მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეიწყალებს, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება" - სააკაშვილის საქმის მოსამართლე
"თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეიწყალებს, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება" - სააკაშვილის საქმის მოსამართლე

პა­ტიმ­რო­ბა რომ არ გაგ­ვე­უქ­მე­ბი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად შე­წყა­ლე­ბი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­რო­ში დარ­ჩე­ბო­და. ახლა, თუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იმ დას­კვნამ­დე მივა, რომ შე­ი­წყა­ლებს, ჩვენ­თან პა­ტიმ­რო­ბა კი არა, არა­ნა­ი­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა აღარ აქვს და გა­რეთ იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის გან­მხილ­ვე­ლი კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გან­მარ­ტა, რა­ტომ გა­უ­უქ­მა სა­სა­მარ­თლომ იმა­ვე საქ­მის წინა სხდო­მა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა.

გარ­და ამი­სა, ორ­კო­დაშ­ვილს აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ა­კაშ­ვილს 29 ნო­ემ­ბერს ჩა­ნიშ­ნულ სხდო­მა­ზე მი­იყ­ვა­ნენ და აცხა­დებს, რომ თუ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს არ და­ეს­წრე­ბა, სხდო­მას არ ჩა­ა­ტა­რე­ბენ.

"ალ­ბათ ვე­რა­ვინ გა­ბე­დავს, რომ კონ­სი­ლი­უ­მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­დეს და არ მო­იყ­ვა­ნონ თუ ისი­ნი იტყვი­ან, რომ მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ თუ არ მო­იყ­ვა­ნენ, მის გა­რე­შე საქ­მეს არ გან­ვი­ხი­ლავთ. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ იქ­ნე­ბა სხდო­მა­ზე. უს­ვა­მენ ხაზს, რომ ფი­ზი­კუ­რად კარ­გა­დაა, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლია. პლუს ამას, იქამ­დე რამ­დე­ნი­მე დღეა“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მო­სა­მარ­თლე გან­მარ­ტავს, რა­ტომ გა­ი­მარ­თა წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის დას­წრე­ბის გა­რე­შე.

"სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ემორ­ჩი­ლე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტოს და არა სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. რო­დე­საც ჩვენ მოგ­ვდის სა­ბუ­თი, სა­დაც წე­რია, რომ პა­ტი­მა­რი ვერ მოჰ­ყავთ მისი ჯან­მრთლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ ხომ ექი­მე­ბი არ ვართ, ეს ადა­მი­ა­ნი ან გზა­ში რომ გახ­დეს ცუ­დად ან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და რამე და­ე­მარ­თოს, ჩვენ რა უნდა ვქნათ?“- გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლემ.

კი­თხვა­ზე, მი­ე­ცე­მა თუ არა სა­ა­კაშ­ვილს მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა, მო­სა­მარ­თლე ორ­კო­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თა­ვად ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის.

„სა­ერ­თოდ, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი სხდო­მა, სა­დაც ასე­თი გან­ცხა­დე­ბა უნდა გა­კეთ­დეს. მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან, გა­მორ­ჩე­ულ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე და სა­უ­ბა­რია მე­სა­მე პრე­ზი­დენტზე, ასე­ვე არის ეჭი, რომ ის სპე­ცი­ა­ლუ­რად არ მოჰ­ყავთ, რა თქმა უნდა, თუ მას მო­იყ­ვა­ნენ, არც მე და ვფიქ­რობ, არც ჩემი კო­ლე­გე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს“,- გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს, სა­დაც ასა­ხუ­ლია, რო­გორც გა­დაჰ­ყავთ სა­ა­კაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გლ­და­ნის ცი­ხე­ში, ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ კად­რებ­ზე რო­გორც ადა­მი­ან­სა და მო­სა­მარ­თლეს, მძი­მე რე­აქ­ცია ჰქონ­და.

„ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. მკვლე­ლიც რომ იყოს ადა­მი­ა­ნი, მი­სად­მი მოქ­ცე­ვა ფარ­გლებ­ში უნდა იჯ­დეს - რაც ჩვენ გვაჩ­ვე­ნეს, საკ­მა­ოდ მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ორ­კო­დაშ­ვილ­მა.

მო­სა­მარ­თლე ასე­ვე სა­უბ­რობს გლ­და­ნის ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ შე­საძ­ლო ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლა­ზე და ამ­ბობს - „ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მო­იკ­ვლიო და თუ მიხ­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ამ ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია, შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცე­მა“.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­სა­მარ­თლე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლონ, ორ­კო­დაშ­ვი­ლის­თვის ეს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია.

„მე, რო­გორც მო­სა­მარ­თლეს, ეს შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებს. გა­მო­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თურ­მე, არ ვართ ისე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ბე­დულ და სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ. რა­ტომ უნდა გა­ნი­ხი­ლოს უცხო­ელ­მა და რა­ტომ არა ლია ორ­კო­დაშ­ვილ­მა? გა­და­ხე­დონ ჩემს წარ­სულს“,- გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ორ­კო­დაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა.

„რო­გორც მო­სა­მარ­თლემ თუ იცი, რომ თუნ­დაც ნული მთე­ლი მე­მი­ლი­ო­ნე­დი რა­ღაც და­გი­შა­ვე­ბია, გა­ჩუმ­დე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ადა­მი­ა­ნი და მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­საც არა­ფე­რი და­გი­შა­ვე­ბია, არ მი­გი­ღია იმ ადა­მი­ა­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რო­დე­საც შენ­ზე ასეთ ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა... ექიმ­თან წას­ვლაც დამ­ჭირ­და ნერ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცდა მქონ­და. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე“,- გა­ნა­ცხა­და ლი­ა­ნა ორ­კო­დაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ პირ­ვე­ლის“ გა­და­ცე­მა „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 29 ნო­ემ­ბერს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, მის­ცემს თუ არა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
0

ეს თუ მოსამართლეა, ძალიან სულელური ინტერვიუა

რანელი
1

დიახაც ძალიან საეჭვოა ის გარემოება, რომ არცერთ ძიებაში მყოფ საქმეზე სააკაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეფარდებული არა აქვს; ერთ-ერთზე შეფარდებულიც კი გააუქმეს(?) რატომ? ხომ არ ამზადებენ მის შეწყალებას მისჯილ საქმეებზე და გათავისუფლებას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეიწყალებს, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება" - სააკაშვილის საქმის მოსამართლე

"თუ სალომე ზურაბიშვილი მივა იმ დასკვნამდე, რომ შეიწყალებს, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება" - სააკაშვილის საქმის მოსამართლე

პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ გაუუქმა სასამართლომ იმავე საქმის წინა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

გარდა ამისა, ორკოდაშვილს აქვს მოლოდინი, რომ სააკაშვილს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე მიიყვანენ და აცხადებს, რომ თუ ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დაესწრება, სხდომას არ ჩაატარებენ.

"ალბათ ვერავინ გაბედავს, რომ კონსილიუმის წინააღმდეგ წავიდეს და არ მოიყვანონ თუ ისინი იტყვიან, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია. მაგრამ თუ არ მოიყვანენ, მის გარეშე საქმეს არ განვიხილავთ. რატომღაც მგონია, რომ იქნება სხდომაზე. უსვამენ ხაზს, რომ ფიზიკურად კარგადაა, გადაადგილება შეუძლია. პლუს ამას, იქამდე რამდენიმე დღეა“, - განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

ამასთან, მოსამართლე განმარტავს, რატომ გაიმართა წინა სასამართლო სხდომა სააკაშვილის დასწრების გარეშე.

"სასჯელაღსრულების დაწესებულება ემორჩილება იუსტიციის სამინისტოს და არა სასამართლო ხელისუფლებას. როდესაც ჩვენ მოგვდის საბუთი, სადაც წერია, რომ პატიმარი ვერ მოჰყავთ მისი ჯანმრთლეობის მდგომარების გათვალისწინებით, ჩვენ ხომ ექიმები არ ვართ, ეს ადამიანი ან გზაში რომ გახდეს ცუდად ან სასამართლო პროცესზე და რამე დაემართოს, ჩვენ რა უნდა ვქნათ?“- განაცხადა მოსამართლემ.

კითხვაზე, მიეცემა თუ არა სააკაშვილს მომდევნო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სიტყვით გამოსვლის უფლება, მოსამართლე ორკოდაშვილი ამბობს, რომ თავად ამის წინააღმდეგი არ არის.

„საერთოდ, სასამართლო სხდომა არ არის პოლიტიკური სხდომა, სადაც ასეთი განცხადება უნდა გაკეთდეს. მაგრამ, ვინაიდან, გამორჩეულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და საუბარია მესამე პრეზიდენტზე, ასევე არის ეჭი, რომ ის სპეციალურად არ მოჰყავთ, რა თქმა უნდა, თუ მას მოიყვანენ, არც მე და ვფიქრობ, არც ჩემი კოლეგები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ განცხადება გააკეთოს“,- განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ასახულია, როგორც გადაჰყავთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში, ლიანა ორკოდაშვილი ამბობს, რომ ამ კადრებზე როგორც ადამიანსა და მოსამართლეს, მძიმე რეაქცია ჰქონდა.

„ძალიან განვიცადე. მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა ფარგლებში უნდა იჯდეს - რაც ჩვენ გვაჩვენეს, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო“, - განაცხადა ორკოდაშვილმა.

მოსამართლე ასევე საუბრობს გლდანის ციხეში პატიმრების მხრიდან სააკაშვილის მიმართ შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და ამბობს - „ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და თუ მიხვედი დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია, შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცემა“.

რაც შეეხება საკითხს, რომ სააკაშვილის საქმე საერთაშორისო მოსამართლეებმა განიხილონ, ორკოდაშვილისთვის ეს შეურაცხმყოფელია.

„მე, როგორც მოსამართლეს, ეს შეურაცხყოფას მაყენებს. გამოდის, რომ საქართველოში, თურმე, არ ვართ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც გაბედულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. რატომ უნდა განიხილოს უცხოელმა და რატომ არა ლია ორკოდაშვილმა? გადახედონ ჩემს წარსულს“,- განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

ამასთან, ორკოდაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილის წინა სასამართლო სხდომის შემდეგ მოსამართლეების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ ძალიან ინერვიულა.

„როგორც მოსამართლემ თუ იცი, რომ თუნდაც ნული მთელი მემილიონედი რაღაც დაგიშავებია, გაჩუმდები, მაგრამ როგორც ადამიანი და მოსამართლე, რომელსაც არაფერი დაგიშავებია, არ მიგიღია იმ ადამიანის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და როდესაც შენზე ასეთ ინფორმაცია ვრცელდება... ექიმთან წასვლაც დამჭირდა ნერვებთან დაკავშირებით, ისეთი სერიოზული განცდა მქონდა. ძალიან ვინერვიულე“,- განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.