მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის პროცესი „ლაივ“ რეჟიმში უნდა გადაიცეს" - ბექა ბასილაია
"მიხეილ სააკაშვილის პროცესი „ლაივ“ რეჟიმში უნდა გადაიცეს" - ბექა ბასილაია

"მთე­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვხე­დავ­დით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ ჰქო­ნო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­ე­მარ­თა, მაგ­რამ უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლი­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი აქ­ტი­უ­რო­ბის ფონ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ესარ­გებ­ლა მისი კა­ნო­ნი­ე­რით უფ­ლე­ბით, წარმდგა­რი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე" - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს არ მი­ე­ცეს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ბა­სი­ლა­ი­ამ გან­მარ­ტა, რომ დაც­ვის მხა­რე პრო­ცეს­ზე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს.

"ჩვენ გვაქვს ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Amnesty International-მა თქვა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლი. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ, ნე­ბის­მი­ე­რი გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია ამ სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ, არის უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნე­ბი, არის უკა­ნო­ნო საქ­მე­ე­ბი. ეს საქ­მე­ე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ მი­ე­ცეს თა­ვი­სუ­ფა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის პო­ლი­ტი­კუ­რი მძე­ვა­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი ტყვე და ის უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ პრო­ცესს, მთე­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვხე­დავ­დით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ ჰქო­ნო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­ე­მარ­თა. მაგ­რამ უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის ფონ­ზე და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი აქ­ტი­უ­რო­ბის ფონ­ზე, მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი არა­ერ­თი დე­მონ­სტრა­ცი­ის გა­მარ­თვის შემ­დეგ, დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ესარ­გებ­ლა მისი კა­ნო­ნი­ე­რით უფ­ლე­ბით, წარმდგა­რი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და ახლა ჩვენ უკვე ვე­ლო­დე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, ვი­ნა­ი­დან ეს პრო­ცე­სი არ არის - "რა­ღაც ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნეს ადა­მი­ანს და უნდა ჩა­რი­ხინ­დეს ისე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იყოს ცო­ცხალ რე­ჟიმ­ში ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი“, ეს არის პრო­ცე­სი, რო­მელ­ზეც არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი და არ­სე­ბობს პრე­ცე­დენ­ტე­ბი, რო­დე­საც "ლაივ“ რე­ჟიმ­ში გა­და­ი­ცე­მა ხოლ­მე პრო­ცე­სე­ბი და ეს სხდო­მაც უნდა იქ­ნას გა­და­ცე­მუ­ლი, იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს,“- გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის პროცესი „ლაივ“ რეჟიმში უნდა გადაიცეს" - ბექა ბასილაია

"მიხეილ სააკაშვილის პროცესი „ლაივ“ რეჟიმში უნდა გადაიცეს" - ბექა ბასილაია

"მთელი 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის მიემართა, მაგრამ უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლისა და ქართველი ხალხის დიდი აქტიურობის ფონზე, ხელისუფლება იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილს ესარგებლა მისი კანონიერით უფლებით, წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული საქმეები იმას ემსახურება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება. ამასთანავე, ბასილაიამ განმარტა, რომ დაცვის მხარე პროცესზე რამდენიმე მნიშვნელოვან შუამდგომლობას დააყენებს.

"ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი. ნებისმიერი პროცესი, რომელიც მის მიმართ მიმდინარეობს აქ, ნებისმიერი განაჩენი, რომელიც მიღებულია ამ სასამართლოების მიერ, არის უკანონო განაჩენები, არის უკანონო საქმეები. ეს საქმეები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ამოცანის შესრულებას, პოლიტიკური ამოცანის შესრულებას, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს თავისუფალი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური მძევალი, პოლიტიკური ტყვე და ის უნდა გათავისუფლდეს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მთელი 2 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის მიემართა. მაგრამ უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლის ფონზე და ქართველი ხალხის დიდი აქტიურობის ფონზე, მრავალათასიანი არაერთი დემონსტრაციის გამართვის შემდეგ, დღეს ხელისუფლება იძულებული გახდა მიხეილ სააკაშვილს ესარგებლა მისი კანონიერით უფლებით, წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე და ახლა ჩვენ უკვე ველოდებით სასამართლო პროცესზე სააკაშვილის გამოსვლას. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ვინაიდან ეს პროცესი არ არის - "რაღაც ბრალდება წარუდგინეს ადამიანს და უნდა ჩარიხინდეს ისე, რომ საზოგადოება არ იყოს ცოცხალ რეჟიმში ინფორმირებული“, ეს არის პროცესი, რომელზეც არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და არსებობს პრეცედენტები, როდესაც "ლაივ“ რეჟიმში გადაიცემა ხოლმე პროცესები და ეს სხდომაც უნდა იქნას გადაცემული, იმიტომ, რომ საზოგადოებას აინტერესებს,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"