სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში დღეიდან "მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა
საქართველოში დღეიდან "მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ი­დან "მწვა­ნე პას­პორ­ტი“ ამოქ­მედ­და. მო­ქა­ლა­ქეს მწვა­ნე სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ის აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­დან ერთ-ერთს: არის სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი; გა­და­ტა­ნი­ლი აქვს Covid-19 და ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბი­დან გა­სუ­ლია 14 დღე; ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 72-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის PCR ტეს­ტი; ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 24-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის ან­ტი­გენ ტეს­ტი.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პან­დე­მი­ის ეფექ­ტუ­რი მარ­თვი­სა და ბიზ­ნე­სი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ სერ­ვი­სე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­ღე­ბა-მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შექ­მნი­ლია ორი სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

CovidPass Georgia აპ­ლი­კა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ ნე­ბის­მი­ერ პირს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, ისე უცხო­ელ ვი­ზი­ტორს. აღ­ნიშ­ნუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შეს­ვლი­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბის მიზ­ნით.

სა­ზღვარ­გა­რეთ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პირი (უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რი ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე), სა­ზღვარ­ზე შე­მოს­ვლი­სას წა­რად­გენს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ცნო­ბას ან PCR ტეს­ტის ნე­გა­ტი­ურ პა­სუხს. სა­ზღვრის კვე­თის შემ­დეგ, პირს შე­ეძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად და­რე­გის­ტრირ­დეს CovidPass Georgia აპ­ლი­კა­ცი­ა­ში და ის შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეძ­ლებს შე­სა­ბა­მის სივ­რცე­ებ­ში შეს­ვლას და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბას.

აპ­ლი­კა­ცია Georgia e-Health გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო მგზავ­რო­ბის­თვის და უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეს­ვლას ევ­რო­კავ­ში­რის ციფ­რუ­ლი კო­ვიდ-სერ­ტი­ფი­კა­ტის სის­ტე­მა­ში ჩარ­თულ 51 ქვე­ყა­ნა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი "მწვა­ნე პას­პორ­ტით“ შეს­ვლას შეძ­ლე­ბენ შემ­დეგ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში: სას­ტუმ­რო­ე­ბი და გან­თავ­სე­ბის სხვა ობი­ექ­ტე­ბი, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი (რეს­ტორ­ნე­ბის, კა­ფე­ე­ბის, ბა­რე­ბის ღია და და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი, მათ შო­რის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში არ­სე­ბუ­ლი), კი­ნო­თე­ატ­რე­ბი, თე­ატ­რე­ბი, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი, ოპე­რა, გა­სარ­თო­ბი ობი­ექ­ტე­ბი, სა­მო­რი­ნე­ე­ბი და სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს ობი­ექ­ტე­ბი, სპა ცენ­ტრე­ბი და ფიტ­ნეს დარ­ბა­ზე­ბი, სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის სა­ბა­გი­რო­ე­ბი.

"მო­ნი­ტო­რინგს, შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი, შსს-ს და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო.

ობი­ექ­ტზე მწვა­ნე სტა­ტუ­სის არმ­ქო­ნე პი­რის დაშ­ვე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. წე­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში სან­ქცია იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის­თვის შე­ად­გენს 10,000 ლარს, ინდ. მე­წარ­მის­თვის - 2,000 ლარს. სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მოხ­დე­ბა ობი­ექ­ტის და­ლუქ­ვა.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის მი­მარ­თეთ ცხელ ხა­ზის შემ­დეგ ნომ­რებს- 1505, 144, 1522 და ასე­ვე, ეწ­ვი­ეთ ვებ-გვერდს - https://www.provax.ge/“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

საქართველო
4

ყველაზე (აზრიანია),თუ ვირუსი გაქვს გადატანილი----თუნდაც 2 წლის წინ--------საქართველოა,,,რააა:::

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

საქართველოში დღეიდან "მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა

საქართველოში დღეიდან "მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა

საქართველოში დღეიდან "მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.

საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს. საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.

აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები "მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

"მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.

ობიექტზე მწვანე სტატუსის არმქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2,000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ცხელ ხაზის შემდეგ ნომრებს- 1505, 144, 1522 და ასევე, ეწვიეთ ვებ-გვერდს - https://www.provax.ge/“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.