმართა მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების მოთხოვნით.

ზოგადად, პატიება, მიტევება, ნამდვილად ღირსეული ნაბიჯია და მისი პოზიცია, რომ ახალგაზრდები ციხეში არ უნდა ისხდნენ, მისასალმებელია. ამასთან, როგორც ვიცით, მან უკვე აპატია მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთ მსჯავრდებულს. თუმცა….. შეიწყალეთ და აპატიეთ იმას, ვისაც მკვლელობა აქვს ჩადენილი!!! მიხეილ კალანდიასთან მიმართებით, სიტყვათა მსგავსი ფორმულირება, კატეგორიულად მიუღებელია!!!

მაინტერესებს, რა აპატია ბატონმა ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას? - დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია და რომელშიც, ასე დაჟინებით, და როგორც აღმოჩნდა, იმდროინდელი პირველი პირების ხელშეწყობით სდებდა ბრალს მიუხედავად ყველაფრისა?! ან იქნებ, ეს ხელისუფლების მორიგი მცდელობაა ხორავას ქუჩის საქმე წარსულს ჩააბაროს…?

თუ ეს ყოველივე თქვენთვის პოლიტიკური თამაშია, ჩვენთვის - სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, რომელიც დაიწყო 2017 წლის დაწყევლილ 1 დეკემბერს და გაგრძელდება იქამდე, სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება!ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ახლა უკვე არა საქართველოში, სადაც სასამართლო, თქვენი დაკვეთების სამარცხვინო აღმსრულებლად იქცა, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ყოფილი თუ ამჟამინდელი მმართველი ჩინოვნიკებისა და ოპოზიციის ერთობლივი ბინძური პოლიტიკური ინტერესით გამოწვეული სამართლებრივი დევნის მსხვერპლი-პოლიტპატიმარი მიხეილ კალანდია, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ღირსეულად მოიგებს!!!" - წერს ლუკა კალანდია.

ცნობისთვის, ზაზა სარალიძემ გუშინ პრეზიდენტს მიმართა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება სთხოვა. როგორც მან აღნიშნა ეს პოზიცია ბოლო სასამართლო პროცესზეც დააფიქსირა.

"ესეიგი რადგან მკვლელები დაიჭირეს, აღარ უნდა გამოვიდე არსად ხო? რადგან აქციებიდან წავედი და მეორე შვილის გადარჩენაზე ვიზრუნე, გამყიდველი ვარ? ვაი თქვენს პატრონს. ზუსტად ამის მსხვერპლია ჩემი შვილი, ამ ზიზღმა მოკლა ჩემი შვილი.

მე დღეს ის ბიჭები მეცოდებიან ყველა. ბოლო სასამართლოზეც დავაფიქსირე და ახლაც ვიტყვი. პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, რომ 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიოო. დღესვე ვაპატიებ, რატომ უნდა ვიტანჯო 15 წელი თავი.

განა ის ბავშვები არ მეცოდებიან. ეს მე ბოლო სასამართლოზეც დავაფიქსირე, გამოუშვან კალანდიაც, გამოუშვან ეს ბიჭიც. სიმართლე ითქვა და მკვლელები აღარ მაინტერესებს. მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვრეთ, ფხაკაძეს, გუგუშვილს და ფიფას, სანამ ცოცხალი ვიქნები არ ვაპატიებ" - აღნიშნა სარალიძემ.