პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავ პარასკევს" ყველაზე იაფად ბათუმის საკრებულო იყიდებოდა - გესაუბრებით საბჭოთა სოციალისტური ბათუმიდან" - მირდატ ქამადაძე
"შავ პარასკევს" ყველაზე იაფად ბათუმის საკრებულო იყიდებოდა - გესაუბრებით საბჭოთა სოციალისტური ბათუმიდან" - მირდატ ქამადაძე

დღეს, „შავ პა­რას­კევს“ ყვე­ლა­ზე ია­ფად ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო იყი­დე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა, მირ­დატ ქა­მა­და­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს მიერ 2022 წლის ბი­უ­ჯე­ტის მი­ღე­ბით ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტუ­რა დამ­ყარ­და.

"ადა­მი­ა­ნე­ბის 60%-ზე მეტს, რო­მე­ლიც წა­ვი­და არ­ჩევ­ნებ­ზე და ხმა ცვლი­ლე­ბებს მის­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეუბ­ნე­ბა, არ­ჩევ­ნებ­ზე რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ, სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სა­კითხს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ­სო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ­ჩევ­ნე­ბი სულ არ აინ­ტე­რე­სებს, ეს არის ფორ­მა­ლო­ბაო. რო­გორც ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს ბე­ლა­რუს­ში ხდე­ბო­და, რო­გორც ია­ნუ­კო­ვი­ჩის დროს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბო­და, რა­საც პუ­ტი­ნის რუ­სე­თი აკე­თებს - დიახ, ამ სამი ადა­მი­ა­ნის მმარ­თვე­ლო­ბის წე­სებს ვერ გას­ცდა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და ქა­მა­და­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში მოკ­ლეს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და გა­ა­უქ­მეს არ­ჩევ­ნე­ბი.

"მე ახლა გე­სა­უბ­რე­ბით საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ბა­თუ­მი­დან. 100 წლის წინ თუ ბა­თუ­მი ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი ქა­ლა­ქი იყო, სა­დაც საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის ჯა­რე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ და ამ ქა­ლა­ქის ოკუ­პა­ცია მოხ­და, დღეს, 100 წლის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ბა­თუ­მი პირ­ვე­ლი ქა­ლა­ქია,სა­ი­და­ნაც ამ ქვეყ­ნის გა­საბ­ჭო­ე­ბა იწყე­ბა. რაც გა­ა­კე­თა დღეს 14-მა დე­პუ­ტატ­მა, ვინც ამ სა­მარ­ცხვი­ნო ქმე­დე­ბას ხელი აუ­წია, ეს ნიშ­ნავს, რომ მათ ამ ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტუ­რა გა­მო­ა­ცხა­დეს. ამ ქვე­ყა­ნა­ში მოკ­ლეს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და გა­ა­უქ­მეს არ­ჩევ­ნე­ბი. 2 ოქ­ტომ­ბერს ბა­თუ­მე­ლებ­მა სულ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. მათ თქვეს, რომ 2022 წლი­დან ამ ქა­ლაქს სულ სხვა შე­მად­გენ­ლო­ბის საკ­რე­ბუ­ლო უნდა მარ­თავ­დეს. თუ ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა არ და­ამ­ტკი­ცებ­და წარ­მოდ­გე­ნილ ბი­უ­ჯეტს, მა­შინ ამ შემ­თხვე­ვა­ში ქა­ლაქ­ში ინიშ­ნე­ბო­და საკ­რე­ბუ­ლოს და მე­რის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ქა­მა­და­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს 2022 წლის ბი­უ­ჯე­ტი ამ ფორ­მით არ უნდა მი­ღე­ბუ­ლი­ყო, რად­გან ეს ბა­თუ­მე­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო.

„ძვე­ლი საკ­რე­ბუ­ლო­დან უთავ­მოყ­ვა­რეო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებს რა აკე­თე­ბი­ნეს დღეს, მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნეხ­ვი აჰ­კი­დეს და გა­ა­ტა­ნი­ნეს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე უნდა და­ტო­ვონ პო­ლი­ტი­კა­ში ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ ვინ­მე დღე­ვან­დე­ლი დღის შემ­დეგ კი­დევ პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ქა­მა­და­ძემ.

მან არ და­ა­კონ­კრე­ტა, თუ რა იქ­ნე­ბა ამი­ე­რი­დან ოპო­ზი­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

„დღე­ი­დან ამ ქვე­ყა­ნა­ში დიქ­ტა­ტუ­რა­ში შე­ვა­ბი­ჯეთ, დიქ­ტა­ტუ­რა დამ­ყარ­და. თო­ფი­ა­ნი კა­ცე­ბი ადა­მი­ა­ნებს, რომ ვა­და­გა­სუ­ლი საკ­რე­ბუ­ლოს ბი­უ­ჯეტს მი­ა­ღე­ბი­ნებს, კი, დიქ­ტა­ტუ­რა ეს არის და დიქ­ტა­ტუ­რა­ში წი­ნას­წარ პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვად მი­მაჩ­ნია“,- გა­ნა­ცხა­და ქა­მა­და­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლომ 2022 წლის ბი­უ­ჯე­ტი ხმა­უ­რი­სა და ოპო­ზი­ცი­ის პრო­ტეს­ტის ფონ­ზე და­ამ­ტკი­ცა. მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტი 252 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. ქა­ლა­ქის მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯეტს მხა­რი საკ­რე­ბუ­ლოს 25 დე­პუ­ტა­ტი­დან 14-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა. საკ­რე­ბუ­ლოს დღე­ვან­დელ სხდო­მას არ ეს­წრე­ბოდ­ნენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აცხა­დებ­დნენ, რომ წინა მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს არ აქვს უფ­ლე­ბა ბი­უ­ჯეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აღარაფერი მინდა
3

ამდენი წელია ვებრძვით ნაცებს და მაინც ვერ გავაქრეთ რადარებიდან, ძალიან ვნერვიულობთ და განვიცდით. 

ბაზი
5

 გასაგებია, რომ ბიუჯეტის მიუღებლობის საშუალება არ მოგცათ ოცნებამ და დაგასწროთ, მაგრამ თქვენ თუ ქვეყნის მტრები და ამომგდებები არა ხართ, რატომ გინდათ ქვეყნის უკუსვლა? (არ მიიღება ბიუჯეტი და იქნება არეულობა ...შვიშტოკი, ბოქლომი, ახალი არჩევნები) არა? არ მოგწონთ, ბიუჯეტი, როცა მიხვალთ თქვენს გემოზე შეცვალეთ, რაა საკრიახო!

ავტორი:

"შავ პარასკევს" ყველაზე იაფად ბათუმის საკრებულო იყიდებოდა - გესაუბრებით საბჭოთა სოციალისტური ბათუმიდან" - მირდატ ქამადაძე

"შავ პარასკევს" ყველაზე იაფად ბათუმის საკრებულო იყიდებოდა - გესაუბრებით საბჭოთა სოციალისტური ბათუმიდან" - მირდატ ქამადაძე

დღეს, „შავ პარასკევს“ ყველაზე იაფად ბათუმის საკრებულო იყიდებოდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ბათუმის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის მიღებით ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა.

"ადამიანების 60%-ზე მეტს, რომელიც წავიდა არჩევნებზე და ხმა ცვლილებებს მისცა, ხელისუფლება ეუბნება, არჩევნებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, საერთოდ არ მაინტერესებს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს სხვანაირად უყურებსო. ბიძინა ივანიშვილს არჩევნები სულ არ აინტერესებს, ეს არის ფორმალობაო. როგორც ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსში ხდებოდა, როგორც იანუკოვიჩის დროს უკრაინაში ხდებოდა, რასაც პუტინის რუსეთი აკეთებს - დიახ, ამ სამი ადამიანის მმართველობის წესებს ვერ გასცდა „ქართული ოცნება“,-განაცხადა ქამადაძემ.

მისი შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოკლეს თვითმმართველობის ინსტიტუტი და გააუქმეს არჩევნები.

"მე ახლა გესაუბრებით საბჭოთა სოციალისტური ბათუმიდან. 100 წლის წინ თუ ბათუმი ერთ-ერთი უკანასკნელი ქალაქი იყო, სადაც საბჭოთა ოკუპაციის ჯარები შემოვიდნენ და ამ ქალაქის ოკუპაცია მოხდა, დღეს, 100 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბათუმი პირველი ქალაქია,საიდანაც ამ ქვეყნის გასაბჭოება იწყება. რაც გააკეთა დღეს 14-მა დეპუტატმა, ვინც ამ სამარცხვინო ქმედებას ხელი აუწია, ეს ნიშნავს, რომ მათ ამ ქვეყანაში დიქტატურა გამოაცხადეს. ამ ქვეყანაში მოკლეს თვითმმართველობის ინსტიტუტი და გააუქმეს არჩევნები. 2 ოქტომბერს ბათუმელებმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. მათ თქვეს, რომ 2022 წლიდან ამ ქალაქს სულ სხვა შემადგენლობის საკრებულო უნდა მართავდეს. თუ ბათუმის საკრებულოს ახალი შემადგენლობა არ დაამტკიცებდა წარმოდგენილ ბიუჯეტს, მაშინ ამ შემთხვევაში ქალაქში ინიშნებოდა საკრებულოს და მერის ახალი არჩევნები“, - განაცხადა ქამადაძემ.

მისი განმარტებით, ბათუმის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი ამ ფორმით არ უნდა მიღებულიყო, რადგან ეს ბათუმელების შეურაცხყოფა იყო.

„ძველი საკრებულოდან უთავმოყვარეო „ქართული ოცნების“ წევრებს რა აკეთებინეს დღეს, მთელი პოლიტიკური ნეხვი აჰკიდეს და გაატანინეს, მთელი ცხოვრება ასე უნდა დატოვონ პოლიტიკაში ეს ადამიანები, თუ ვინმე დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ პოლიტიკაში დარჩება“,- განაცხადა ქამადაძემ.

მან არ დააკონკრეტა, თუ რა იქნება ამიერიდან ოპოზიციის სამოქმედო გეგმა.

„დღეიდან ამ ქვეყანაში დიქტატურაში შევაბიჯეთ, დიქტატურა დამყარდა. თოფიანი კაცები ადამიანებს, რომ ვადაგასული საკრებულოს ბიუჯეტს მიაღებინებს, კი, დიქტატურა ეს არის და დიქტატურაში წინასწარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია“,- განაცხადა ქამადაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს. ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 25 დეპუტატიდან 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წინა მოწვევის საკრებულოს არ აქვს უფლება ბიუჯეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.