პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი რა დავარქვა, "პინოქიო" ან "ბურატინო" უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე
"არ ვიცი რა დავარქვა, "პინოქიო" ან "ბურატინო" უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"არ ვიცი რა და­ვარ­ქვა, "პი­ნო­ქიო" ან "ბუ­რა­ტი­ნო" უფრო მო­უხ­დე­ბა, იმ­დენ ტყუ­ილს ამ­ბობს ყვე­ლა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ უკა­ნას­კნელ წლებ­ში ქვეყ­ნი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­დი­ნე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა ტყუ­ი­ლი თქვა, რად­გან სწო­რედ 2014 წლი­დან შე­იც­ვა­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­ნა­მი­კა.

"შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, რომ 2004 წლი­დან 2012 წლის ჩათ­ვლით, როცა იყო სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში, ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა და შემ­ცირ­და მო­სახ­ლე­ო­ბა დიდი ოდე­ნო­ბით. იწყე­ბა 2014 წლი­დან დი­ნა­მი­კის ცვლი­ლე­ბა და აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არ გვაქვს ჩვენ ვარ­დნა მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში. აქაც თქვა მარ­ტი­ვი ტყუ­ი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა. არ ვიცი რა და­ვარ­ქვა, "პი­ნო­ქიო" ან "ბუ­რა­ტი­ნო" უფრო მო­უხ­დე­ბა, იმ­დენ ტყუ­ილს ამ­ბობს ყვე­ლა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც მისი სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს კო­მი­ტეტ­მა უნდა იმ­სჯე­ლოს, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია წა­მე­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, მე­დი­ის მი­ტა­ცე­ბა, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ჩა­ბა­რე­ბა და გა­მო­ი­ტა­ნონ დას­კვნა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­იხ­დის იმ სას­ჯელს, რო­მე­ლიც მას ეკუთ­ვნის. 6 წელი აქვს მას შე­ფარ­დე­ბუ­ლი, სხვა საქ­მე­ებ­ზეც არ ვი­ცით რა მოხ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ უფრო და­უმ­ძიმ­დეს, მაგ­რამ 6 წელი რაც არის შე­ფარ­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, იმის მოხ­და არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმის­თვის, მათ შო­რის, რომ არ გაჩ­ნდეს ქვე­ყა­ნა­ში და­უს­ჯე­ლო­ბის გან­ცდა, იმის­თვის, რომ მო­მა­ვალ­ში, პერ­სპექ­ტი­ვა­ში, არ გა­უჩ­ნდეს იმის გან­ცდა, რომ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის გა­და­რი­ცხოს 50 ათა­სი ლარი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და მერე არ და­ის­ჯე­ბა, ან შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცა აწა­მოს და არ და­ის­ჯე­ბა, ვი­ღა­ცა გა­ა­უ­პა­ტი­უ­როს და არ და­ის­ჯე­ბა, ბი­უ­ჯე­ტი­დან ფული მო­ი­პა­როს და არ და­ის­ჯე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ჩა­ა­ბა­როს - არ და­ის­ჯე­ბა, მე­დია მი­ი­ტა­ცოს- არ და­ის­ჯე­ბა. იმის­თვის, რომ პრე­ვენ­ცია იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, ასე­თი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის სურ­ვი­ლი რომ არა­ვის გა­უჩ­ნდეს, რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვილ­მა სრუ­ლად უნდა მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაო,გაღმით შევედავებიო?
73

ეს ტყუილების გუდა სხვაზე რომ იტყვის მატყუარააო ჰა. ერთხელ მაინც უთქვია სიმართლე? მე ესეთი მაგის გამოსვლა არ მახსენდება!

Nl
3

Შენ რომ სხვაზე იტყვი იტყუებაო Მართლა გამოტენილი Ხართ ტყუილებიᲗ Შენ და Შენი პარტია, ცხრა წელია ატყუებᲗ ხალხს, ისინი საქმეს მაინც აკეᲗებდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"არ ვიცი რა დავარქვა, "პინოქიო" ან "ბურატინო" უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"არ ვიცი რა დავარქვა, "პინოქიო" ან "ბურატინო" უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

"არ ვიცი რა დავარქვა, "პინოქიო" ან "ბურატინო" უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყნიდან მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადინება ფიქსირდება.

კობახიძის თქმით, სააკაშვილმა ტყუილი თქვა, რადგან სწორედ 2014 წლიდან შეიცვალა აღნიშნული დინამიკა.

"შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყო სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში, ათი ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და შემცირდა მოსახლეობა დიდი ოდენობით. იწყება 2014 წლიდან დინამიკის ცვლილება და აქედან მოყოლებული არ გვაქვს ჩვენ ვარდნა მოსახლეობის რაოდენობაში. აქაც თქვა მარტივი ტყუილი მიხეილ სააკაშვილმა. არ ვიცი რა დავარქვა, "პინოქიო" ან "ბურატინო" უფრო მოუხდება, იმდენ ტყუილს ამბობს ყველა თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

ის ყოფილი პრეზიდენტის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მისი საპატიმროდან გათავისუფლების მიზნით საინიციატივო ჯგუფის შექმნას გულისხმობს და განაცხადა, რომ ეს კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, რამდენად მისაღებია წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეკეტი და ტერიტორიების ჩაბარება და გამოიტანონ დასკვნა.

"მიხეილ სააკაშვილი მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მას ეკუთვნის. 6 წელი აქვს მას შეფარდებული, სხვა საქმეებზეც არ ვიცით რა მოხდება, შეიძლება, კიდევ უფრო დაუმძიმდეს, მაგრამ 6 წელი რაც არის შეფარდებული კანონის შესაბამისად, იმის მოხდა არის აუცილებელი იმისთვის, მათ შორის, რომ არ გაჩნდეს ქვეყანაში დაუსჯელობის განცდა, იმისთვის, რომ მომავალში, პერსპექტივაში, არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ შეიძლება საკუთარი შვილისთვის გადარიცხოს 50 ათასი ლარი სწავლის საფასური და მერე არ დაისჯება, ან შეიძლება ვიღაცა აწამოს და არ დაისჯება, ვიღაცა გააუპატიუროს და არ დაისჯება, ბიუჯეტიდან ფული მოიპაროს და არ დაისჯება, ტერიტორიები ჩააბაროს - არ დაისჯება, მედია მიიტაცოს- არ დაისჯება. იმისთვის, რომ პრევენცია იყოს უზრუნველყოფილი, ასეთი დანაშაულების ჩადენის სურვილი რომ არავის გაუჩნდეს, რა თქმა უნდა, სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი“, - განაცხადა კობახიძემ.