საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხან ერთი წამოარტყამს თავში ხელს და ხან - მეორე" - მიხეილ სააკაშვილი
"ახლა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხან ერთი წამოარტყამს თავში ხელს და ხან - მეორე" - მიხეილ სააკაშვილი

"დღეს ჩვენ ვართ მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი კო­ვი­დით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით, ჩვენ ვი­ყა­ვით მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მზარ­დი ეკო­ნო­მი­კის კუ­თხით. ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს 4-ჯერ გა­ი­ზარ­და ეკო­ნო­მი­კა, სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი გა­ი­ზარ­და 12-ჯერ და ხელ­ფა­სე­ბი და პენ­სი­ე­ბი გა­ი­ზარ­და 10-ჯერ. ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­ცირ­და ხელ­ფა­სე­ბი, ეს არ არის ტრა­გე­დია?! რო­გორ უნდა მი­ვი­ღოთ ეს, რო­გორც მო­ცე­მუ­ლო­ბა?" - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, სა­კუ­თარ პრო­ცეს­ზე მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლო სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ კი, ქვე­ყა­ნამ რეგ­რე­სი გა­ნი­ცა­და.

"ახლა ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ხან ერთი წა­მო­არ­ტყამს თავ­ში ხელს და ხან - მე­ო­რე. ჩემი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნის ლი­დე­რი. ეს იყო ქვე­ყა­ნა, სა­დაც ჩა­მო­ვი­და გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი. ის რაც ამათ ცეკ­ვა-თა­მა­ში ეგო­ნათ, იყო ყვე­ლა­ზე ამაღ­ლე­ბუ­ლი მო­მენ­ტი, როცა 6 ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ომის დროს. ეს იყო ქვე­ყა­ნა, სა­დაც ტუ­რის­ტულ სე­ზონს გვიხ­სნი­და მო­ნა­კოს პრინ­ცი, ტუ­რიზ­მი გა­ი­ზარ­და 8 მი­ლი­ო­ნამ­დე, ყვე­ლა გიჟს მე­ძახ­და 5 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­იზ­რდე­ბა-მეთ­ქი რომ ვამ­ბობ­დი.

ეს იყო ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც აშე­ნებ­და ახალ ქალ­ქებს, რამ­დე­ნიც არ უნდა გა­და­წე­როთ ის­ტო­რია, ბა­თუ­მი არის სა­ა­კაშ­ვი­ლის აშე­ნე­ბუ­ლი. რომ დამცლო­და, ლა­ზი­კაც იქ­ნე­ბო­და აშე­ნე­ბუ­ლი. ქუ­თა­ი­სი პრაქ­ტი­კუ­ლად ახალ ქა­ლა­ქად იქცა. ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი უნდა ამა­ყობ­დნენ, რომ ძა­ლი­ან მა­გარ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­დნენ და არა ჩა­მორ­ჩე­ნილ ქა­ლაქ­ში, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტში და­დი­ან ძრო­ხე­ბი.

ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რიც ვი­ყა­ვი და ოდე­სას არც და­ე­სიზ­მრე­ბო­და ის, რაც ჩვენ ბა­თუმ­ში გა­ვა­კე­თეთ. და ახლა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, ეს დრო­შა რომ დავ­კი­დე, რომ შევ­ქმე­ნით სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, მე გავ­ხდი პა­ტი­მა­რი. ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი სირ­ცხვი­ლი, ეს არის კლა­სი­კუ­რი რუ­სუ­ლი კომ­ბი­ნა­ცია, მთე­ლი მსოფ­ლიო არის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი. შუ­შის შიგ­ნი­დან უნდა მოგ­მარ­თავ­დეთ იმის მა­გივ­რად, რომ შე­მეძ­ლოს ჩემს აშე­ნე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში თქვენ­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი?!" - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვიკა
0

ისტორია აფასებს ადამიანებს: ვგულისხმობ ისტორიყლ პირებს. ნება მიბოძეთ გაგახსენოთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სიტყვები: ვარ სოფელსა ამას და მისცა მდგმურთა, ბოროტებისა და სიცრუვის ჭურთა, კეთილმოყვარების დათრგუნვის მსურთა, უსაფუძვლითა, მდაბალთ ჩაგვრით , მტაცებლობით და ხვეჭით. ასე რომ გაითავისეთ ეს სიტყვები: თქვენი ცხოვრებაც დამთავრდება მალიად, . სულზე იზრუნებს თქვე უბადრუკებო, სულზე.

მათე
1

რაც ამან ილაპარაკა ფსიქიატრების თემაა,აშკარად გამოხატული გიჟია

 

ავტორი:

"ახლა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხან ერთი წამოარტყამს თავში ხელს და ხან - მეორე" - მიხეილ სააკაშვილი

"ახლა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხან ერთი წამოარტყამს თავში ხელს და ხან - მეორე" - მიხეილ სააკაშვილი

"დღეს ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველი კოვიდით სიკვდილიანობით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში პირველი მზარდი ეკონომიკის კუთხით. ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა, საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ და ხელფასები და პენსიები გაიზარდა 10-ჯერ. ბოლო პერიოდში, საქართველოში შემცირდა ხელფასები, ეს არ არის ტრაგედია?! როგორ უნდა მივიღოთ ეს, როგორც მოცემულობა?" - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, საკუთარ პროცესზე მესამე პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველო სწრაფად ვითარდებოდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, ქვეყანამ რეგრესი განიცადა.

"ახლა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხან ერთი წამოარტყამს თავში ხელს და ხან - მეორე. ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი. ეს იყო ქვეყანა, სადაც ჩამოვიდა გერმანიის კანცლერი, თურქეთის პრეზიდენტი. ის რაც ამათ ცეკვა-თამაში ეგონათ, იყო ყველაზე ამაღლებული მომენტი, როცა 6 ევროპელი ლიდერი იყო საქართველოში ომის დროს. ეს იყო ქვეყანა, სადაც ტურისტულ სეზონს გვიხსნიდა მონაკოს პრინცი, ტურიზმი გაიზარდა 8 მილიონამდე, ყველა გიჟს მეძახდა 5 მილიონამდე გაიზრდება-მეთქი რომ ვამბობდი.

ეს იყო ქვეყანა, რომელიც აშენებდა ახალ ქალქებს, რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული. რომ დამცლოდა, ლაზიკაც იქნებოდა აშენებული. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა. ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობდნენ და არა ჩამორჩენილ ქალაქში, სადაც პარლამენტში დადიან ძროხები.

ოდესის გუბერნატორიც ვიყავი და ოდესას არც დაესიზმრებოდა ის, რაც ჩვენ ბათუმში გავაკეთეთ. და ახლა ამ ყველაფრისთვის, ეს დროშა რომ დავკიდე, რომ შევქმენით სახელმწიფო ინსტიტუტები, მე გავხდი პატიმარი. ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია, მთელი მსოფლიო არის გაოგნებული. შუშის შიგნიდან უნდა მოგმართავდეთ იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული?!" - აღნიშნა სააკაშვილმა.