პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელიც ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
ჩვეულებრივი რიგითი პატიმარიაო გვითხრეს და საქართველოში პოლიცია აღარ დატოვეს ყველა ჩამოიყვანეს.დაუცველია მთელი ქვეყანა.ვერტმფრენებიც კი აფრინეს.9 წელია დაპირისპირებაში და სიძულვილში გვაცხოვრებენ.
ნაცები დემოკრატიის აპოლოგეტობაზე დებენ თავს, თუმცა ჯიუტად არ უნდათ დაინახონ და აღიარონ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული რვა არჩევნებში ქართველმა ხალხმა მათ დამარცხებას მისცა ხმა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი არ აყენებს ეჭქვეშ არჩევნების შედეგებს, ნაცები მაინც ჯიუტად ცდილობენ ქვეყნის აყირავებას, არავთარ სახელმწიფოებრივ საქმიანობას არ ასრულებენ და ტყუილა იღებენ საპარლამენტო ხელფასებს, ქვეყანას და ხალხს მოსვენების საშუალებას არ აძლევენ. აჯანჯღარებენ მანამ, სანამ ხელისუფლებაში არ დაბრუნდებიან და სააკაშვილი არ გახდება პრემიერი, შემდეგ ისევ შეცვლის პუტინის მსგავსად კონსტიტუციას და გახდება პრეზიდენტი, თან სიცოცხლის ბოლომდე.
ქვეყნის ასეთი არასტაბილურობა და დასუსტება მხოლოდ რუსეთს აწყობს და კგბ-ს ჰიბრიდული ომის გეგმა წარმატებით ხორციელდება სააკაშვილის, ოპოზიციის, მათი ტელევიზიების პროპაგანდის, ზოგიერთი მღვდელმსახურის, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მოწინააღმდეგების და ა.შ. მიერ. მიზანი მარტივია - ნატოს და ევროკავშირის მიუღწევლობა, ნორმალურის ინვესტორების და ტურისტების დაფრთხობა.
ძირითადი მიზანი რუსეთს უკვე მიღწეული აქვს - სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, სამხედრო ბაზები მათ ტერიტორიებზე.