მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუგებარია, რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის სასამართლოს მოსამართლემ" - პროკურატურა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის გათავისუფლებაზე
"გაუგებარია, რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის სასამართლოს მოსამართლემ" - პროკურატურა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის გათავისუფლებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი­სა და ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის მა­მუ­კა წიკ­ლა­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რას და­ე­ფუძნა და რა გა­რე­მო­ე­ბე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა, რო­დე­საც გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ ისი­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

“2021 წლის 29 ნო­ემ­ბერს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი­სა და ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ჩა­ტარ­და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა, რა დრო­საც მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა გა­ნი­ხი­ლა ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი­სა და ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მო­სა­მარ­თლემ ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი­სა და ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა შეც­ვა­ლა გი­რა­ო­თი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ რას და­ე­ფუძნა და რა გა­რე­მო­ე­ბე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მა­მუ­კა წიკ­ლა­ურ­მა. ბრალ­დე­ბის მხა­რე, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სრუ­ლი­ად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად ითხოვ­და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბას და აპე­ლი­რებ­და რე­ა­ლურ საფრ­თხე­ებ­ზე, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბრალ­დე­ბულ­თა მიერ შე­საძ­ლო ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას­თან და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას­თან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მო­სა­მარ­თლის მიერ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ იქნა მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი, რის გა­მოც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა 50 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი, ხოლო მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვა, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია) 5 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ სა­ჩივ­რდე­ბა და ამი­ტომ მოკ­ლე­ბუ­ლი ვართ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ვა­სა­ჩივ­როთ ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში.

ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­აჩ­ნია, რომ მო­სა­მარ­თლის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და მის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ემ­სა­ხუ­რე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერთს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო მე­ო­რეს 238-ე მუხ­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვა, რი­თაც შე­იქ­მნა პი­რო­ბა მისი სხვა პი­რის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია), რაც 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
/SS
0

 საინტერესო ისაა იმ საცოდავ ზურაბიშვილს მართლა წელი მიცეს?? სულ ვადევნებდი თვალს და ვერსად წავიკიტხე. სირცხვილი იმ მოსამართლეს ვინც 9 წელი მიუსაჯა. გაჭირვეულებისტვის ყველაფერი მოსულა.

 

ლევან ნიკოლეიშვილი
1

მოსამართლე მამუკა წიკლაური. ეს კაცი არის ნაცების ყოფილი პროკურორის, ნიკა გვარამიას ნათესავის, მამუკა გვარამიას დის ქმარი“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"გაუგებარია, რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის სასამართლოს მოსამართლემ" - პროკურატურა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის გათავისუფლებაზე

"გაუგებარია, რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის სასამართლოს მოსამართლემ" - პროკურატურა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის გათავისუფლებაზე

საქართველოს პროკურატურა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალდების საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურა აღნიშნავს, საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, როდესაც გირაოს სანაცვლოდ ისინი გაათავისუფლა.

“2021 წლის 29 ნოემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში, ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარდა წინასასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა განიხილა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი.

სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალა გირაოთი.

საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000 ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია განცხადებაში.