ავტორი:

"სუს-ტემა” უნდა დაინგრეს" - სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"სუს-ტემა” უნდა დაინგრეს" - სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სამოქალაქო მოძრაობების „სირცხვილიას” და ,,შეცვალეს”, ასევე პოლიტიკური პარტიების - ,,ლელო საქართველოსთვის” და ,,დროას” ორგანიზებით საპროტესტო აქცია ლოზუნგით ,,სუს-ტემა” უნდა დაინგრეს იმართება.

აქციის მონაწილეები სუს-ის შენობამდე მსვლელობით, სასტვენებით მივიდნენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: ,,სუს-ტემა უნდა დაინგრეს”, ,,ნუ გაი-სუს-ები” და სხვა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ეს არის საინფორმაციო აქცია იმისთვის, რათა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ყველა ,,ბოროტება და ცუდი რაც ჩვენ გვჭირს, ამ შენობაში ხდება”.

მისივე თქმით, პერმანენტული აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ „სუს-ტემა” არ დაინგრევა. ,,უნდა იცოდნენ აქ მომუშავე ადამიანებმაც, რომ ხელფასს ვუხდით, რათა სახელმწიფო უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და არა გვსდიონ საძინებლებში ან ტელეფონებში. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ,,სუს-ტემა” არ დაინგრევა”, - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.