სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც ვეწეოდი, ერთ დღეში გადავაგდე... სანქცია არის პატარა "ეკონომიკური ალიყური" - ლადო კახაძე ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე
"მეც ვეწეოდი, ერთ დღეში გადავაგდე... სანქცია არის პატარა "ეკონომიკური ალიყური" - ლადო კახაძე ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე

პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, დე­პუ­ტატ ლადო კა­ხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის­თვის სან­ქცია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის პა­ტა­რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ალი­ყუ­რია, რო­მელ­საც არ მი­ი­ღე­ბენ, თუ წესს არ და­არ­ღვე­ვენ. ამის შე­სა­ხებ მან ორი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც კა­ნონ­მდებ­ლე­ბი ტაქ­სი­ში მო­წე­ვის აკ­რძალ­ვა­ზე მსჯე­ლობ­დნენ.

"2017 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში თამ­ბა­ქოს აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ამოქ­მედ­და, თქვენ ვერ ნა­ხავთ ვინ­მეს, ვინც და­ხუ­რულ შე­ნო­ბა­ში თამ­ბა­ქოს ეწე­ვა. შიგ­ნით გა­უჯ­და უკვე ადა­მი­ანს ეს. ქარ­თველ­მა იგ­რძნო ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. თქვენ ვერ ნა­ხავთ, რომ სა­მას­პინ­ძე­ლო ბიზ­ნე­სის რო­მე­ლი­მე ად­გი­ლას, სას­ტუმ­რო იქ­ნე­ბა, რეს­ტო­რა­ნი, სად­მე ვინ­მე ეწე­ო­დეს და გახ­სოვთ, ხომ რო­გო­რი შე­მო­ტე­ვა იყო, ბიზ­ნე­სი ჩა­ვარ­დე­ბაო?! ტუ­რის­ტე­ბი მად­ლო­ბას გვე­უბ­ნე­ბი­ან, სუფ­თა გა­რე­მო­ში ვართ ის პე­რი­ო­დი, რაც თქვენ­თან ვარ­თო. რამ­დე­ნი გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა გა­დარ­ჩა და­ა­ვა­დე­ბას, რამ­დე­ნი გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფაქ­ტი ავი­ცი­ლეთ, ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტი ავი­ცი­ლეთ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი თან­ხმო­ბის შე­დე­გია.

წე­ლი­წად­ში მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1%-ით იკ­ლებს, ეს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ციფ­რია, ეს არის მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ერ­თმა ჩემ­მა ახ­ლო­ბელ­მა 360 ლარს ვხარ­ჯავ თვე­ში თამ­ბა­ქო­ზეო, ეს პენ­სი­ა­ზე მე­ტია. 360 ლა­რად ყი­დუ­ლობს სიკ­ვდილს. 360 ლარი რომ გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ ხა­ჭო­ზე, C ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვლელ პრო­დუქტზე, ხორ­ცზე, ხილ­ზე. 360 ლარი ერთ ადა­მი­ან­ზე, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გორ წინ წავა ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა და რო­გორ სწო­რად? და გარ­და ამი­სა, ის ფული გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ დას­ვე­ნე­ბა­სა და სპორ­ტულ გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რამ­ხე­ლა რე­სურ­სი გვე­მა­ტე­ბა? ის კარ­გი და საღი პრო­დუქ­ტის რეკ­ლა­მა­ში ჩა­ი­დე­ბა. ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის მო­ტი­ვა­ტო­რი გახ­დე­ბა. ეს ფული და­ი­ხარ­ჯე­ბა, იქ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი ფული, არა მოკ­ვდი­ნე­ბის­თვის, ტყუ­ი­ლი შე­თა­ვა­ზე­ბის ფული, არა­მედ კარ­გი საქ­მის­თვის. მეც ვე­წე­ო­დი, დიდ რა­ო­დე­ნო­ბას, ერთ დღე­ში გა­და­ვაგ­დე, გო­ნე­ბით. ადრე ექი­მი ვი­ყა­ვი და რჩე­ვას ვაძ­ლევ­დი, ახლა რო­გორც კა­ნონ­მდე­ბე­ლი ვეხ­მა­რე­ბი მწე­ველს გა­ა­და­აგ­დოს თამ­ბა­ქო. და სან­ქცი­აც არის პა­ტა­რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ალი­ყუ­რი,“- გა­ნა­ცხა­და ლადო კა­ხა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეც!
0

23 წელი ვეწეოდი. ერთ დღეს ვთქვი: მორჩა, არასოდეს აღარ მოვწევ-მეთქი და შევასრულე. მეტიც: ხანდახან მესიზმრება, თითქოს ვეწევი და სიზმარშიც კი გაღიზიანებული ვარ - არ მსიმოვნებს და რატომ ვეწევი-მეთქი!..

ნანა
1

ყველა პარლამენტში არის ჯგუფი, რომელსაც ფულს უხდიან იმაში, არააქტუალური საკითხები აპიაროს და დიდი პრობლემებიდან ხალხის ყურადღება გადაიტანონ, ასეთი იყო გუგული ეხლა ამ თამადაკაცს უხდიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მეც ვეწეოდი, ერთ დღეში გადავაგდე... სანქცია არის პატარა "ეკონომიკური ალიყური" - ლადო კახაძე ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე

"მეც ვეწეოდი, ერთ დღეში გადავაგდე... სანქცია არის პატარა "ეკონომიკური ალიყური" - ლადო კახაძე ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დეპუტატ ლადო კახაძის განცხადებით, თამბაქოს მოწევისთვის სანქცია, მოქალაქეებისთვის პატარა ეკონომიკური ალიყურია, რომელსაც არ მიიღებენ, თუ წესს არ დაარღვევენ. ამის შესახებ მან ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონმდებლები ტაქსიში მოწევის აკრძალვაზე მსჯელობდნენ.

"2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც დახურულ სივრცეში თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონი ამოქმედდა, თქვენ ვერ ნახავთ ვინმეს, ვინც დახურულ შენობაში თამბაქოს ეწევა. შიგნით გაუჯდა უკვე ადამიანს ეს. ქართველმა იგრძნო ეს პასუხისმგებლობა. თქვენ ვერ ნახავთ, რომ სამასპინძელო ბიზნესის რომელიმე ადგილას, სასტუმრო იქნება, რესტორანი, სადმე ვინმე ეწეოდეს და გახსოვთ, ხომ როგორი შემოტევა იყო, ბიზნესი ჩავარდებაო?! ტურისტები მადლობას გვეუბნებიან, სუფთა გარემოში ვართ ის პერიოდი, რაც თქვენთან ვართო. რამდენი გულსისხლძარღვთა სისტემა გადარჩა დაავადებას, რამდენი განმეორებითი ინფაქტი ავიცილეთ, ჰემორაგიული ინსულტი ავიცილეთ და ეს ყველაფერი ჩვენი ერთობლივი თანხმობის შედეგია.

წელიწადში მწეველთა რაოდენობა 1%-ით იკლებს, ეს მოკრძალებული ციფრია, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ერთმა ჩემმა ახლობელმა 360 ლარს ვხარჯავ თვეში თამბაქოზეო, ეს პენსიაზე მეტია. 360 ლარად ყიდულობს სიკვდილს. 360 ლარი რომ გადავანაწილოთ ხაჭოზე, C ვიტამინის შემცვლელ პროდუქტზე, ხორცზე, ხილზე. 360 ლარი ერთ ადამიანზე, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ წინ წავა ჩვენი ჯანმრთელობა და როგორ სწორად? და გარდა ამისა, ის ფული გადავანაწილოთ დასვენებასა და სპორტულ გაჯანსაღებაზე. წარმოგიდგენიათ რამხელა რესურსი გვემატება? ის კარგი და საღი პროდუქტის რეკლამაში ჩაიდება. ცხოვრების ჯანსაღი წესის მოტივატორი გახდება. ეს ფული დაიხარჯება, იქნება ღირსეული ფული, არა მოკვდინებისთვის, ტყუილი შეთავაზების ფული, არამედ კარგი საქმისთვის. მეც ვეწეოდი, დიდ რაოდენობას, ერთ დღეში გადავაგდე, გონებით. ადრე ექიმი ვიყავი და რჩევას ვაძლევდი, ახლა როგორც კანონმდებელი ვეხმარები მწეველს გაადააგდოს თამბაქო. და სანქციაც არის პატარა ეკონომიკური ალიყური,“- განაცხადა ლადო კახაძემ.