სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალაძე ქვეყნის ენერგოსისტემის დამანგრეველი და ჩვენი ქალაქის ოკუპანტია" - დავით ჭიჭინაძე
"კალაძე ქვეყნის ენერგოსისტემის დამანგრეველი და ჩვენი ქალაქის ოკუპანტია" - დავით ჭიჭინაძე

"კა­ლა­ძე ქვეყ­ნის ენერ­გო­სის­ტე­მის და­მან­გრე­ვე­ლი და ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ოკუ­პან­ტია" - ამის შე­სა­ხებ "ტრი­ბუ­ნას“ ლი­დერ­მა, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მერი მხო­ლოდ ფუ­ლის კე­თე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

"დღეს თუ ჩვენ არ ვართ ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი, სწო­რედ კა­ლა­ძის და მისი იმ საძ­მოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ვინც კა­ლა­ძის მი­ნის­ტრო­ბის დროს, ამ თე­მებ­ში ხელს აფა­თუ­რებ­დნენ და ქვეყ­ნის ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა­ზე კი არა, ენერ­გო გა­უ­ბე­დუ­რე­ბა­ზე ზრუ­ნავ­დნენ.

მე­რი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბას რაც ეხე­ბა, აქაც მხო­ლოდ ფუ­ლის კე­თე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, იმი­ტო­მაც არის ქა­ლა­ქი ცალ­კეა და ფული ცალ­კე.

ზო­გა­დად კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავს ისე­თი, ვის­თვის არც ცნე­ბა ოკუ­პან­ტი არ­სე­ბობს და არც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი. მათ მხო­ლოდ ის ადარ­დებთ, ვის შე­იძ­ლე­ბა "მო­არ­გონ" ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, რაც შე­იძ­ლე­ბა სარ­ფი­ა­ნად, კარ­გი დი­ვი­დენ­დე­ბი რომ მი­ი­ღონ. ამი­ტომ, არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მომ­ჩი­ვან მხა­რე­ებ­თან გა­რი­გე­ბუ­ლიც კი იყოს, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ასე მას­შტა­ბუ­რად აგებ­დეს სა­სა­მარ­თლო­ებს კომ­პა­ნი­ებ­თან, მგო­ნი მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. თავ­მოყ­ვა­რე სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის ინ­ტე­რე­სებს რო­დე­საც იცავს, ისეთ ვა­ლებ­საც კი არ იხ­დის, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლია. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი კი, უკ­რა­ი­ნაა,

"ინ­ტერ-რაოც" არ შე­მო­სუ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სით. ეს კა­ლა­ძის და ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რო­გორც ჩანს, სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებს და ფუ­ლის კე­თე­ბას დაჰ­პირ­დნენ, რად­გან სწო­რედ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ლო­ბი­რებ­და ად­რეც და ახ­ლაც ამ კომ­პა­ნი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ყოფ­ნას.

მოკ­ლედ, რად­გან კა­ლა­ძის, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრო­ბის დრო­ინ­დე­ლი, არა ერთი სკან­და­ლუ­რი შემ­თხვე­ვა გვახ­სოვს, რად­გან ქვე­ყა­ნას კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ზა­რა­ლი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი და ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი, მუდ­მი­ვად ეწი­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის და ჩხარ­ტიშ­ვი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს, ეს საქ­მე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი უნდა აღიძ­რას და და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­ხელ­მწი­ფოს ასეთ გა­კოტ­რე­ბა­ში და ოკუ­პა­ცი­ა­ში ფი­გუ­რი­რებს”, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზეწვია
0

შენ ხომ ხარ ამშენებელი! სულ გადაიჭერი შუბლზე ძარღვი?

ბენდუქა
0

ჭიჭინა ჭრიჭინა გაჩუმდი ერთი რა კაცუნა ))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"კალაძე ქვეყნის ენერგოსისტემის დამანგრეველი და ჩვენი ქალაქის ოკუპანტია" - დავით ჭიჭინაძე

"კალაძე ქვეყნის ენერგოსისტემის დამანგრეველი და ჩვენი ქალაქის ოკუპანტია" - დავით ჭიჭინაძე

"კალაძე ქვეყნის ენერგოსისტემის დამანგრეველი და ჩვენი ქალაქის ოკუპანტია" - ამის შესახებ "ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერი მხოლოდ ფულის კეთებითაა დაკავებული.

"დღეს თუ ჩვენ არ ვართ ენერგოდამოუკიდებლები, სწორედ კალაძის და მისი იმ საძმოს დამსახურებაა, ვინც კალაძის მინისტრობის დროს, ამ თემებში ხელს აფათურებდნენ და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე კი არა, ენერგო გაუბედურებაზე ზრუნავდნენ.

მერიაში საქმიანობას რაც ეხება, აქაც მხოლოდ ფულის კეთებითაა დაკავებული, იმიტომაც არის ქალაქი ცალკეა და ფული ცალკე.

ზოგადად კი, ხელისუფლება გვყავს ისეთი, ვისთვის არც ცნება ოკუპანტი არსებობს და არც სახელმწიფო ინტერესი. მათ მხოლოდ ის ადარდებთ, ვის შეიძლება "მოარგონ" ჩვენი სახელმწიფო, რაც შეიძლება სარფიანად, კარგი დივიდენდები რომ მიიღონ. ამიტომ, არც იმას გამოვრიცხავ, "ოცნების" ხელისუფლება მომჩივან მხარეებთან გარიგებულიც კი იყოს, რადგან სახელმწიფო ასე მასშტაბურად აგებდეს სასამართლოებს კომპანიებთან, მგონი მარტო საქართველოში ხდება. თავმოყვარე სახელმწიფო თავის ინტერესებს როდესაც იცავს, ისეთ ვალებსაც კი არ იხდის, რომელიც აღიარებულია. ამის საუკეთესო მაგალითი კი, უკრაინაა,

"ინტერ-რაოც" არ შემოსულა საქართველოში თავისით. ეს კალაძის და ვანო ჩხარტიშვილის დამსახურებაა. როგორც ჩანს, სასათბურე პირობებს და ფულის კეთებას დაჰპირდნენ, რადგან სწორედ ჩხარტიშვილი ლობირებდა ადრეც და ახლაც ამ კომპანიის საქართველოს ბაზარზე ყოფნას.

მოკლედ, რადგან კალაძის, ენერგეტიკის მინისტრობის დროინდელი, არა ერთი სკანდალური შემთხვევა გვახსოვს, რადგან ქვეყანას კატასტროფული ზარალი აქვს მიყენებული და სახელმწიფოს ინტერესები და ასეულობით მილიონი, მუდმივად ეწირება კონკრეტული ჯგუფების და ჩხარტიშვილების ინტერესებს, ეს საქმეები აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული, სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოს ასეთ გაკოტრებაში და ოკუპაციაში ფიგურირებს”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.