პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაინდი მოთამაშის ტყავში: მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი ვლადიმერ პუტინს დააბრალა" - როგორ ეხმაურება რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს?
"რაინდი მოთამაშის ტყავში: მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი ვლადიმერ პუტინს დააბრალა" - როგორ ეხმაურება რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს?

უცხო­ურ­მა მა­ს­მე­დი­ამ უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­სა­ში რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­კა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, გა­შუქ­და რა­დიო-ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­და­ცე­მებ­შიც. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს რუ­სუ­ლი მე­დია.

გა­ზეთ "კო­მერ­სან­ტში" (КоммерсантЪ) გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რა­ინ­დი მო­თა­მა­შის ტყავ­ში: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვე­ლა­ფე­რი ვლა­დი­მერ პუ­ტინს და­აბ­რა­ლა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ტო­ვა“ (ავ­ტო­რი - გი­ორ­გი დვა­ლი). პუბ­ლი­კა­ცი­ის სა­თა­უ­რი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ რუ­სუ­ლი თარ­გმა­ნის ერ­თგვარ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. მა­სა­ლა­ში საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად არის გად­მო­ცე­მუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მან სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის დროს გა­ა­კე­თა, აგ­რეთ­ვე აღ­წე­რი­ლია ის ფაქ­ტე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უარ­ყო და ყვე­ლა­ფე­რი სხვას გა­და­აბ­რა­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს. მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ 2007 წლის ოპო­ზი­ცი­უ­რი მი­ტინ­გის დარ­ბე­ვას თვი­თონ კი არ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, არა­მედ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიო...

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, გა­ირ­კვა მისი ბე­ლა­რუ­სი კო­ლე­გის - ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს როლი ვი­თომ­და "მოს­კო­ვის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ან­ტი­ქარ­თუ­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის“ გახ­სნა­ში, მაგ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ გა­ნუ­მარ­ტავს, თუ რა­ტომ გა­მო­ი­ჩი­ნა მას­თან ასე­თი წრფე­ლი გუ­ლახ­დი­ლო­ბა ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა, როცა იგი ქარ­თველ კო­ლე­გას რუ­სუ­ლი ეფ-ეს-ბე-ს სა­ი­დუ­ლო ოპე­რა­ცი­ებს უზი­ა­რებ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით არც ბე­ლა­რუ­სის და არც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნათ­ქვამ­ზე რა­ი­მე რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია.

სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ამა­ყად და ყო­ველ­გვა­რი მოკ­რძა­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­მოთ­ვა­ლა თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი "დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი“ ქარ­თვე­ლი ერი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე, მათ შო­რის ისიც, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჩემი შექ­მნი­ლია“.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა ქე­ბის სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა თა­ვი­სი მე­ო­რე სამ­შობ­ლოს - უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თაც, სა­დაც მას თურ­მე ორ­ჯერ სთა­ვა­ზობ­დნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს და კარ­გად ცხოვ­რობ­და (წყა­რო) .

კი­დევ ერთ გა­მო­ცე­მა­ში "ნე­ზა­ვი­სი­მა­ია გა­ზე­ტა­ში“ (Независимая газета) და­ბეჭ­დი­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი­დან ბრალ­მდე­ბე­ლი გახ­დეს - ექ­სპრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ევნ, რომ მას გან­გებ აგი­ჟე­ბენ“ (ავ­ტო­რი - იური რო­ქ­სი). პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ვრცლა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი: ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი (წყა­რო).

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა გან­ხი­ლუ­ლი აგ­რეთ­ვე ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის ბი-ბი-სი-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის (BBC Russian) მიერ მომ­ზა­დე­ბულ ვრცელ მა­სა­ლა­შიც, სა­თა­უ­რით: "სა­ქარ­თვე­ლოს არა­სო­დეს ჰყო­ლია დამ­ნა­შა­ვე პრე­ზი­დენ­ტი“: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და თა­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე“ (ავ­ტო­რი - ნინა ახ­მე­ტე­ლი). პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ყუ­რა­დღე­ბა აქვს დათ­მო­ბი­ლი რო­გორც ექს-პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლას და მის მიერ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას, ასე­ვე პა­ტიმ­რო­ბის ის­ტო­რი­ას, ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს, მხარ­დამ­ჭერ­თა მიერ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას (წყა­რო).

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიზი
1

მისთვის ჩვეული "ვაჟკაცური" ჟესტი, ხელები მერაბიშვილს შეაწმინდა ((( ეჭვი მეპარება მისმა ფსოქოპატმა მიმდევრებმა აქედან რაიმე რაციონალური დასკვნები გააკეთონ.

ვაჟა
7

მორიგი შოუს დადგმის მცდელობა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"რაინდი მოთამაშის ტყავში: მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი ვლადიმერ პუტინს დააბრალა" - როგორ ეხმაურება რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს?

"რაინდი მოთამაშის ტყავში: მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი ვლადიმერ პუტინს დააბრალა" - როგორ ეხმაურება რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს?

უცხოურმა მასმედიამ უყურადღებოდ არ დატოვა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთან დაკავშირებით პრესაში რამდენიმე პუბლიკაცია გამოქვეყნდა, გაშუქდა რადიო-ტელევიზიის გადაცემებშიც. განსაკუთრებით აქტიურად ეხმაურება სააკაშვილის სასამართლო პროცესს რუსული მედია.

გაზეთ "კომერსანტში" (КоммерсантЪ) გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "რაინდი მოთამაშის ტყავში: მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი ვლადიმერ პუტინს დააბრალა და სასამართლო პროცესი დატოვა“ (ავტორი - გიორგი დვალი). პუბლიკაციის სათაური "ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანის ერთგვარ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მასალაში საკმაოდ დეტალურად არის გადმოცემული მიხეილ სააკაშვილის ის განცხადებები, რომელიც მან სასამართლოს სხდომის დროს გააკეთა, აგრეთვე აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომლებშიც ოპოზიციის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა ყველა ბრალდება უარყო და ყველაფერი სხვას გადააბრალა, განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2007 წლის ოპოზიციური მიტინგის დარბევას თვითონ კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიო...

ექსპრეზიდენტის განცხადებით, გაირკვა მისი ბელარუსი კოლეგის - ალექსანდრე ლუკაშენკოს როლი ვითომდა "მოსკოვის მიერ მომზადებული ანტიქართული შეთქმულების“ გახსნაში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს არ განუმარტავს, თუ რატომ გამოიჩინა მასთან ასეთი წრფელი გულახდილობა ბელარუსის პრეზიდენტმა, როცა იგი ქართველ კოლეგას რუსული ეფ-ეს-ბე-ს საიდულო ოპერაციებს უზიარებდა. ჯერჯერობით არც ბელარუსის და არც რუსეთის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ნათქვამზე რაიმე რეაგირება არ მოუხდენია.

სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ამაყად და ყოველგვარი მოკრძალების გარეშე ჩამოთვალა თავისი ისტორიული "დამსახურებები“ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, მათ შორის ისიც, რომ "საქართველოს სახელმწიფო ჩემი შექმნილია“.

რასაკვირველია, ექსპრეზიდენტმა ქების სიტყვები არ დაიშურა თავისი მეორე სამშობლოს - უკრაინის მიმართაც, სადაც მას თურმე ორჯერ სთავაზობდნენ პრემიერ-მინისტრის პოსტს და კარგად ცხოვრობდა (წყარო) .

კიდევ ერთ გამოცემაში "ნეზავისიმაია გაზეტაში“ (Независимая газета) დაბეჭდილია სტატია, სათაურით "მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ ბრალდებულიდან ბრალმდებელი გახდეს - ექსპრეზიდენტის თანამოაზრეები მიიჩნეევნ, რომ მას განგებ აგიჟებენ“ (ავტორი - იური როქსი). პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული მოვლენები: ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები, ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების განცხადებები და კომენტარები (წყარო).

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობაა განხილული აგრეთვე ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ მომზადებულ ვრცელ მასალაშიც, სათაურით: "საქართველოს არასოდეს ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი“: მიხეილ სააკაშვილი პირველად გამოვიდა თავის სასამართლო პროცესზე“ (ავტორი - ნინა ახმეტელი). პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი როგორც ექს-პრეზიდენტის გამოსვლას და მის მიერ რუსეთის პრეზიდენტის დადანაშაულებას, ასევე პატიმრობის ისტორიას, ადვოკატების განცხადებებს, მხარდამჭერთა მიერ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციას (წყარო).

მოამზადა სიმონ კილაძემ