ავტორი:

"ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები" - რას აცხადებს ჯანმო

"ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები" - რას აცხადებს ჯანმო

"ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მაგრამ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები იმის დასადგენად, ამის მიზეზი "ომიკრონია“ თუ სხვა ფაქტორები.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ უცნობია ისიც, იწვევს თუ არა "ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის "დელტასთან“ შედარებით.

"ჯერჯერობით გაურკვეველია, იწვევს თუ არა "ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის "დელტასთან“ შედარებით. წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა კონკრეტულად "ომიკრონით“ დაინფიცირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ისინი მუშაობენ ტექნიკურ პარტნიორებთან იმის დასადგენად, რა პოტენციური ზეგავლენა აქვს "ომიკრონ“ ვარიანტს კორონავირუსის საწინააღმდეგო არსებულ ზომებზე, მათ შორის ვაქცინებზე.

"ვაქცინები რჩება კრიტიკულად მნიშვნელოვან ზომად მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად, მათ შორის დომინანტური ვარიანტის, "დელტას“ წინააღმდეგ,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.