საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სადაც მოსახლეობას სჯერა დაჩიპვის, 5G ანტენებისა და პანდემიის ურთიერთკავშირის, ამ ბოდვასაც დაიჯერებენ" - რას ამბობს ამირან სალუქვაძე გიორგი ჩალაძის განცხადებაზე
"სადაც მოსახლეობას სჯერა დაჩიპვის, 5G ანტენებისა და პანდემიის ურთიერთკავშირის, ამ ბოდვასაც დაიჯერებენ" - რას ამბობს ამირან სალუქვაძე გიორგი ჩალაძის განცხადებაზე

ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძე, ანა­ლი­ტი­კო­სი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ambebi.ge- სთან გე­ნე­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი ჩა­ლა­ძის გან­ხა­დე­ბას აფა­სებს. ექ­სპერ­ტის თქმით, ჩა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას სჯე­რა და­ჩიპ­ვის, 5G ან­ტე­ნე­ბი­სა და პან­დე­მი­ის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რის, ამ ბოდ­ვა­საც და­ი­ჯე­რე­ბენ. რა ტი­პის რა­და­რი დგას ნეტა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლად ას­ხი­ვებს, კე­დელ­ში და წვრილ გი­სო­სებ­ში ატანს და მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვილს აზი­ა­ნებს? ბოდ­ვაა და ბოდ­ვა­ზე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი კო­მენ­ტა­რი? ფი­ზი­კა­ზე ან წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ან აბო­ლებს სა­ა­კაშ­ვი­ლის ფან-კლუბს, რა ავ­ტო­მო­ბილ­ზეც ლა­პა­რა­კო­ბენ, მა­სე­თი 9 წელი დაჰ­ყვე­ბო­და კორ­ტეჟ­ში სა­ა­კაშ­ვილს, რო­დე­საც ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო" - გა­ნა­ცხა­და ambebi.ge -სთან ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძემ.

გი­ორ­გი ჩა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ლა­ტის ფან­ჯრის ქვე­ვით დგას ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ელექ­რო­მაგ­ნი­ტურ ტალ­ღებს ას­ხი­ვებს. ჩა­ლა­ძის თქმით, მას გა­და­ღე­ბუ­ლი აქვს ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, გა­მოს­ხი­ვე­ბა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ლა­ტის ფან­ჯა­რას­თან მდგო­მი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ვრცელ­დე­ბა, იწ­ვევს სის­ხლის გა­თეთ­რე­ბას, ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებს და სიკ­ვდილ­საც კი.

„ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ფან­ჯა­რას­თან დგას მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ას­ხი­ვებს ელექტრო­მაგ­ნი­ტურ ტალ­ღებს. ეს არის ე.წ. სის­ტე­მა კუ­პო­ლი, ან „გუმ­ბა­თი“, რისი გა­მოს­ხი­ვე­ბაც მი­ნი­მუმ 100 მეტ­რის რა­დი­უს­ზე სა­სი­ცო­ცხლო საფრ­თხეს უქ­მნის ყვე­ლა გარ­შე­მომ­ყოფს, იწ­ვევს სის­ხლის გა­თეთ­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი კად­რე­ბით 1 კმ-ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ეს გა­მოს­ხი­ვე­ბა და ეს იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კურ შეშ­ლი­ლო­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბის მოს­პო­ბას და სიკ­ვდილს. ამას შე­უძ­ლია მოკ­ლას ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და ყვე­ლა ვინც ამ მან­ქა­ნას­თან 100 მეტ­რის რა­დი­უს­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ეს მან­ქა­ნა იმ წუ­თი­დან იმ­ყო­ფე­ბა აქ, როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გად­მო­იყ­ვა­ნეს. ამით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კლა­ვენ. ვთხოვ ნინო ლომ­ჯა­რი­ას შე­ის­წავ­ლოს ფაქ­ტი და მე ვთხოვ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, რომ ამა­ზე მო­ახ­დი­ნონ უმ­კაც­რე­სი რე­აქ­ცია“ - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­თან ჩა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყოფილი ნაცი =ქოცს
13

სალუქვაძის 2012-მდე პოსტები დადეთ, მიშხუილას რო აქებს და ადიდებს. გან-ნაცდა და გაქოცდა 

კუბა ლიბრე
18

"ჰავანის სინდრომს" უჩალიჩებს ოცნება. ფულის გულისთვის ყველაფერზე სპასობნები არიან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სადაც მოსახლეობას სჯერა დაჩიპვის, 5G ანტენებისა და პანდემიის ურთიერთკავშირის, ამ ბოდვასაც დაიჯერებენ" - რას ამბობს ამირან სალუქვაძე გიორგი ჩალაძის განცხადებაზე

"სადაც მოსახლეობას სჯერა დაჩიპვის, 5G ანტენებისა და პანდემიის ურთიერთკავშირის, ამ ბოდვასაც დაიჯერებენ" - რას ამბობს ამირან სალუქვაძე გიორგი ჩალაძის განცხადებაზე

ამირან სალუქვაძე, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ambebi.ge- სთან გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განხადებას აფასებს. ექსპერტის თქმით, ჩალაძის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

"სადაც მოსახლეობას სჯერა დაჩიპვის, 5G ანტენებისა და პანდემიის ურთიერთკავშირის, ამ ბოდვასაც დაიჯერებენ. რა ტიპის რადარი დგას ნეტა, რომელიც მიმართულად ასხივებს, კედელში და წვრილ გისოსებში ატანს და მხოლოდ სააკაშვილს აზიანებს? ბოდვაა და ბოდვაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი? ფიზიკაზე ან წარმოდგენა არ აქვს, ან აბოლებს სააკაშვილის ფან-კლუბს, რა ავტომობილზეც ლაპარაკობენ, მასეთი 9 წელი დაჰყვებოდა კორტეჟში სააკაშვილს, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო" - განაცხადა ambebi.ge -სთან ამირან სალუქვაძემ.

გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრის ქვევით დგას ავტომობილი, რომელიც ელექრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს. ჩალაძის თქმით, მას გადაღებული აქვს ვიდეომასალა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. მისივე მტკიცებით, გამოსხივება, რომელიც სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან მდგომი ავტომობილიდან ვრცელდება, იწვევს სისხლის გათეთრებას, ფსიქიკურ პრობლემებს და სიკვდილსაც კი.

„ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ან „გუმბათი“, რისი გამოსხივებაც მინიმუმ 100 მეტრის რადიუსზე სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. დღევანდელი ჩვენი კადრებით 1 კმ-ზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება და ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ყველა ვინც ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსზე იმყოფება. ეს მანქანა იმ წუთიდან იმყოფება აქ, როცა მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანეს. ამით მიხეილ სააკაშვილს კლავენ. ვთხოვ ნინო ლომჯარიას შეისწავლოს ფაქტი და მე ვთხოვ დიპლომატიურ კორპუსს, რომ ამაზე მოახდინონ უმკაცრესი რეაქცია“ - განუცხადა ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჩალაძემ.