მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა" - რა განცხადებას ავრცელებს შსს ტყიბულში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაზე?
"მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა" - რა განცხადებას ავრცელებს შსს ტყიბულში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაზე?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტყი­ბულ­ში, მი­წის მა­სის ქვეშ მო­ყო­ლილ ერთ-ერთ ადა­მი­ა­ნამ­დე ჩას­ვლა მო­ხერ­ხდა და ის ამ დრო­ის­თვის კონ­ტაქ­ტუ­რია.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქის ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია ტყი­ბულ­ში, ერთ-ერთ შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ.

ინი­ცი­ა­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­რი­ე­რის გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მი­წის მასა ჩა­მო­ი­შა­ლა, რა დრო­საც, შახ­ტა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ იმ­ყო­ფე­ბო­და ორი მო­ქა­ლა­ქე. ად­გილ­ზე და­სახ­მა­რებ­ლად შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­ვიდ­ნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის პირ­ვე­ლი მო­რე­ა­გი­რე ჯგუ­ფე­ბი და შახ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია.

მაშ­ვე­ლებ­მა ჩა­ა­ტა­რეს შახ­ტის გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რათა უსაფრ­თხოდ მომ­ხდა­რი­ყო მაშ­ვე­ლე­ბის ჩას­ვლა შახ­ტა­ში ჩარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­თან. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­ხერ­ხდა მი­წის მა­სის ქვეშ მო­ყო­ლილ ერთ-ერთ ადა­მი­ა­ნამ­დე ჩას­ვლა.

მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­მოყ­ვა­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქის ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის, იმე­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ჯგუ­ფე­ბი. მო­ბი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან ცენ­ტრა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნათი
1

უფალს ვთხოვ მოიძებნოს და გადაარჩინოს მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა" - რა განცხადებას ავრცელებს შსს ტყიბულში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაზე?

"მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა" - რა განცხადებას ავრცელებს შსს ტყიბულში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაზე?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა მოხერხდა და ის ამ დროისთვის კონტაქტურია.

უწყების ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში მომხდარი შემთხვევის შესახებ.

ინიციატორის ინფორმაციით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე. ადგილზე დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები და შახტის ტერიტორიაზე დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია.

მაშველებმა ჩაატარეს შახტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მაშველების ჩასვლა შახტაში ჩარჩენილ ადამიანებთან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა.

მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები" - ნათქვამია განცხადებაში.