პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ და სად სურს სტალინის შვილთაშვილს დიდი ბაბუის გადასვენება -  სელიმ ბენსაადის წერილი და მიმართვა რუსეთის პატრიარქს
რატომ და სად სურს სტალინის შვილთაშვილს დიდი ბაბუის გადასვენება -  სელიმ ბენსაადის წერილი და მიმართვა რუსეთის პატრიარქს

იო­სებ სტა­ლი­ნის შვილ­თაშ­ვი­ლი, სე­ლიმ ბენ­სა­ა­დი, რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარს, პატ­რი­არქ კი­რილს სთხოვს გახ­დეს "მო­სა­მარ­თლე“ იმ დის­კუ­სი­ა­ში, რო­მე­ლიც სტა­ლი­ნის ცხედ­რის გა­დას­ვე­ნე­ბას ეხე­ბა. ბენ­სა­ა­დის წე­რილს bloknot.ru ავ­რცე­ლებს.

ბენ­სა­ა­დი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სტა­ლინს სურ­და დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო ნო­ვო­დე­ვი­ჩის სა­საფ­ლა­ო­ზე, მისი მე­ო­რე მე­უღ­ლის, ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვას გვერ­დით. გარ­და ამი­სა, ის ითხოვს ცხედ­რის გაკ­ვე­თას, რათა გა­და­ა­მოწ­მოს ჰი­პო­თე­ზა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სტა­ლი­ნი მო­წამ­ლეს. ბენ­სა­ადს ასე­ვე სჯე­რა, რომ მისი დიდი ბა­ბუა ღრმად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო.

მი­სი­ვე თქმით, სურ­და, რომ ხატი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სტა­ლინს ეკუთ­ვნო­და, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­თვის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის გა­და­ე­ცა.

სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მისი ცხე­და­რი წი­თელ მო­ე­დან­ზე, მავ­ზე­ლე­უმ­ში მო­ა­თავ­სეს, ხოლო 1961 წელს კრემ­ლის კე­დელ­ში დაკ­რძა­ლეს.

ცნო­ბის­თვის, სე­ლიმ ბენ­სა­ა­დის ბა­ბუა იყო სტა­ლი­ნის ვაჟი ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, გერ­მა­ნელ­თა ტყვე­ო­ბა­ში და­ი­ღუ­პა. ია­კო­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, გა­ლი­ნა ჯუ­ღაშ­ვი­ლი ალ­ჟი­რელ მა­მა­კაც­ზე, ჰო­სინ ბენ­სა­ად­ზე და­ქორ­წინ­და. სე­ლი­მი გა­ლი­ნა­სა და ჰო­სი­მის შვი­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მან ჟურ­ნა­ლისტ ლანა პარ­ში­ნას­თან ერ­თად და­წე­რა წიგ­ნი "სტა­ლი­ნის ოჯა­ხის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი.“

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პს
0

იმდენი ეს სტალინის რამე იყოს! მოუნდა ბიჭს დიდება და ცნობადობა!

გამოხეხებული ერაყელის სიფატია

ere
6

sadaa stalini gmertma acocxlos

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რატომ და სად სურს სტალინის შვილთაშვილს დიდი ბაბუის გადასვენება -  სელიმ ბენსაადის წერილი და მიმართვა რუსეთის პატრიარქს

რატომ და სად სურს სტალინის შვილთაშვილს დიდი ბაბუის გადასვენება -  სელიმ ბენსაადის წერილი და მიმართვა რუსეთის პატრიარქს

იოსებ სტალინის შვილთაშვილი, სელიმ ბენსაადი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს სთხოვს გახდეს "მოსამართლე“ იმ დისკუსიაში, რომელიც სტალინის ცხედრის გადასვენებას ეხება. ბენსაადის წერილს bloknot.ru ავრცელებს.

ბენსაადი ირწმუნება, რომ სტალინს სურდა დაკრძალულიყო ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მისი მეორე მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას გვერდით. გარდა ამისა, ის ითხოვს ცხედრის გაკვეთას, რათა გადაამოწმოს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც სტალინი მოწამლეს. ბენსაადს ასევე სჯერა, რომ მისი დიდი ბაბუა ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო.

მისივე თქმით, სურდა, რომ ხატი, რომელიც, სავარაუდოდ, სტალინს ეკუთვნოდა, რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის გადაეცა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, მისი ცხედარი წითელ მოედანზე, მავზელეუმში მოათავსეს, ხოლო 1961 წელს კრემლის კედელში დაკრძალეს.

ცნობისთვის, სელიმ ბენსაადის ბაბუა იყო სტალინის ვაჟი იაკობ ჯუღაშვილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელთა ტყვეობაში დაიღუპა. იაკობის ქალიშვილი, გალინა ჯუღაშვილი ალჟირელ მამაკაცზე, ჰოსინ ბენსაადზე დაქორწინდა. სელიმი გალინასა და ჰოსიმის შვილია.

აღსანიშნავია, რომ მან ჟურნალისტ ლანა პარშინასთან ერთად დაწერა წიგნი "სტალინის ოჯახის საიდუმლოები.“

წყარო