ავტორი:

რა ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს ჯანმო, მოგზაურობასთან დაკავშირებით, კორონავისრუსის ახალი ვარიანტის, "ომიკრონის“ გავრცელების გამო?

რა ახალ რეკომენდაციებს ავრცელებს ჯანმო, მოგზაურობასთან დაკავშირებით, კორონავისრუსის ახალი ვარიანტის, "ომიკრონის“ გავრცელების გამო?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე სადღესასწაულო სეზონზე საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, რეკომენდაციებით მიმართავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სანამ კორონავირუსის ახალი, "ომიკრონ“ ვარიანტის შესახებ სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს ის, კორონავირუსის მიმართ დაუცველმა ადამიანებმა, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის პირებმა, მოგზაურობა უნდა გადადონ.

"პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ და დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები ან თანმხლები დაავადებების მქონე პირები (მაგ. გულის დაავადება, კიბო და დიაბეტი) უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მგზავრობა იმ ადგილებში, სადაც საზოგადოებაში ვირუსის გავრცელება ხდება“, - ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია, "ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევების მსოფლიოს კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში დაფიქსირება.

"ჯანმო ყურადღებით აკვირდება Omicron-ის ვარიანტის გავრცელებას და მიმდინარეობს კვლევები ამ მუტაციების შესახებ მეტის გასაგებად და მათი გავლენის შესახებ გადაცემაზე, ვირულენტობაზე, დიაგნოსტიკაზე, თერაპიულ საშუალებებსა და ვაქცინებზე.