ავტორი:

ესკორტი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოვიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდა - პენიტენციური სამსახურის მაქანაში იმყოფება სააკაშვილი თუ არა, ჯერ უცნობია

ესკორტი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოვიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდა - პენიტენციური სამსახურის მაქანაში იმყოფება სააკაშვილი თუ არა, ჯერ უცნობია

დაახლოებით 45 წუთის წინ, პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ ესკორტის თანხლებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია დატოვა.

ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, იმყოფება თუ არა პენიტენციური სამსახურის ავტომობილში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესკორტის თანხლებით გორიდან თბილისისკენ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ხორციელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, გორიდან წამოსული ესკორტი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, თუმცა დაზუსტებით თქმა იმისა, რომ პენიტენციური სამსახურის მაქანაში ნამდვილად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი, რთული სათქმელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული.