"ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო - ახლო მომავალს იმედიანად ვუყურებ" - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე პოლიტიკაზე არ უსაუბრია.
"სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა ფსიქოლოგიურად არის ფორმაში და აქვს სურვილი, რომ დაესწროს სასამართლო პროცესს და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო და ზოგადად, ახლო მომავალს იმედიანად ვუყურებ“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.