მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე "მწვანე პასპორტებზე"?
"ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე "მწვანე პასპორტებზე"?

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს არ ელის, რომ დღე­ი­დან ე.წ "მწვა­ნე პას­პორ­ტის“ ამოქ­მე­დე­ბა ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დამ­ტეხ ცვლი­ლე­ბას შე­ი­ტანს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ასე­ვე არ იზი­ა­რებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებს "მწვა­ნე სტა­ტუ­სი“ მუდ­მი­ვად ექ­ნე­ბათ.

"რომ გი­თხრათ, ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნი მაქვს, ეს ასე არ არის. აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის არა­საკ­მა­რი­სია, ისე­ვე, რო­გორც არა­საკ­მა­რი­სი იყო პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე. ამი­ტომ, არ მგო­ნია, ამან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნოს, მაგ­რამ ერთი ფაქ­ტო­რი მა­ინც იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის შემ­ცი­რე­ბას და იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი, ერთ-ერთი სტი­მუ­ლი იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უფრო მეტ­მა ნა­წილ­მა ჩა­ი­ტა­როს აცრა.

აქვე იქ­ნე­ბა ალ­ბათ, კი­თხვა იმის თა­ო­ბა­ზე, რო­გორ ვუ­ყუ­რებ იმას, რომ ყვე­ლა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილს "მწვა­ნე პას­პორ­ტი“ ეძ­ლე­ვა. ეს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მაა, რომ ყვე­ლა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილს თა­ნაბ­რად აძ­ლევს "მწვა­ნე პას­პორ­ტს“, რად­გან კო­ვი­დის გა­და­ტა­ნი­დან იმუ­ნი­ტე­ტი 6 თვე გრძელ­დე­ბა. მათ, ვი­თაც კო­ვი­დი ბოლო 6 თვე­ში აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, მათ უნდა მი­ე­ცეთ "მწვა­ნე პას­პორ­ტი“, ასეა სხვა ქვეყ­ნებ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ნე­ბა ორი კო­ვიდ­პას­პორ­ტი, ერთი უცხო­ე­ლე­ბის­თვის, სა­დაც ბოლო 6 თვის კო­ვი­დი ჩა­ით­ვლე­ბა და მე­ო­რე, შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის, სა­დაც ყვე­ლა კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ჩა­ით­ვლე­ბა, ეს სწო­რი არ არის და იმე­დი მაქვს, ამას გა­მო­ას­წო­რე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატა
0

რა გვეშველება? გვიშველის ეს აცრა საერთოდ? პანდემია მაინც მართეთ რა,ცოტა ნორმალურად. ვაგვაშხამებენ ახლა ახალ წელსაც. ბოლობოლო ის მაინც გვითხარით ?, როდის სვიცრათ კორონა გადატანილები? ექვსი თვის შემდეგ? თუ როდის? თუ ანტისხეულები უნდა გაისინჯო ჯერ? ერთი გადაცემს მოაწყვეთ და გაგვაგებინეთ. ვინც აიცრა ზოგი ერთმა თქვა რომ ჯირკვალი გამოუვიდათ? ეს მაინც გაგვაგებინეთ. 

ბიძინამ თქვა-დაიჯერეთ?
4

"ღარიბაშვილს თუ დააბარებ რამეს,თორემ ისე დამოუკიდებლად საქმეს წაახდენსო" თქვა ბიძინამ,მაგრამ შეიგნო საკოორდინაციო საბჭომ? არა, ამიტომაცაა ამდენი მსხვრეპლი,მაგის ჭკუაზე რომ დადიოდით. 2% იანი იმუნიზაციის დროს როგორ გახსენით საზღვრები? ისრაელმა 1 თვის დაგვიანებით გახსნა 58 %იანი იმუნიზაციის დროს.იმიტომაც გვყავს 10 მილიონ ისრაელზე 3 923 ით მეტი გარდაცვლილი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე "მწვანე პასპორტებზე"?

"ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე "მწვანე პასპორტებზე"?

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს არ ელის, რომ დღეიდან ე.წ "მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე არ იზიარებს გადაწყვეტილებას, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებს "მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნებათ.

"რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ეს ასე არ არის. აღსრულების მექანიზმი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის არასაკმარისია, ისევე, როგორც არასაკმარისი იყო პირბადის ტარებაზე. ამიტომ, არ მგონია, ამან ძალიან სერიოზული გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების ზრდის შემცირებას და იქნება დამატებითი, ერთ-ერთი სტიმული იმისთვის, რომ მოსახლეობის უფრო მეტმა ნაწილმა ჩაიტაროს აცრა.

აქვე იქნება ალბათ, კითხვა იმის თაობაზე, როგორ ვუყურებ იმას, რომ ყველა კოვიდგადატანილს "მწვანე პასპორტი“ ეძლევა. ეს საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევს "მწვანე პასპორტს“, რადგან კოვიდის გადატანიდან იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება. მათ, ვითაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვს გადატანილი, მათ უნდა მიეცეთ "მწვანე პასპორტი“, ასეა სხვა ქვეყნებში. საქართველოს ექნება ორი კოვიდპასპორტი, ერთი უცხოელებისთვის, სადაც ბოლო 6 თვის კოვიდი ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის, სადაც ყველა კოვიდგადატანილი ჩაითვლება, ეს სწორი არ არის და იმედი მაქვს, ამას გამოასწორებენ“, - განაცხადა ცერცვაძემ.