კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, ეფექტურად ვრცელდება” - რას ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე „ომიკრონზე"
"მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, ეფექტურად ვრცელდება” - რას ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე „ომიკრონზე"

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გის გი­ორ­გი კამ­კა­მი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი "ომიკ­რო­ნი" უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ვრცელ­დე­ბა იმ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც აც­რი­ლი არ არის.

რო­გორც მან მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რა­ში“ აღ­ნიშ­ნა, "ომიკ­რო­ნის" ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი თქმით, ინ­ფექ­ცია "არ ხა­სი­ათ­დე­ბა ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბის ნიშ­ნე­ბით, რო­გო­რი­ცაა ყნოს­ვი­სა და გე­მოვ­ნე­ბის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა”.

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ნამ­დვი­ლად სა­ყუ­რა­დღე­ბოა და ეფექ­ტუ­რად ვრცელ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში. ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ, რომ უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ის ვრცელ­დე­ბა იმ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც აც­რი­ლი არ არის. ამი­ტო­მაც არის რომ ზუს­ტად ახალ­გაზ­რდებ­შია უფრო მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

რა საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო მთლი­ა­ნად და­ცუ­ლი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბა. ადრე თუ გვი­ან, ეს ვა­რი­ან­ტიც შე­მო­აღ­წევს. ვირუ­სის ვა­რი­ან­ტე­ბის გან­სა­ზღვრა, იგი­ვე სეკ­ვე­ნი­რე­ბის მე­თო­დი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი პრო­პორ­ცი­ით ხდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის კი­დე­ვაც ეს ვა­რი­ან­ტი, თუმ­ცა, ჯერ არ ვი­ცით მის შე­სა­ხებ.

ამ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს არ ვე­ლით, ჯერ სა­გან­გა­შო მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის, რომ ავა­დო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ამ­ძი­მებს, პი­რი­ქით, მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხე­ბაა, რომ შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, ეფექ­ტუ­რად ვრცელ­დე­ბა”,- აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კამ­კა­მი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პირველები ვართ !
0

საქართველოში დაღუპულია მოსახლეობის 0,325%,რაც ყველაზე მაღალია მსოფლიოში.ყოველი წინა შტამის დახასიათება ჩვენი იმუნოლოგების მხრიდან,იყო "ზერელე";ერთეულებით იმატებს,არ არის საგანგაშო,მსუბუქად მიმდინარეობს და ასე შემდეგ! სახეზე კი მივიღეთ დაახლოებით 12 000 გარდაცვლილი! ჯამომ "ომიკრონის"შტამს მიანიჭა "შემაშფოთებელის" კლასიფიკაცია,მთელ ევროპაში და სხვა ქვეყნებში დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ხდება ამ შტამის გამო,იკეტება საზღვრები და საქართველოში კი პირიქით შეზღუდვებს ამარტივებენ და ამისი გამართლება ხდება სახელისუფლო იმუნოლოგების კვლავ "ზერელე" და არასერიოზული განცხადებებით! როდის მოვეგებით გონებას.როგორ შეიძლება იმისი გამართლება,რომ 10 მილიონიან ისრაელს ბოლო 3 თვეში გადავასწარით3 800 გარდაცვლილით! როდემდე გაგრძელდება ეს გენოციდი და რატომ უნდა იღუპებოდეს საქართველოში პროცენტულად ყველაზე მეტი?

beso
2

13:31 / 29-11-2021 ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გის გი­ორ­გი კამ­კა­მი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი "ომიკ­რო­ნი" უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ვრცელ­დე­ბა იმ პო­პუ­ლა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც აც­რი­ლი არ არის. >>>>>>>>>>>>>>>>ექიმო, ექიმობა ინტელექტია, სამესიაკონო საქმეს, საქურუმოს წარმოადგენდა. არაა ცენტრალური აფრიკა აცრილი და ის გამორჩეულად დაცულია ვიდრე შენი აცრილი ოესიდის ქვეყნობა. არ იხებს ის კაცი და არც კლავს ადამიანს და შენ რა ჭირი გეტაკა იქით, რომ აწუხებ ამ ორი წლის განმავლობაში!? ჯერ გარემოებასა და სტატისტიკას გახედე და მერე ისაუბრე, მეზღაპრევ. გიხაროდეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, ეფექტურად ვრცელდება” - რას ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე „ომიკრონზე"

"მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, ეფექტურად ვრცელდება” - რას ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე „ომიკრონზე"

ალერგოლოგ-იმუნოლოგის გიორგი კამკამიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უმრავლეს შემთხვევაში ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის.

როგორც მან მედიაჰოლდინგ "კვირაში“ აღნიშნა, "ომიკრონის" ვირუსით გამოწვეული ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. მისი თქმით, ინფექცია "არ ხასიათდება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნებით, როგორიცაა ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება”.

"ჩვეულებრივი გაციებით მიმდინარე დაავადების სიმპტომები ახასიათებს. თუმცა, მეორე მხრივ, გავრცელების თვალსაზრისით ნამდვილად საყურადღებოა და ეფექტურად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ის ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის. ამიტომაც არის რომ ზუსტად ახალგაზრდებშია უფრო მეტად გავრცელებული.

რა საკვირველია, საქართველო მთლიანად დაცული ვერანაირად ვერ იქნება. ადრე თუ გვიან, ეს ვარიანტიც შემოაღწევს. ვირუსის ვარიანტების განსაზღვრა, იგივე სეკვენირების მეთოდი შედარებით ნაკლები პროპორციით ხდება. შეიძლება, საქართველოში არის კიდევაც ეს ვარიანტი, თუმცა, ჯერ არ ვიცით მის შესახებ.

ამ ვირუსთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ პრობლემებს არ ველით, ჯერ საგანგაშო მონაცემები არ არის, რომ ავადობის მიმდინარეობას ამძიმებს, პირიქით, მონაცემები იმის შესახებაა, რომ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, ეფექტურად ვრცელდება”,- აღნიშნავს გიორგი კამკამიძე.