პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი" - რა განაცხადა სასამართლოზე სააკაშვილმა "გირგვლიანის საქმესთან" დაკავშირებით?
"ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი" - რა განაცხადა სასამართლოზე სააკაშვილმა "გირგვლიანის საქმესთან" დაკავშირებით?

ახლა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, იმის­თვის, რომ ეს შე­ნო­ბა ავა­შე­ნე, ეს დრო­შა დავ­კი­დე, ეს გერ­ბი შევ­ქმე­ნი, ეს ჰიმ­ნი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე და, რაც მთა­ვა­რია, შევ­ქმე­ნი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰქონ­და ას­წლე­უ­ლე­ბი, მე გავ­ხდი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი მმარ­თვე­ლი, ლუ­არ­საბ მე­ფის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მოხ­ვდა პა­ტიმ­რო­ბა­ში? ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი სირ­ცხვი­ლი ყვე­ლა­სი, ვინც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ ახლა მას სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში შუ­შის მიღ­მა მყოფს უწევს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­მარ­თვა და არ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა "მის მიერ აშე­ნე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში“ ია­როს და სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვის სი­ტყვა­ში აღ­ნიშ­ნა, ის რაც მის ირ­გვლივ ხდე­ბა, რუ­სუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­აა.

"ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი დამ­ცი­რე­ბა, რაც ჩვენ მოგ­ვი­წყვეს. მე არ მჯე­რა, რომ ესე­ნი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. ეს არის კლა­სი­კუ­რი რუ­სუ­ლი კომ­ბი­ნა­ცია. მთე­ლი მსოფ­ლიო არის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, რომ მე ამ შუ­შის იქი­დან უნდა მოგ­მარ­თავ­დეთ, იმის მა­გივ­რად, რომ შე­მეძ­ლოს ჩემს აშე­ნე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში თქვენ­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი და თქვენ­თან ერ­თად მისი შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რაზე ვარ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, მე ვარ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი უკვე 2 საქ­მე­ზე, რომ არ გა­მო­მე­ხე­და სა­ქარ­თვე­ლოს­კენ. ერთი საქ­მე ეხე­ბა გა­უ­გო­ნარ რა­ღა­ცას - პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბას. ე.წ. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს, რო­მე­ლიც არა­ნა­ი­რი "გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე“ არ არის და ასე და­არ­ქვეს პი­ა­რის­თვის. ტრა­გე­დია იყო სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი, ის ოფიც­რე­ბი იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. 2008 წლის ომის შემ­დეგ, მოხ­და ამ­ნის­ტია სამ­ხედ­რო­ე­ბის, 280 სამ­ხედ­რო­სი, მათ შო­რის, ერთი გა­ვი­გე, თმე­ბით და­მათ­რევ­და გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ჩემ მიერ ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი. ოღონდ ამ­ნის­ტია კი არ მოხ­და, მოხ­და სა­პა­ტიმ­რო ვა­დის გა­ნა­ხევ­რე­ბა. იქი­დან გა­ვი­და კიდე 6 თვე და მო­სა­მარ­თლემ, 2-მა სხვა­დას­ხვა მო­სა­მარ­თლემ, გა­მო­უშ­ვა ესე­ნი "უდო­თი“ და აქე­დან ერთი ახლა მა­სა­მარ­თლებს მე პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე. მარ­თლა ხომ არ ბნე­ლა, ხალ­ხო?! ჩა­ლით ხომ არ არის ეს ქვე­ყა­ნა და­ხუ­რუ­ლი ?! მარ­თლა ყვე­ლა­ფერს ხომ აქვს რა­ღა­ცა.

მე­ო­რე საქ­მე­ზე აღარ ვსა­უბ­რობ, გე­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე - ერ­თა­დერ­თი ჩვე­ნე­ბა არის კლა­სი­კუ­რი "hearsay”, ინ­გლი­სუ­რი ტერ­მი­ნი - ალ­ბათ, ინ­გლი­სუ­რიც არ გეს­მით, მაგ­რამ მე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს 4 უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­სავ­ლეთ­ში და მა­ინც ინ­გლი­სუ­რად ვი­ტყვი, რაც ნიშ­ნავს: "მე გა­ვი­გე, რომ იმან გა­ი­გო“. აი, ამ ჩვე­ნე­ბით ვარ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში, არც ერთ სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მა­ში არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ღე­ბუ­ლი რო­გორც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეს და ინ­ტერ­პოლს გა­უგ­ზავ­ნეს. ინ­ტერ­პოლ­მა გა­და­ი­ხარ­ხა­რა და თავ­ზე გა­და­გა­ხი­ათ გა­ნა­ჩე­ნე­ბი, რო­გორც სა­მარ­ცხვი­ნო და არც და­უ­წყი­ათ გან­ხილ­ვა. მე თვი­თონ მე­ლა­პა­რა­კა ინ­ტერ­პო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, რო­მელ­მაც თქვა, რომ თქვე­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რა არის სა­მარ­ცხვი­ნო“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დარეჯანი
0

ლუარსაბ თათქარიძეში შეეშალა, პატიმრობაში იმიტომაა რომ ჯადო აქვს...

შაჰაბაზი
1

ჯერ ერთი რომელ ლუარსაბზე საუბრობს ლუარსაბ პირველი საერთოდ არავინ დაუპატიმრებია ლუარსაბ მეორე წმინდანია შაჰსბასმა თავი მოკვეთა .ეტყობა მეფე სვიმონი შეეშალა მიხეილას ანდა შენი ისტორია არ გაუშვას გულბრაზის მაინც კითხე შე პოპულისტო,მატყუარა,ავადმყოფო. ფაფა ჭამე მიშა ფაფა.

ავტორი:

"ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი" - რა განაცხადა სასამართლოზე სააკაშვილმა "გირგვლიანის საქმესთან" დაკავშირებით?

"ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი" - რა განაცხადა სასამართლოზე სააკაშვილმა "გირგვლიანის საქმესთან" დაკავშირებით?

ახლა ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ეს შენობა ავაშენე, ეს დროშა დავკიდე, ეს გერბი შევქმენი, ეს ჰიმნი ჩამოვაყალიბე და, რაც მთავარია, შევქმენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს არ ჰქონდა ასწლეულები, მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში? ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა.

მისი თქმით, მთელი მსოფლიო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ ახლა მას სასამართლო დარბაზში შუშის მიღმა მყოფს უწევს მოსახლეობისთვის მიმართვა და არ აქვს შესაძლებლობა "მის მიერ აშენებულ ქვეყანაში“ იაროს და საქართველოს განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც სააკაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, ის რაც მის ირგვლივ ხდება, რუსული კომბინაციაა.

"ეს არის ყველაზე დიდი დამცირება, რაც ჩვენ მოგვიწყვეს. მე არ მჯერა, რომ ესენი ქართველები არიან. ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია. მთელი მსოფლიო არის გაოგნებული, რომ მე ამ შუშის იქიდან უნდა მოგმართავდეთ, იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება.

რაც შეეხება იმას, რაზე ვარ გასამართლებული, მე ვარ გასამართლებული უკვე 2 საქმეზე, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას - პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმეს, რომელიც არანაირი "გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები. 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი გავიგე, თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა კიდე 6 თვე და მოსამართლემ, 2-მა სხვადასხვა მოსამართლემ, გამოუშვა ესენი "უდოთი“ და აქედან ერთი ახლა მასამართლებს მე პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო?! ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული ?! მართლა ყველაფერს ხომ აქვს რაღაცა.

მეორე საქმეზე აღარ ვსაუბრობ, გელაშვილის საქმეზე - ერთადერთი ჩვენება არის კლასიკური "hearsay”, ინგლისური ტერმინი - ალბათ, ინგლისურიც არ გესმით, მაგრამ მე დამთავრებული მაქვს 4 უნივერსიტეტი დასავლეთში და მაინც ინგლისურად ვიტყვი, რაც ნიშნავს: "მე გავიგე, რომ იმან გაიგო“. აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არც ერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება იყოს მიღებული როგორც მტკიცებულება და რა გასაკვირია, რომ ეს განაჩენები გამოიტანეს და ინტერპოლს გაუგზავნეს. ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ განაჩენები, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ განხილვა. მე თვითონ მელაპარაკა ინტერპოლის დირექტორის მოადგილე, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“, - განაცხადა სააკაშვილმა.