მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს... როგორი საყურებელია ეს დედისთვის?" - ბესიკ თამლიანის დედა
"მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს...  როგორი საყურებელია ეს დედისთვის?" - ბესიკ თამლიანის დედა

"მე თავ­ში ჩა­მარ­ტყეს, ჩემს შვილს ხელი იქით-აქეთ მო­კი­დეს და გა­ათ­რი­ეს, 50 პო­ლი­ცი­ე­ლი და­ე­სია და ფე­ხე­ბი ურტყეს, ძა­ლით შე­ტე­ნეს მან­ქა­ნა­ში, რო­გო­რი სა­ყუ­რე­ბე­ლია ეს დე­დის­თვის?" - ამის შე­სა­ხებ 29 ნო­ემ­ბერს და­კა­ვე­ბუ­ლი ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნის დე­დამ, რუ­სუ­დან თამ­ლი­ან­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მის­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო რომ გვქონ­დეს, მის შვილს გა­ა­მარ­თლებ­დნენ, ახლა კი არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ აქვს.

"სა­სა­მარ­თლოს დამ­თავ­რე­ბის და აქ­ცი­ის დაშ­ლის შემ­დეგ გა­და­ვე­დით ხიდ­ზე და იქ გა­დაც­მუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ, პო­ლი­ცი­ის ფორ­მა რომ სცმო­დათ კი­დევ მივ­ხვდე­ბო­დი, მე თავ­ში ჩა­მარ­ტყეს, ჩემს შვილს ხელი იქით-აქეთ მო­კი­დეს და გა­ათ­რი­ეს, 50 პო­ლი­ცი­ე­ლი და­ე­სია და ფე­ხე­ბი ურტყეს, ძა­ლით შე­ტე­ნეს მან­ქა­ნა­ში, რო­გო­რი სა­ყუ­რე­ბე­ლია ეს დე­დის­თვის. ცხრა თვე დავ­დი­ო­დი მის პრო­ცე­სე­ბე­ზე, იმე­დი მქონ­და გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტან­დნენ, მაგ­რამ ჯე­რაც არ არის და­ხუ­რუ­ლი. სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო რომ გვქონ­დეს მას გა­ა­მარ­თლებ­დნენ, ახლა კი არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ მაქვს რას გა­და­წყვეტს მო­სა­მარ­თლე”, - აღ­ნიშ­ნა რუ­სუ­დან თამ­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნი 29 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან და­ა­კა­ვეს. ის მან­და­ტუ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ჯი­ხუ­რის სა­ხუ­რავ­ზე იყო ასუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თამ­ლი­ა­ნი არ ჩა­მო­დი­ო­და, რის შემ­დე­გაც უკვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მისი ძა­ლით ჩა­მოყ­ვა­ნა სცა­დეს. მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353 მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ზე­წო­ლით, ძა­ლა­დო­ბით ან მუ­ქა­რით სა­ხელ­მწი­ფო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დამ­ცა­ვის მი­მართ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 2-დან 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თან, ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლია 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე და ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში 4 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ იმ­ყო­ფე­ბა. თამ­ლი­ანს ბრა­ლი ედე­ბა ჯგუ­ფურ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ძა­ლა­დო­ბა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა, ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მათ­ზე თავ­დას­ხმა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი 4-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zz
1

ქალბატონო რუსუდან კარგი იქნებოდა ვეფხვი და მოყმე წაგეკითხათ... თუმცა ვფიქრობ აზრი არ აქვს⌛გვიანიააა

ვახხხხ
2

მანდატურის ჯიხურზე რომ შეხტა, პოლიციას შეურაცყოფდა და იქ ტინგიცობდა, კარგი საყურებელი იყო??? აუუუ, ის კაცი რომ იყოს ქვეყნის მეთაური, რომელსაც შენ გულშემატკივრობდი, შენს შვილს დღის სინათლეს დიდი ხანი არ ანახებდნენ (ამას ახლაც იმსახურებს!!!!). 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს... როგორი საყურებელია ეს დედისთვის?" - ბესიკ თამლიანის დედა

"მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს...  როგორი საყურებელია ეს დედისთვის?" - ბესიკ თამლიანის დედა

"მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს ხელი იქით-აქეთ მოკიდეს და გაათრიეს, 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს, ძალით შეტენეს მანქანაში, როგორი საყურებელია ეს დედისთვის?" - ამის შესახებ 29 ნოემბერს დაკავებული ბესიკ თამლიანის დედამ, რუსუდან თამლიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლიანი სასამართლო რომ გვქონდეს, მის შვილს გაამართლებდნენ, ახლა კი არანაირი მოლოდინი არ აქვს.

"სასამართლოს დამთავრების და აქციის დაშლის შემდეგ გადავედით ხიდზე და იქ გადაცმული პოლიციელები მოვიდნენ, პოლიციის ფორმა რომ სცმოდათ კიდევ მივხვდებოდი, მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს ხელი იქით-აქეთ მოკიდეს და გაათრიეს, 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს, ძალით შეტენეს მანქანაში, როგორი საყურებელია ეს დედისთვის. ცხრა თვე დავდიოდი მის პროცესებეზე, იმედი მქონდა გამამართლებელ განაჩენს გამოუტანდნენ, მაგრამ ჯერაც არ არის დახურული. სამართლიანი სასამართლო რომ გვქონდეს მას გაამართლებდნენ, ახლა კი არანაირი მოლოდინი არ მაქვს რას გადაწყვეტს მოსამართლე”, - აღნიშნა რუსუდან თამლიანმა.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ის მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, თამლიანი არ ჩამოდიოდა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარედგინა, რაც ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება. თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.