მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ყველას, შემეხმო მეც" - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის "საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელია"
"შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ყველას, შემეხმო მეც" - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის "საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელია"

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­კუ­თარ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და იმის გამო, რომ რო­გორც თა­ვად თქვა, მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს შექ­მნა ვერ მო­ხერ­ხდა.

"რო­დე­საც მე ვყვე­ბი ჩვენს წარ­მა­ტე­ბებ­ზე, მინ­და ვთქვა, გვქონ­და თუ არა ჩვენ შეც­დო­მე­ბი - საკ­მა­რის­ზე მეტი! ბევ­რი ისე­თი შეც­დო­მა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მწა­რედ ვნა­ნობ, პირ­ველ რიგ­ში, ჩემი შეც­დო­მაა ეს სა­სა­მარ­თლო. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, ნიკა რუ­რუ­ას­თან სა­უ­ბა­რი 2011 წელს. ის მე­უბ­ნე­ბო­და, თუ სა­სა­მარ­თლოს არ მი­ვე­ცით სრუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, თუ ადა­მი­ანს არ ექ­ნე­ბა გან­ცდა, რომ იგი სა­მარ­თალს იპოვ­ნის, ჩათ­ვა­ლე რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ახლა ჩვენ ვა­კე­თებთ წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი­აო. ნიკა ახლა არ არის ცო­ცხა­ლი, მაგ­რამ მან ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად გა­მო­იც­ნო. ის შეც­დო­მა, რომ ჩვენ ვერ შევ­ქმე­ნით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო, შე­ე­ხო ყვე­ლას, შე­მეხ­მო მეც და ბო­დიშს ვუხ­დი ყვე­ლას, ვი­საც ეს შეც­დო­მე­ბი შე­ე­ხო. მაგ­რამ შეც­დო­მე­ბი და გაც­დო­მე­ბი ერ­თია და და­ნა­შა­უ­ლი - მე­ო­რე. მე ვარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყო­ლია დამ­ნა­შა­ვე პრე­ზი­დენ­ტი, ყვე­ლა ქარ­თველ­მა იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო დამ­ნა­შა­ვე. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­ხელ­მწი­ფო­ებს კი არ აშე­ნე­ბენ, არა­მედ ან­გრე­ვენ და ამის კლა­სი­კურ მა­გა­ლითს ხე­დავთ ახლა თქვენ, რო­დე­საც ბან­დი­ტე­ბის ხელ­შია ჩა­ვარ­დნი­ლი ქვე­ყა­ნა" - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თორნიკე
1

ქოცები უნდა დამთავრდნენ, ოღონდ არა თქვენით ნაცებო . . . !

....
0

მაგისთანა დემაგოგიით მოგვატყე 2003 წელს ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ყველას, შემეხმო მეც" - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის "საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელია"

"შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ყველას, შემეხმო მეც" - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის "საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელია"

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრა. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ როგორც თავად თქვა, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ მოხერხდა.

"როდესაც მე ვყვები ჩვენს წარმატებებზე, მინდა ვთქვა, გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები - საკმარისზე მეტი! ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ, პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. ძალიან კარგად მახსოვს, ნიკა რურუასთან საუბარი 2011 წელს. ის მეუბნებოდა, თუ სასამართლოს არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა, თუ ადამიანს არ ექნება განცდა, რომ იგი სამართალს იპოვნის, ჩათვალე რომ ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ წყალში გადაყრილიაო. ნიკა ახლა არ არის ცოცხალი, მაგრამ მან ყველაფერი ზუსტად გამოიცნო. ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ყველას, შემეხმო მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეცდომები შეეხო. მაგრამ შეცდომები და გაცდომები ერთია და დანაშაული - მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, ყველა ქართველმა იცის, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო დამნაშავე. დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აშენებენ, არამედ ანგრევენ და ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ ახლა თქვენ, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი ქვეყანა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.