თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს - იარაღის დაუდევრად შენახვას.
-განვადება-გადარიცხვა-ანუ ოცნებები სრულდება.
ა,ესაა გასაოცარი -/-/-/-/-/-/-/-/-
ისე მაგარი ჭკვიანურია,თუ ვინმეს გასტუმრება გინდა იმ ქვეყანაზე ჯერ უნდა გაწევრიანდე ოცნებაში,იქნიე ჯოხი 1 თვე,1 თვეც ვინმე დიდუკანალიანი ამოარჩიე და ულოკე ერთი ადგილი და შემდეგ დააცალე აბოიმა ვისაც გინდა,1 თვეში გარეთ ხარ,ვისაც ჯარში არ უნდა გირჩში მოგაზეთ,მაგარია ყველა პარტიას თავის პლიუსი აქვს...