ავტორი:

“ცოლის ლოცვით გაღიზიანებულმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს" - რა მოხდა გორში?

“ცოლის ლოცვით გაღიზიანებულმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს" - რა მოხდა გორში?

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ცნობით, გორში, მამაკაცმა მეუღლე სცემა, რადგან მისმა ლოცვამ გააღიზიანა. მედიის ცნობით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც მას პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

“ცოლის ლოცვით გაღიზიანებულმა ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ, ხელი და ფეხი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მეუღლეს უთხრა, რომ მოკლავდა და დაასრულებდა ყველაფერს”, - აღნიშნულია საქმის მასალებში.

საქმე მოსამართლე დავით მაკარაძემ განიხილა და დაკავებულს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობითად და საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი" - წერს "მოზაიკა".