ავტორი:

"მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ... მკვლელები აღარ მაინტერესებს" - ზაზა სარალიძე

"მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ... მკვლელები აღარ მაინტერესებს" - ზაზა სარალიძე

"პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს" - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა ეს პოზიცია ბოლო სასამართლო პროცესზეც დააფიქსირა.

მისი თქმით, საკუთარი შვილის მკვლელებს უკვე აპატია.

"ესეიგი რადგან მკვლელები დაიჭირეს, აღარ უნდა გამოვიდე არსად ხო? რადგან აქციებიდან წავედი და მეორე შვილის გადარჩენაზე ვიზრუნე, გამყიდველი ვარ? ვაი თქვენს პატრონს. ზუსტად ამის მსხვერპლია ჩემი შვილი, ამ ზიზღმა მოკლა ჩემი შვილი.

მე დღეს ის ბიჭები მეცოდებიან ყველა. ბოლო სასამართლოზეც დავაფიქსირე და ახლაც ვიტყვი. პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა, ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, რომ 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიოო. დღესვე ვაპატიებ, რატომ უნდა ვიტანჯო 15 წელი თავი.

განა ის ბავშვები არ მეცოდებიან. ეს მე ბოლო სასამართლოზეც დავაფიქსირე, გამოუშვან კალანდიაც, გამოუშვან ეს ბიჭიც. სიმართლე ითქვა და მკვლელები აღარ მაინტერესებს. მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვრეთ, ფხაკაძეს, გუგუშვილს და ფიფას, სანამ ცოცხალი ვიქნები არ ვაპატიებ" - აღნიშნა სარალიძემ.