"ამერიკელები მზად უნდა იყვნენ კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტის, "ომიკრონის“ გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ნაადრევია იმის თქმა, რა ქმედებებია საჭირო" - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ვარიანტის სავარაუდო შემთხვევების ფონზე.
"მზად უნდა იყოთ ნებისმიერი რამისთვის და ყველაფრისთვის, მაგრამ ძალიან ადრეა იმის თქმა, გვჭირდება თუ არა ახალი “ლოქდაუნები“,- აღნიშნა ფაუჩიმ.
მისი თქმით, შესაძლებელია, რომ "ომიკრონი“ უკვე შეერთებულ შტატებშიც იყოს გავრცელებული, თუმცა ოფიციალური შემთხვევა არ დადასტურებულა.
კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და "ომიკრონი“ უწოდა