ავტორი:

"ომიკრონით" დაზაფრულებს ეს სიახლე, შესაძლოა, ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

"ომიკრონით" დაზაფრულებს ეს  სიახლე, შესაძლოა, ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შესახებ წერს. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, სამხრეთ აფრიკელი ექიმები "ომიკრონის" შესახებ დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ.

"ომიკრონით დაზაფრულებს დღის ბოლო სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს, როგორც სამხრეთ აფრიკელი ექიმი აცხადებს, ვინც ომიკრონით დაავადებულ პაციენტებს აკვირდება "უჩვეულოაო, მაგრამ სიმპტომები პაციენტების უმრავლესობას მსუბუქი აქვსო". ასევე სამხრეთ აფრიკის იმ ნაწილში სადაც ბევრია ომიკრონის შემთხვევები პაციენტების უდიდესი ნაწილი კლინიკებში აუცრელები არიან.ატარეთ პირბადე და აიცერით რაც შეიძლება მალე!" - წერს "ფეისბუქში" კულუმბეგოვი.