სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი მთავრდება და განსაკუთრებული არც ეს ურთიერთობა იყო" - ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ: რას წერს ბალანჩივაძე "ფეისბუქში"
"ყველაფერი მთავრდება და განსაკუთრებული არც ეს ურთიერთობა იყო" - ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ: რას წერს ბალანჩივაძე "ფეისბუქში"

თბი­ლის­ში კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ოჯა­ხი და­ინ­გრა. სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, დი­ზა­ი­ნე­რი ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე და პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი და­შორ­დნენ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამის შე­სა­ხებ ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ფე­ის­ბუქ-პოს­ტი­დან გა­ი­გო.

"ერ­თა­დერ­თი, რაც მე და კო­ტეს სა­ერ­თო გვქონ­და, Freddie Mercury-ს სიყ­ვა­რუ­ლი იყო!“ - და­წე­რა დი­ზა­ი­ნერ­მა, რის შემ­დე­გაც კი­დევ ერთი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ფრა­ზაა ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რი­დან: "ყვე­ლა­ფე­რი რა­საც ხე­დავ, წარ­მო­სახ­ვის ნა­წი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ხე­დავ, ტყუ­ი­ლი", - და­წე­რა მან.

და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი "ფე­ის­ბუქ" მე­გობ­რე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა:

"იმე­დია, დრო­ე­ბი­თია",

"ეკუ­ნა, ვი­თომ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი მთავ­რდე­ბა?"

დი­ზა­ი­ნე­რის პა­სუ­ხი კი ასე­თი იყო: :"დრო­ე­ბი­თე­ბი იყო, გა­ვი­ა­რეთ... ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არც ეს ურ­თი­ერ­თო­ბა იყო ნამ­დვი­ლად...“

კოტე მა­თი­თაშ­ვილ­მა და ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში იქორ­წი­ნეს. კო­ტეს­თვის ეს მე­ო­რე ოჯა­ხი იყო, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას ორი შვი­ლი ჰყავს. ეკას­თვის კო­ტეს­თან ქორ­წი­ნე­ბა მე­სა­მე იყო. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან დი­ზა­ი­ნერს ერთი ვაჟი ჰყავს.

ჩან­და, რომ წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად იყო, ისი­ნი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­დნენ ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ერ­თმა­ნეთ­ზე სა­უბ­რობ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქორ­წი­ნე­ბი­დან მალე კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცი­დან გაქ­რა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი ambebi.ge-ს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, სა­დაც ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და და ამ­ბობ­და, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­და. ამ პე­რი­ოდ­ში უარი თქვა პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზეც და ზო­გა­დად სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

მა­შინ მე­უღ­ლე­ზე ამ­ბობ­და, რომ მხარ­ში და­უდ­გა და მის­თვის ამ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვის დროს, ყა­ვარ­ჯნის რო­ლიც კი იტ­ვირ­თა.

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი:

- უდი­დე­სი როლი აქვს ჩემ გვერ­დით მდგომ ადა­მი­ანს. მე­უღ­ლეა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახლო მყო­ფი ადა­მი­ა­ნი და ბუ­ნებ­რი­ვია, ეკას მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მე შევ­ცვა­ლე რე­ჟი­მი, შევ­წყვი­ტე სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი, მისი მხრი­დან არ ყო­ფი­ლა მი­თი­თე­ბა ან თხოვ­ნა - აბა, ახლა იქ­ნებ რამე და­ი­წყო! შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეკა ყა­ვარ­ჯე­ნი­ვით ამო­მიდ­გა. 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მქო­ნია პე­რი­ო­დი, თუნ­დაც ერთი დღე არ მეშ­რო­მა. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, უცებ ასე­თი კოტე რომ გაჩ­ნდა, იფიქ­რა იმ ადა­მი­ან­მა, - რა­ღაც ისე ვერ არი­სო. რო­გორც კი მიხ­ვდა, რომ ემო­ცი­ე­ბის და­წყნა­რე­ბა, დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის დაბ­ლა და­წე­ვა მჭირ­დე­ბო­და, სრუ­ლი­ად ემ­პა­თი­ით მი­უდ­გა ამ ამ­ბავს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­და და ახალ კლი­ნი­კა­ში გა­ნაგ­რძო საქ­მი­ა­ნო­ბა. კოტე მა­თი­თაშ­ვილს ასე­ვე ერთ-ერთ რა­დი­ო­ში გა­და­ცე­მა მიჰ­ყავს.

რა გახ­და წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე ცხოვ­რე­ბის ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან მი­იჩ­ნევს, რომ მას და კო­ტეს ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თო, ფრე­დი მერ­კუ­რის სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
0

განსაკუთრებულს რას ელოდებოდი ეკუნა?არ ღირს ასეთი კაცის დაკარგვა დაფიქრდი ,ინანებ!

მკიდი....
0

რა საინტერესოაააააააა.........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ყველაფერი მთავრდება და განსაკუთრებული არც ეს ურთიერთობა იყო" - ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ: რას წერს ბალანჩივაძე "ფეისბუქში"

"ყველაფერი მთავრდება და განსაკუთრებული არც ეს ურთიერთობა იყო" - ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი დაშორდნენ: რას წერს ბალანჩივაძე "ფეისბუქში"

თბილისში კიდევ ერთი პოპულარული ოჯახი დაინგრა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე და პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი დაშორდნენ.

საზოგადოებამ ამის შესახებ ეკა ბალანჩივაძის ფეისბუქ-პოსტიდან გაიგო.

"ერთადერთი, რაც მე და კოტეს საერთო გვქონდა, Freddie Mercury-ს სიყვარული იყო!“ - დაწერა დიზაინერმა, რის შემდეგაც კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ფრაზაა ცნობილი სიმღერიდან: "ყველაფერი რასაც ხედავ, წარმოსახვის ნაწილია, ყველაფერი, რასაც ხედავ, ტყუილი", - დაწერა მან.

დაშორების შესახებ ეკა ბალანჩივაძის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მისი "ფეისბუქ" მეგობრების კომენტარები მოჰყვა:

"იმედია, დროებითია",

"ეკუნა, ვითომ ასეთი სიყვარული მთავრდება?"

დიზაინერის პასუხი კი ასეთი იყო: :"დროებითები იყო, გავიარეთ... ყველაფერი მთავრდება და განსაკუთრებული არც ეს ურთიერთობა იყო ნამდვილად...“

კოტე მათითაშვილმა და ეკა ბალანჩივაძემ 2018 წლის აგვისტოში იქორწინეს. კოტესთვის ეს მეორე ოჯახი იყო, პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავს. ეკასთვის კოტესთან ქორწინება მესამე იყო. პირველი ქორწინებიდან დიზაინერს ერთი ვაჟი ჰყავს.

ჩანდა, რომ წყვილის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყო, ისინი ბევრს მოგზაურობდნენ, ხშირად აქვეყნებდნენ ერთად გადაღებულ ფოტოებს, ინტერვიუებში ერთმანეთზე საუბრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქორწინებიდან მალე კოტე მათითაშვილი სატელევიზიო სივრციდან გაქრა. რამდენიმე თვის წინ კი ambebi.ge-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ალკოჰოლდამოკიდებულებაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ გარკვეული პერიოდი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა. ამ პერიოდში უარი თქვა პლასტიკურ ქირურგიაზეც და ზოგადად სამედიცინო საქმიანობაზე.

მაშინ მეუღლეზე ამბობდა, რომ მხარში დაუდგა და მისთვის ამ ცხოვრებისეული სირთულის გადალახვის დროს, ყავარჯნის როლიც კი იტვირთა.

კოტე მათითაშვილი:

- უდიდესი როლი აქვს ჩემ გვერდით მდგომ ადამიანს. მეუღლეა ყველაზე მნიშვნელოვანი ახლო მყოფი ადამიანი და ბუნებრივია, ეკას მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე შევცვალე რეჟიმი, შევწყვიტე სამსახურში სიარული, მისი მხრიდან არ ყოფილა მითითება ან თხოვნა - აბა, ახლა იქნებ რამე დაიწყო! შეიძლება ითქვას, რომ ეკა ყავარჯენივით ამომიდგა. 25 წლის განმავლობაში არ მქონია პერიოდი, თუნდაც ერთი დღე არ მეშრომა. ამ ყველაფრის შემდეგ, ახალ რეალობაში, უცებ ასეთი კოტე რომ გაჩნდა, იფიქრა იმ ადამიანმა, - რაღაც ისე ვერ არისო. როგორც კი მიხვდა, რომ ემოციების დაწყნარება, დუღილის ტემპერატურის დაბლა დაწევა მჭირდებოდა, სრულიად ემპათიით მიუდგა ამ ამბავს.

რამდენიმე თვის წინ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პლასტიკური ქირურგი სამედიცინო საქმიანობას დაუბრუნდა და ახალ კლინიკაში განაგრძო საქმიანობა. კოტე მათითაშვილს ასევე ერთ-ერთ რადიოში გადაცემა მიჰყავს.

რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეკა ბალანჩივაძე ცხოვრების ამ გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ მას და კოტეს ერთადერთი საერთო, ფრედი მერკურის სიყვარული ჰქონდათ.