საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარულს ასაკი არ ჰქონია...შვილებსაც უნდოდათ, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა და მე მასზე ვიზრუნებდი" - ეკა არჩვაძისა და გია დავითიანის ოჯახური იდილია
"სიყვარულს ასაკი არ ჰქონია...შვილებსაც უნდოდათ, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა და მე მასზე ვიზრუნებდი" - ეკა არჩვაძისა და გია დავითიანის ოჯახური იდილია

კვარ­ტეტ "ალი­ლოს" წევ­რი გია და­ვი­თი­ა­ნი პრე­სის­თვის ყო­ველ­თვის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია. მომ­ღე­რალ­მა მე­ო­რედ 62 წლის ასაკ­ში იქორ­წი­ნა. პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე წლე­ბის წინ და­ე­ღუ­პა. რო­გორც ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შეხ­ვედ­რია ქალი, რო­მელ­ზეც და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტ­და.

თუმ­ცა ერთი წლის წინ, მის ცხოვ­რე­ბა­ში ის სა­სურ­ვე­ლი ქალი გა­მოჩ­ნდა. ეკა არჩვა­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია და წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად თე­ბერ­ვალ­ში იქორ­წი­ნა. ქალს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავს. მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე კი ცნო­ბი­ლი ექი­მი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და იუ­მო­რის­ტი ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი იყო.

"ჩემს შვი­ლებ­საც უნ­დო­დათ, რომ ჩემს გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემ­ზე იზ­რუ­ნებ­და და მე მას­ზე ვიზ­რუ­ნებ­დი. და­მე­თან­ხმე­ბით, მარ­ტო­ო­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. მით უმე­ტეს, როცა სე­რი­ო­ზულ ასაკს აღ­წევ, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ძა­ლი­ან რთუ­ლია ხმის გამ­ცე­მის გა­რე­შე. ბე­დად ისე მოხ­და, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ ის ჩემი მე­უღ­ლე გამ­ხდა­რი­ყო.

შევ­თან­ხმდით, რომ დრო, რო­მე­ლიც წინ გვაქვს, ერ­თად გა­ვა­ტა­როთ. მეც მყავს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მა­საც, შვი­ლებს თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბი აქვთ და ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ღმერ­თით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და ასეც გაგ­რძელ­დე­ბა...“ - ამ­ბობს და­ვი­თი­ა­ნი თბი­ლი­სე­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გია და­ვი­თი­ან­მა ასე­ვე ისა­უბ­რა მძი­მე ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც ეკას ვაჟი შო­თი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცირ­და და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იწვა.

ეკა არჩვა­ძე შვილ­თან ერ­თად

"სიყ­ვა­რულს ასა­კი ნამ­დვი­ლად არ ჰქო­ნია. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და: გია, რა გჭირს, პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით ხარო. ყვე­ლა­ფერ­ში მე­ტყო­ბო­და, რომ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. მე მგო­ნია, რომ ეს ცუდი არ არის, ძა­ლი­ან კარ­გია და მად­ლო­ბა ღმერ­თს ამის­თვის. ცოტა ხნის წინ, კვა­რი­ათ­ში ვი­ყა­ვით. ლა­მა­ზად და­ვის­ვე­ნეთ, კარ­გი ამინ­დე­ბი დაგ­ვემ­თხვა. ძა­ლი­ან მძი­მე ზა­ფხუ­ლი გვქონ­და.

დედა გარ­და­მეც­ვა­ლა, ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის გა­რე­შეც 62 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთი დღე არ გა­მი­ტა­რე­ბია. ხელ­ში ჩა­მაკ­ვდა, მის პულსზე მე­ჭი­რა ხელი და ბოლო დარ­ტყმა ვიგ­რძე­ნი. მერე ეკას შვი­ლი – შო­თი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი და­ინ­ფი­ცირ­და კო­ვი­დით, ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ და მთე­ლი ზა­ფხუ­ლი თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რეთ გან­ცდებ­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში" - ამ­ბობს და­ვი­თი­ა­ნი.

ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი მისი და ეკა არჩვა­ძის ვაჟ­თან ერ­თად

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალა
17

იხარეთ და იბედნიერეთ,ძალიან დიდხანს გყოლოდეთ ერთმანეთი.აფსუს,ტატიშვილო,რომ ვერ შეიშვნე ასეთი მეუღლე გვერდით.

ირა
9

იხარეთ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"სიყვარულს ასაკი არ ჰქონია...შვილებსაც უნდოდათ, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა და მე მასზე ვიზრუნებდი" - ეკა არჩვაძისა და გია დავითიანის ოჯახური იდილია

"სიყვარულს ასაკი არ ჰქონია...შვილებსაც უნდოდათ, გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა და მე მასზე ვიზრუნებდი" - ეკა არჩვაძისა და გია დავითიანის ოჯახური იდილია

კვარტეტ "ალილოს" წევრი გია დავითიანი პრესისთვის ყოველთვის სასურველი სტუმარია. მომღერალმა მეორედ 62 წლის ასაკში იქორწინა. პირველი მეუღლე წლების წინ დაეღუპა. როგორც ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ამბობს, მისი გარდაცვალების შემდეგ 11 წლის განმავლობაში არ შეხვედრია ქალი, რომელზეც დაქორწინებას გადაწყვეტდა.

თუმცა ერთი წლის წინ, მის ცხოვრებაში ის სასურველი ქალი გამოჩნდა. ეკა არჩვაძე პროფესიით ექიმია და წყვილმა ოფიციალურად თებერვალში იქორწინა. ქალს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. მისი ყოფილი მეუღლე კი ცნობილი ექიმი, ტელეწამყვანი და იუმორისტი ოთარ ტატიშვილი იყო.

"ჩემს შვილებსაც უნდოდათ, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ჩემზე იზრუნებდა და მე მასზე ვიზრუნებდი. დამეთანხმებით, მარტოობა ძალიან ძნელია. მით უმეტეს, როცა სერიოზულ ასაკს აღწევ, ელემენტარულად, ძალიან რთულია ხმის გამცემის გარეშე. ბედად ისე მოხდა, რომ ასეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის ჩემი მეუღლე გამხდარიყო.

შევთანხმდით, რომ დრო, რომელიც წინ გვაქვს, ერთად გავატაროთ. მეც მყავს შვილიშვილები, მასაც, შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ და ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთმანეთის გვერდით ვყოფილიყავით. ღმერთით, ყველაფერი კარგად არის და ასეც გაგრძელდება...“ - ამბობს დავითიანი თბილისელებთან ინტერვიუში.

გია დავითიანმა ასევე ისაუბრა მძიმე ზაფხულზე, როდესაც ეკას ვაჟი შოთიკო ტატიშვილი კოვიდით დაინფიცირდა და მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა.

ეკა არჩვაძე შვილთან ერთად

"სიყვარულს ასაკი ნამდვილად არ ჰქონია. იმ პერიოდში ყველა მეუბნებოდა: გია, რა გჭირს, პატარა ბიჭივით ხარო. ყველაფერში მეტყობოდა, რომ ბედნიერი ვიყავი. მე მგონია, რომ ეს ცუდი არ არის, ძალიან კარგია და მადლობა ღმერთს ამისთვის. ცოტა ხნის წინ, კვარიათში ვიყავით. ლამაზად დავისვენეთ, კარგი ამინდები დაგვემთხვა. ძალიან მძიმე ზაფხული გვქონდა.

დედა გარდამეცვალა, ქალბატონი, რომლის გარეშეც 62 წლის განმავლობაში, ერთი დღე არ გამიტარებია. ხელში ჩამაკვდა, მის პულსზე მეჭირა ხელი და ბოლო დარტყმა ვიგრძენი. მერე ეკას შვილი – შოთიკო ტატიშვილი დაინფიცირდა კოვიდით, ძალიან მძიმედ იყო, რეანიმაციაში იწვა. ძალიან ვინერვიულეთ და მთელი ზაფხული თბილისში გავატარეთ განცდებსა და დაძაბულობაში" - ამბობს დავითიანი.

ოთარ ტატიშვილი მისი და ეკა არჩვაძის ვაჟთან ერთად