მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ საქართველოსა და უკრაინის დახმარების შანსი გაგვიჩნდა, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
"ჩვენ საქართველოსა და უკრაინის დახმარების შანსი გაგვიჩნდა, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრი­ტა­ნულ ჟურ­ნალ "სპექთე­ი­თორ­ში" (The Spectator) გა­მოქ­ვეყ­ნდა ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის მარკ გა­ლე­ო­თის სტა­ტია, საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი სა­თა­უ­რით: "ბრი­ტა­ნე­თის ვალი შავი ზღვის მი­მართ“, რო­მელ­შიც ავ­ტო­რი გან­მარ­ტავს, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოს დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა შავი ზღვის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ვა­რი­ანტს:

რუ­სე­თის ჯა­რის ნა­წი­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან არი­ან თავ­მოყ­რი­ლი, შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში კი მღელ­ვა­რე­ბა იგ­რძნო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს მო­ეჩ­ვე­ნოს, რომ ბრი­ტა­ნე­თის­გან შორს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი იმ დროს, როცა ლონ­დო­ნი ინ­დო­ეთ-წყნა­რი ოკე­ნა­ის რე­გი­ო­ნის­კენ არის მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი, ჩვენ­თვის, ბრი­ტა­ნე­ლე­ბი­სათ­ვის, შავი ზღვა დიდ როლს არ ას­რუ­ლებს, აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ არის, მაგ­რამ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­ში ყვე­ლა მოვ­ლე­ნას უფრო მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვიდ­რე ჩვენ გვგო­ნია. შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია ბრი­ტა­ნე­თი­სათ­ვის გან­სა­ზღვრულ პერ­სპექ­ტი­ვებს ქმნის.

შავი ზღვის რე­გი­ო­ნი ამ­ჟა­მად დიდი რის­კის წი­ნა­შე დგას: არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ის რა­ღაც ანარ­ქის­ტულ სივ­რცედ გა­და­იქ­ცეს, რო­მელ­შიც რუ­სე­თი იქ­ნე­ბა დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით კი ვა­კუ­უ­მი იარ­სე­ბებს.

იმის ნაც­ვლად, რომ შავი ზღვის რე­გი­ო­ნი შო­რე­ულ პე­რი­ფე­რი­ად, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში კი "ევ­რო­პის ფლან­გად“ ჩავ­თვა­ლოთ, უფრო რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ის ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის შო­რის არ­სე­ბულ ცენ­ტრა­ლურ კა­რიბ­ჭედ მი­ვიჩ­ნი­ოთ. უფრო მე­ტიც - ევრო-ატ­ლან­ტი­კურ და ინ­დო­ეთ-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნებს შო­რის.

აი, სად თა­მაშ­დე­ბა დიდი მოვ­ლე­ნე­ბი, სად უნდა იდ­გეს დიდი ბრი­ტა­ნე­თი და სად უნდა იყოს მისი ინ­ტე­რე­სე­ბი. ის, ვინც შავ ზღვას აკონ­ტრო­ლებს, მის­თვის ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა ძა­ლის პრო­ექ­ცია აღ­მო­სავ­ლეთ ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რეთ­ში. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ მსოფ­ლიო სა­ზღვაო ვაჭ­რო­ბის 12% სუ­ე­ცის არ­ხის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა. ჩვე­ნი სა­მე­ფო ფლო­ტი რომ მოკ­ლე გზით ინ­დო­ეთ-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ჩვენს ბა­ზებ­ში მოხ­ვდეს, მას სუ­ე­ცის არხში გავ­ლა სჭირ­დე­ბა. ასე რომ, აღ­მო­სავ­ლეთ ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რეთ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ჩვე­ნი საზ­რუ­ნა­ვი უნდა იყოს.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სათ­ვის ამ რე­გი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჩნდე­ბა. მარ­თა­ლია, უკ­რა­ი­ნაც და სა­ქარ­თვე­ლოც ნა­ტოს წევ­რო­ბი­სა­კენ ის­წრა­ფი­ან, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ისე­თია, რომ მათი ალი­ან­სში მი­ღე­ბა თუ მოხ­დე­ბა, ისიც მხო­ლოდ ძა­ლი­ან გვი­ან. მა­ნამ­დე კი ორი­ვე ქვე­ყა­ნას თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბის ძი­ე­ბა ჭირ­დე­ბათ. დიდი ბრი­ტა­ნე­თი უკვე მო­ნა­წი­ლე­ობს უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა­ში, უკვე გაწ­რთვნი­ლია 21 ათა­სი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. რაც შე­ე­ხე­ბა ია­რაღს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კი­ევს ძი­რი­თა­დად ია­რაღს ამე­რი­კა აწ­ვდის, მაგ­რამ ვა­შინგტონს არც ლონ­დო­ნი არ ჩა­მორ­ჩე­ბა - უკ­რა­ი­ნამ უკვე მი­ი­ღო Brimstone-ს ტი­პის რა­კე­ტე­ბი, სამ­ხედ­რო ტრა­ლე­რე­ბი და სხვა ტავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მე­ბი

არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტი­ა­ნია ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი და ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სეთ­მა ეს შე­უძ­ლია პრო­ვო­კა­ცი­ად მი­იჩ­ნი­ოს. კაც­მა რომ თქვას, თვი­თონ კრემ­ლიც უარს არ ამ­ბობს მსგავს მე­თო­დებ­ზე - ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი - როცა მოს­კო­ვი ღია ფორ­მით რა­ი­მეს ვერ მო­ი­პო­ვებს, მა­შინ ის მიზ­ნის მიღ­წე­ვას სა­ი­დუმ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცდი­ლობს.

ჩვენს კონ­ტრდაზ­ვერ­ვას (MI5) და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნულ ცენ­ტრს (GCHQ) მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცია აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლი­ათ უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ თა­ვი­ან­თი დახ­მა­რე­ბა გა­ა­ფარ­თო­ონ - გა­ნამ­ტკი­ცონ მათი თავ­დაც­ვი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი, რო­გორც კონ­ტრდაზ­ვერ­ვის, ასე­ვე კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ებ­ში. ორი­ვე ქვე­ყა­ნა ხომ რე­გუ­ლა­რად ხდე­ბა კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის ობი­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ამ­ტკი­ცე­ბენ, რუ­სე­თი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დიდ ბრი­ტა­ნეთს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ე.წ. "სა­ხელ­მწი­ფოს დის­კურ­სი­ულ მარ­თვა­შიც“, რო­მე­ლი­მე სა­კი­თხის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღ­ქმი­სა და შე­ფა­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც. ლონ­დო­ნის მხრი­დან კი­ე­ვი­სა და თბი­ლი­სი­სათ­ვის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა: მოს­კო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ შავი ზღვის რე­გი­ო­ნი - "ახლო სა­ზღვარ­გა­რე­თის“ სა­ხით - მისი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როა, მაგ­რამ ჩვენ ამ დახ­მა­რე­ბით უფრო მე­ტად უნდა წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ შავი ზღვის რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბიც, ხელი შე­ვუ­წყოთ მათი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გან­მტკი­ცე­ბას და კრემლს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ რუ­სე­თი შა­ვი­ზღვის­პი­რა მხო­ლოდ ერთ-ერთი ქვე­ყა­ნაა და რომ სხვებ­საც აქვთ თა­ვი­ან­თი კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი. ანუ დიდი ბრი­ტა­ნე­თი თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით უნდა ეცა­დოს წინ აღუდ­გეს მოს­კო­ვის მტკი­ცე­ბას, რომ შავი ზღვა "რუ­სე­თის შიდა ტბას“ წარ­მო­ად­გენს.

ცხა­დია, საქ­მე ისე არ უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ თით­ქოს­და დიდი ბრი­ტა­ნე­თი ძველ ტრა­დი­ცი­ებს და­უბ­რუნ­დე­ბა - "გლო­ბა­ლურ იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი თა­მა­შე­ბის“ ეპო­ქას, შავი ზღვის რე­გი­ო­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით (დიდი ბრი­ტა­ნე­თი 1853-56 წლებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და "ყი­რი­მის ომში“ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლის დრო­საც რამ­დე­ნი­მე ათა­სი ინ­გლი­სე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა - მთარ­გმნ. შე­ნიშ­ვნა). უბ­რა­ლოდ, უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ იქ რაც ხდე­ბა, ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს: ყვე­ლას უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ლონ­დო­ნი მხო­ლოდ რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლი­ზე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის შან­სი გაგ­ვიჩ­ნდა, რაც ხე­ლი­დან არ უნდა გა­ვუშ­ვათ. დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა უნდა და­იც­ვას ორი­ვე ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და მათ გვერ­დით და­უდ­გეს ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვის დროს.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
8

იმიერ და ამიერ კავკასია დიდი ბრიტანეთივით უნდა იყოს გაერთიანებული სამეფოები დედაქალაქით თბილისში , ტახტზე ბაგრატიონით და მეფისნაცვალი ერისთავებით თითოეულ სამეფოში , მოიძებნებიან იქაც ! სუეცის არხივით საერთაშორისო თანამშრომლობის დაცული არეალის სტატუსით უნდა იყოს და და ამ მშვიდობის გარანტად კონვენციით შეკრული ზესახელმწიფოები უნდა იყონ გარანტები , როგორც სუეცის შემთხვევაში , უბრალოდ მშრალი სრუტე იქნება ორ ზღვას შუა , ზესახელმწიფოების გარანტიით მშვიდობიანი , შიგნითაც მოვრიგდებით !

გიორგი
14

,,ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის შან­სი გაგ­ვიჩ­ნდა, რაც ხე­ლი­დან არ უნდა გა­ვუშ­ვათ" -ო, ანუ გამოვიყენოთ უკრაინა და საქართველო ჩვენი ტრადიციული იმპერიული მიზნების მისაღწევადო, ამაზეა ლაპარაკი, თორემ სულაც ქუსლზე ჰკიდია ბრიტანეთს ორივე ეს ქვეყანა, მათი გულისთვის რუსულ ბომბებს თავს არ შეუშვერენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ჩვენ საქართველოსა და უკრაინის დახმარების შანსი გაგვიჩნდა, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

"ჩვენ საქართველოსა და უკრაინის დახმარების შანსი გაგვიჩნდა, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანულ ჟურნალ "სპექთეითორში" (The Spectator) გამოქვეყნდა ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის მარკ გალეოთის სტატია, საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით: "ბრიტანეთის ვალი შავი ზღვის მიმართ“, რომელშიც ავტორი განმარტავს, თუ რა უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის, რუსეთის წინააღმდეგ.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

რუსეთის ჯარის ნაწილები უკრაინის საზღვრებთან არიან თავმოყრილი, შავი ზღვის აკვატორიაში კი მღელვარება იგრძნობა. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ბრიტანეთისგან შორს მიმდინარე მოვლენები იმ დროს, როცა ლონდონი ინდოეთ-წყნარი ოკენაის რეგიონისკენ არის მიბრუნებული, ჩვენთვის, ბრიტანელებისათვის, შავი ზღვა დიდ როლს არ ასრულებს, აქტუალური არ არის, მაგრამ გლობალიზაციის ეპოქაში ყველა მოვლენას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. შექმნილი სიტუაცია ბრიტანეთისათვის განსაზღვრულ პერსპექტივებს ქმნის.

შავი ზღვის რეგიონი ამჟამად დიდი რისკის წინაშე დგას: არ არის გამორიცხული ის რაღაც ანარქისტულ სივრცედ გადაიქცეს, რომელშიც რუსეთი იქნება დომინირებული, უსაფრთხოების თვალსაზრისით კი ვაკუუმი იარსებებს.

იმის ნაცვლად, რომ შავი ზღვის რეგიონი შორეულ პერიფერიად, უკეთეს შემთხვევაში კი "ევროპის ფლანგად“ ჩავთვალოთ, უფრო რეალური იქნება ის ევროპასა და აზიას შორის შორის არსებულ ცენტრალურ კარიბჭედ მივიჩნიოთ. უფრო მეტიც - ევრო-ატლანტიკურ და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონებს შორის.

აი, სად თამაშდება დიდი მოვლენები, სად უნდა იდგეს დიდი ბრიტანეთი და სად უნდა იყოს მისი ინტერესები. ის, ვინც შავ ზღვას აკონტროლებს, მისთვის ადვილი იქნება ძალის პროექცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. გავიხსენოთ, რომ მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის 12% სუეცის არხის მეშვეობით ხდება. ჩვენი სამეფო ფლოტი რომ მოკლე გზით ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ჩვენს ბაზებში მოხვდეს, მას სუეცის არხში გავლა სჭირდება. ასე რომ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს.

დიდი ბრიტანეთისათვის ამ რეგიონში მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ჩნდება. მართალია, უკრაინაც და საქართველოც ნატოს წევრობისაკენ ისწრაფიან, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ მათი ალიანსში მიღება თუ მოხდება, ისიც მხოლოდ ძალიან გვიან. მანამდე კი ორივე ქვეყანას თავიანთი პოზიციების განმტკიცებისათვის სხვადასხვა მეთოდების ძიება ჭირდებათ. დიდი ბრიტანეთი უკვე მონაწილეობს უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამაში, უკვე გაწრთვნილია 21 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. რაც შეეხება იარაღს, რასაკვირველია, კიევს ძირითადად იარაღს ამერიკა აწვდის, მაგრამ ვაშინგტონს არც ლონდონი არ ჩამორჩება - უკრაინამ უკვე მიიღო Brimstone-ს ტიპის რაკეტები, სამხედრო ტრალერები და სხვა ტავდაცვითი სისტემები

არანაკლებ ეფექტიანია ჩვენი დახმარება უკრაინული და ქართული სპეცსამსახურებისთვის - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ეს შეუძლია პროვოკაციად მიიჩნიოს. კაცმა რომ თქვას, თვითონ კრემლიც უარს არ ამბობს მსგავს მეთოდებზე - ყველასათვის კარგადაა ცნობილი - როცა მოსკოვი ღია ფორმით რაიმეს ვერ მოიპოვებს, მაშინ ის მიზნის მიღწევას საიდუმლო საშუალებებით ცდილობს.

ჩვენს კონტრდაზვერვას (MI5) და კავშირგაბმულობის რადიოელექტრონულ ცენტრს (GCHQ) მაღალი რეპუტაცია აქვთ და შესაბამისად, შეუძლიათ უკრაინისა და საქართველოს მიმართ თავიანთი დახმარება გააფართოონ - განამტკიცონ მათი თავდაცვითი პოტენციალი, როგორც კონტრდაზვერვის, ასევე კიბერუსაფრთხოების სფეროებში. ორივე ქვეყანა ხომ რეგულარად ხდება კიბერშეტევების ობიექტი, რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, რუსეთიდან ხორციელდება.

როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ე.წ. "სახელმწიფოს დისკურსიულ მართვაშიც“, რომელიმე საკითხის საერთაშორისო აღქმისა და შეფასების ჩამოყალიბების ხელოვნებაშიც. ლონდონის მხრიდან კიევისა და თბილისისათვის ამ მიმართულებით გაწეული დახმარება სასარგებლო იქნება: მოსკოვი მიიჩნევს, რომ შავი ზღვის რეგიონი - "ახლო საზღვარგარეთის“ სახით - მისი ინტერესების სფეროა, მაგრამ ჩვენ ამ დახმარებით უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესებიც, ხელი შევუწყოთ მათი სუვერენიტეტის განმტკიცებას და კრემლს ვაჩვენოთ, რომ რუსეთი შავიზღვისპირა მხოლოდ ერთ-ერთი ქვეყანაა და რომ სხვებსაც აქვთ თავიანთი კანონიერი ინტერესები. ანუ დიდი ბრიტანეთი თავისი მოქმედებით უნდა ეცადოს წინ აღუდგეს მოსკოვის მტკიცებას, რომ შავი ზღვა "რუსეთის შიდა ტბას“ წარმოადგენს.

ცხადია, საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თითქოსდა დიდი ბრიტანეთი ძველ ტრადიციებს დაუბრუნდება - "გლობალურ იმპერიალისტური თამაშების“ ეპოქას, შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის მიზნით (დიდი ბრიტანეთი 1853-56 წლებში აქტიურად მონაწილეობდა "ყირიმის ომში“ რუსეთის წინააღმდეგ, რომლის დროსაც რამდენიმე ათასი ინგლისელი ჯარისკაცი დაიღუპა - მთარგმნ. შენიშვნა). უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ იქ რაც ხდება, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს: ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ლონდონი მხოლოდ რეგიონის სტაბილიზებით არის დაინტერესებული

ჩვენ საქართველოსა და უკრაინის დახმარების შანსი გაგვიჩნდა, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. დიდმა ბრიტანეთმა უნდა დაიცვას ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და მათ გვერდით დაუდგეს ყველა გამოწვევის დროს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ