სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზ კრიმინალებს შორის გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება - რას ვერ იყოფენ ბარცბა და "თენგულიაშ სუხუმსკი"?
აფხაზ კრიმინალებს შორის გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება - რას ვერ იყოფენ ბარცბა და "თენგულიაშ სუხუმსკი"?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ფელ ქვე­მო ეშე­რა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ად­გი­ლობ­რივ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს, თენ­გიზ ლა­კერ­ბა­ი­ას, იგი­ვე, "თენ­გუ­ლი­აშ სუ­ხუმსკის". "ჰონ­და ფი­ტის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას, სა­ი­და­ნაც აფხა­ზი კრი­მი­ნა­ლის მან­ქა­ნას ეს­რო­ლეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და სო­ხუ­მის ცენ­ტრში, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი და­ტო­ვეს.

მას­ში ე.წ. მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი, კა­ლაშ­ნი­კო­ვის სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტი და დიდი ოდე­ნო­ბით მჭი­დე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. 21 ნო­ემ­ბრის ღა­მეს, ორ­მხრი­ვი სრო­ლი­სას და­იჭ­რა ქვე­მო ეშე­რას მცხოვ­რე­ბი, რო­ლანდ ყოლ­ბა­ია, რო­მე­ლიც ე.წ. სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ფოტო: ekhokavkaza

ცნო­ბის­თვის, თენ­გიზ ლა­კერ­ბა­ი­ას მკვლე­ლო­ბა პირ­ვე­ლად არ უც­დი­ათ, გა­სულ წელს, რო­დე­საც ის ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს და 4,5 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, სხვა პა­ტიმ­რებ­მა მას სა­ხე­ში ადუ­ღე­ბუ­ლი ზეთი შე­ას­ხეს. სა­ბო­ლო­ოდ, 2020 წლის მა­ის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი პი­რო­ბე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

თენ­გიზ ლა­კერ­ბა­ია, იგი­ვე, "თენ­გუ­ლი­აშ სუ­ხუმსკი"

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "თენ­გუ­ლი­აშ სუ­ხუმსკი" აფხა­ზეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლის, რაულ ბარცბას, იგი­ვე "პი­ზას" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა ბა­ნაკ­შია და დიდი ალ­ბა­თო­ბით, რო­გორც ად­რინ­დე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის, ასე­ვე, ბოლო ინ­ცი­დენ­ტის უკა­ნაც ბარცბა დგას.

"ბარცბა უფრო ად­გი­ლობ­რი­ვი მას­შტა­ბის ქურ­დია, თენ­გუ­ლი­აშ სუ­ხუმსკი კი, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, მათ შო­რის ქარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ კლან­ში საკ­მაო გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლობს და არც ბარცბას აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რე­გი­ო­ნი სრულ მმარ­თვე­ლო­ბა­ში ჰქონ­დეს, რაც გუ­და­უ­თელ კრი­მი­ნალს ძალ­ზე აღი­ზი­ა­ნებს. ამი­ტო­მაც ხან სად ჩა­უ­საფ­რდე­ბი­ან მისი კლა­ნის წევ­რე­ბი "თენ­გუ­ლი­აშ სუ­ხუმსკის", ხან სად, მაგ­რამ ლა­კერ­ბა­ი­ას თით­ქოს ცხრა სი­ცო­ცხლე აქვს, ყო­ველ­თვის გა­დარ­ჩა. ეტყო­ბა, ან ძა­ლი­ან ფრთხი­ლობს, ან ბარცბას ჰყავს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქი­ლე­რე­ბი", - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

რაულ ბარცბა, იგი­ვე "პიზა"

მა­თი­ვე თქმით, კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს შო­რის მო­რი­გი და­პი­რის­პი­რე­ბა, ამ­ჯე­რად მა­ი­ნინ­გის ბიზ­ნე­სის გამო გამ­წვავ­და. ბარცბა რე­გი­ო­ნა­ლურ პო­ზი­ცი­ებს არ თმობს, რა­საც თენ­გუ­ლაშ სუ­ხუმსკი და მისი კლა­ნის წევ­რე­ბი არ ეპუ­ე­ბი­ან.

"ახლა მთა­ვა­რია, რით დას­რულ­დე­ბა გუ­და­უ­თე­ლი "პი­ზა­სა" და მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე კლა­ნის კი­დევ ერთხელ გა­აქ­ტი­უ­რე­ბა იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ აფხა­ზე­თი, თა­ვი­სი ბიზ­ნეს­შე­მო­სავ­ლე­ბით მათი კონ­ტრო­ლის ქვეშ უნდა იყოს და ქვეყ­ნი­დან არა­ფე­რი გა­ვი­დეს.

აშ­კა­რაა, ბარცბა რის­კავს, ვი­ნა­ი­დან ბოლო წლებ­ში ისეთ პერ­სო­ნებს და­უ­პი­რის­პირ­და, რო­გო­რი­ცაა, ალ­ხაზ აგრბა, იგი­ვე "ალ­ხაზ გუ­და­უტსკი", თე­მურ გვა­სა­ლია, იგი­ვე "მა­კო­ლია", თე­მურ ახუ­ბა და თენ­გიზ ლა­კერ­ბა­ია, იგი­ვე "თენ­გუ­ლი­აშ სუ­ხუმსკი"... ისი­ნი ქარ­თველ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის კლა­ნად ით­ვლე­ბი­ან.

იმის­თვის, რომ ბარცბამ თა­ვი­სი გავ­ლე­ნე­ბი გა­იმ­ყა­როს და ლი­დე­რო­ბა და­ამ­ტკი­ცოს შე­მო­სა­ვა­ლი სჭირ­დე­ბა, ამ მხრივ კი, მას ზურ­გი­დან უტე­ვენ "თენ­გუ­ლი­აშ სუ­ხუმსკი" და მისი გუნ­დი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან, რო­გორც სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნის შე­მო­სავ­ლით, ასე­ვე, აფხა­ზეთ­ში ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტით, რის გა­მოც, მთე­ლი ზამ­თრის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ნის გა­რე­შე მოგ­ვი­წევს ყოფ­ნა. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ცდი­ლობს ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს შო­რის შუღ­ლი ჩა­მო­აგ­დოს და ასე და­ა­სუს­ტოს ისი­ნი, ან უფრო ძლი­ე­რის მხა­რე და­ი­კა­ვოს" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ვით გუ­და­უთსკი.

"არც ერთი კრი­მი­ნა­ლის მხარ­დამ­ჭე­რი არ ვარ, სა­ერ­თო­დაც, ისეთ დრო­ზე ვოც­ნე­ბობ, რო­დე­საც ყვე­ლა­ნი ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით, ისე, რო­გორც ეს სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის და­სა­წყის­ში გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ბარცბას აშ­კა­რად მე­ტის­მე­ტი მოს­დის, ბა­რემ თავი აფხა­ზე­თის უგ­ვირ­გვი­ნო, გვირ­გვი­ნი­ან მე­ფედ გა­მო­ა­ცხა­დოს" - წერს აფხა­ზი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ვერა თხა­გუ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

აფხაზ კრიმინალებს შორის გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება - რას ვერ იყოფენ ბარცბა და "თენგულიაშ სუხუმსკი"?

აფხაზ კრიმინალებს შორის გავლენებისთვის ბრძოლა გრძელდება - რას ვერ იყოფენ ბარცბა და "თენგულიაშ სუხუმსკი"?

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ქურდული გარჩევები გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, სოფელ ქვემო ეშერაში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივ ე.წ. კანონიერ ქურდს, თენგიზ ლაკერბაიას, იგივე, "თენგულიაშ სუხუმსკის". "ჰონდა ფიტის" მარკის ავტომანქანას, საიდანაც აფხაზი კრიმინალის მანქანას ესროლეს, მოგვიანებით, ცეცხლი წაუკიდეს და სოხუმის ცენტრში, ცეცხლმოკიდებული დატოვეს.

მასში ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჯავშანჟილეტი, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და დიდი ოდენობით მჭიდები აღმოაჩინეს. 21 ნოემბრის ღამეს, ორმხრივი სროლისას დაიჭრა ქვემო ეშერას მცხოვრები, როლანდ ყოლბაია, რომელიც ე.წ. სოხუმის რესპუბლიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფოტო: ekhokavkaza

ცნობისთვის, თენგიზ ლაკერბაიას მკვლელობა პირველად არ უცდიათ, გასულ წელს, როდესაც ის იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს და 4,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სხვა პატიმრებმა მას სახეში ადუღებული ზეთი შეასხეს. საბოლოოდ, 2020 წლის მაისში დაკავებული, ე.წ. კანონიერი ქურდი, მიმდინარე წლის ივლისში გაურკვეველი პირობებით გაათავისუფლეს.

თენგიზ ლაკერბაია, იგივე, "თენგულიაშ სუხუმსკი"

ადგილობრივების თქმით, "თენგულიაშ სუხუმსკი" აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალის, რაულ ბარცბას, იგივე "პიზას" მოწინააღმდეგეთა ბანაკშია და დიდი ალბათობით, როგორც ადრინდელი შემთხვევების, ასევე, ბოლო ინციდენტის უკანაც ბარცბა დგას.

"ბარცბა უფრო ადგილობრივი მასშტაბის ქურდია, თენგულიაშ სუხუმსკი კი, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის ქართულ კრიმინალურ კლანში საკმაო გავლენებით სარგებლობს და არც ბარცბას აძლევს საშუალებას, რეგიონი სრულ მმართველობაში ჰქონდეს, რაც გუდაუთელ კრიმინალს ძალზე აღიზიანებს. ამიტომაც ხან სად ჩაუსაფრდებიან მისი კლანის წევრები "თენგულიაშ სუხუმსკის", ხან სად, მაგრამ ლაკერბაიას თითქოს ცხრა სიცოცხლე აქვს, ყოველთვის გადარჩა. ეტყობა, ან ძალიან ფრთხილობს, ან ბარცბას ჰყავს არაპროფესიონალი ქილერები", - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში.

რაულ ბარცბა, იგივე "პიზა"

მათივე თქმით, კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის მორიგი დაპირისპირება, ამჯერად მაინინგის ბიზნესის გამო გამწვავდა. ბარცბა რეგიონალურ პოზიციებს არ თმობს, რასაც თენგულაშ სუხუმსკი და მისი კლანის წევრები არ ეპუებიან.

"ახლა მთავარია, რით დასრულდება გუდაუთელი "პიზასა" და მისი მოწინააღმდეგე კლანის კიდევ ერთხელ გააქტიურება იმის დასამტკიცებლად, რომ აფხაზეთი, თავისი ბიზნესშემოსავლებით მათი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და ქვეყნიდან არაფერი გავიდეს.

აშკარაა, ბარცბა რისკავს, ვინაიდან ბოლო წლებში ისეთ პერსონებს დაუპირისპირდა, როგორიცაა, ალხაზ აგრბა, იგივე "ალხაზ გუდაუტსკი", თემურ გვასალია, იგივე "მაკოლია", თემურ ახუბა და თენგიზ ლაკერბაია, იგივე "თენგულიაშ სუხუმსკი"... ისინი ქართველ ე.წ. კანონიერი ქურდების კლანად ითვლებიან.

იმისთვის, რომ ბარცბამ თავისი გავლენები გაიმყაროს და ლიდერობა დაამტკიცოს შემოსავალი სჭირდება, ამ მხრივ კი, მას ზურგიდან უტევენ "თენგულიაშ სუხუმსკი" და მისი გუნდი, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან, როგორც საკურორტო სეზონის შემოსავლით, ასევე, აფხაზეთში ძალზე პოპულარული კრიპტოვალუტით, რის გამოც, მთელი ზამთრის განმავლობაში დენის გარეშე მოგვიწევს ყოფნა. ჩვენი ხელისუფლება კი ცდილობს ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის შუღლი ჩამოაგდოს და ასე დაასუსტოს ისინი, ან უფრო ძლიერის მხარე დაიკავოს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი დავით გუდაუთსკი.

"არც ერთი კრიმინალის მხარდამჭერი არ ვარ, საერთოდაც, ისეთ დროზე ვოცნებობ, როდესაც ყველანი ციხეში აღმოჩნდებიან, დაახლოებით, ისე, როგორც ეს სააკაშვილმა თავისი მმართველობის დასაწყისში გააკეთა, მაგრამ ბარცბას აშკარად მეტისმეტი მოსდის, ბარემ თავი აფხაზეთის უგვირგვინო, გვირგვინიან მეფედ გამოაცხადოს" - წერს აფხაზი სამოქალაქო აქტივისტი ვერა თხაგუში.